Home ახალი ამბები მსოფლიო ნოვაია კახოვკაზე უკრაინელთა თავდასხმამდე 72 საათით ადრე მის თავზე ამერიკული თანამგზავრი სადაზვერვო...

ნოვაია კახოვკაზე უკრაინელთა თავდასხმამდე 72 საათით ადრე მის თავზე ამერიკული თანამგზავრი სადაზვერვო სამუშაოებს აწარმოებდა

60

კოსმოსურმა აპარატმა WorldView-2-მა სადაზვერვო სამუშაოები აწარმოა ნოვაია კახოვკაზე უკრაინელი სამხედროების თავდასხმამდე 72 საათით ადრე. შემდეგ მონაცემები გამოვლენილი ობიექტებისა და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების ადგილმდებარეობის შესახებ გადასცა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, რომლებმაც ინფორმაცია წარმატებით გამოიყენეს Himarsის სისტემებით რაკეტების გაშვებისას. შედეგად განადგურდა დიდი რაიონი, _ წერს საინფორმაციო სააგენტო avia.pro.

სააგენტოს ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ 2022 წლის 8 ივლისს კოსმოსურმა აპარატმა WorldView-2-მა, რომელსაც იყენებენ, როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო მიზნებისთვის, დეტალურად შეისწავლა ადგილები ზალპური ცეცხლის ამერიკული სისტემა Himars-იდან რაკეტების დასარტყმელად, როგორც ეს მოხდა ბელგოროდის დაბომბვის შემთხვევაში. სადაზვერვო სამუშაოები თანამგზავრმა შეტევის დაწყებამდე 72 საათით ადრე აწარმოა.

ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ კომპანია `მაჰაგი~ აქტიურად ამარაგებს უკრაინელ სამხედროებს თანამგზავრული ფოტოებით.

აღსანიშნავია, რომ  უკრაინელთა შეტევის შედეგად დაიღუპა 7 ადამიანი, დაიჭრა 60-ზე მეტი.

გიორგი გაჩეჩილაძე

https://avia.pro/news/voennyy-sputnik-sfotografiroval-novuyu-kahovku-za-72-chasa-do-udara

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here