Home ახალი ამბები მსოფლიო ნიდერლანდელებმა შეშის მომარაგება დაიწყეს

ნიდერლანდელებმა შეშის მომარაგება დაიწყეს

97

ბუნებრივი აირის დეფიციტი და საწვავზე მაღალი ფასები აიძულებს ნიდერლანდელებს, შეშა მოიმარაგონ და სახლებში ბუხარი ააშენონ ან ღუმელი დადგან.

როგორც შეშით მოვაჭრე დევიდ ვუნდერიკმა გამოცემა Volksrant მოუყვა, შეშაზე აჟიოტაჟური მოთხოვნის გამო უკვე ზაფხულის ბოლოს შეიძლება გაჩნდეს დეფიციტი საწვავის ამ სახეობაზე. ამასთანავე, მნიშვნელოვნად მოიმატა მოთხოვნამ ბუხრებსა და ღუმელებზე.

უკრაინაში სპეცოპერაციისა და რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო აღმოსავლეთ ევროპიდან შეშის მიწოდება მნიშვნელოვნად შემცირდა, შედეგად, შეშა 50 ევროთი გაძვირდა შარშანდელთან შედარებით.

ბუნებრივი აირის ფასით ნიდერლანდები ევროპაში მეორეა შვედეთის შემდეგ, ნიდერლანდელებს 1 კუბ. მ ბუნებრივი აირი 2,25 ევრო უჯდებათ, ხოლო 1 კვტ/სთ ელექტროენერგიის საფასურმა 30,5 ევროცენტი შეადგინა, რაც საშუალო ევროპულ ფასზე 4-ჯერ მეტია.

უფრო ადრე Deutsche Bank-ის ანალიტიკოსებმა ივარაუდეს, რომ ბუნებრივი აირის ძალიან გაძვირების გამო გერმანელები ზამთარში სახლების გასათბობად შეშის გამოყენებას დაიწყებენ. ეს პროგნოზი ეყრდნობოდა ტეხასის გამოცდილებას, სადაც გასულ ზამთარში  მოსახლეობა ავეჯსაც კი წვავდა იმისთვის, რომ გამთბარიყო.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here