Home სხვადასხვა Facebook ფრაზები „პრიორიტეტები გვაქვს უკუღმართი, რა უბედურებაა ამდენი ნარკოტიკის ცხვირში თხრა“

„პრიორიტეტები გვაქვს უკუღმართი, რა უბედურებაა ამდენი ნარკოტიკის ცხვირში თხრა“

1353

მომღერალ ნანი ბრეგვაძის შვილიშვილი ნატალია ქუთათელაძე, საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულებას ნარკოპოლიტიკასთან სოციალურ ქსელში აკრიტიკებს. 

„ესეთი უკუღმართები ყველაფერში რატო ვართ? ამდენი ლაპარაკი ამ ნარკოტიკზე ნორმალურია? ამდენი ენერგია და დრო უფრო მნიშვნელოვან თემებს რომ დავუთმოთ არ ჯობია?

ეხლა არ დამიწეროს აქ ვინმემ კითხვა- „აბა უნდა იჭერდნენ ან ფაქტს უდებდნენ თუ არა მოქალაქეებს” ეს დემაგოგიური ტლუ კითხვები დაუსვით ერთმანეთს!

მნიშვნელოვან თემებში კი ვგულისხმობ იმ სამარცხვინო განათლების დონეს რაც დღეს ქვეყანაშია და კაცების უმეტესობის ღიპ გადმოგდებულ გორაობას და უსაქმურობას!

მოდით ესეთივე ისტერიკით მივუდგეთ სპორტის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში, ბოდიში და აწიეთ ერთი ადგილები და ატარეთ შვილები სპორტულ აქტივობებზე, რამდენმა ადამიანმა იცით ნეტავ რომ ახალი წყალბურთის კლუბი დინამო დაარსდა?

ან საერთოდ ახალგაზრდა ნიჭიერი ადამიანების წარმატებით ეს ჩვენი სამარცხვინო ჟურნალისტები დაინტერესდნენ? არ შეიძლება ასეთივე დუჟ მორეულებმა მეტი პოზიტიური თემები გააშუქონ?

რა უბედურებაა ეს ამდენი ნარკოტიკის თხრა ცხვირში.

პრიორიტეტები რომ გვაქვს უკუღმართი და ფეხებზე რომ კიდია ყველას ერთმანეთი იმიტომაც გვაქვს კარგად საქმე.

თავი კი გვგონია ძაან პროგრესული ერი მაგრამ ქვეყანაში სადაც ისტერიული რადიკალიზმი სუფევს ყველა დარგში, სადაც განათლების დონე ზღვარზე დაბალია და სადაც ადამიანები მხოლოდ ერთმანეთის ჭამაზე არიან ორიენტირებულები ამათმა ნარკოტიკზე და „ელჭიპიტის” იქით სალაპარაკო თემა ვერ იპოვეს” , – წერს ქუთათელაძე.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here