Home ახალი ამბები საქართველო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გერმანიის სასამართლოს მიმართავენ, საქართველოს არ გადმოსცენ გირგვლიანის საქმეზე გასამართლებული...

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გერმანიის სასამართლოს მიმართავენ, საქართველოს არ გადმოსცენ გირგვლიანის საქმეზე გასამართლებული კუდ-ის მაღალჩინოსანი

66

„ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს, სანდრო გირგვლიანის საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის საქართველოში ექსტრადირებაზე უარი თქვან, – ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი ორი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პარტია მიუნხენის უმაღლეს რეგიონალურ სასამართლოს მიმართავს და არგუმენტად საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება მოჰყავს. მიმართვას ხელს აწერენ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები.

ტელეკომპანიის ცნობით, საუბარია გერონტი ალანიაზე, კუდ-ის ყოფილ ჩინოსანზე, რომელიც ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაასამართლეს გირგვლიანის საქმეზე, თუმცა ის ორ წელში მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა. ახლა მიმდინარე საქმეები კი ეხება, ასევე, 2005 წელს რესტორან „ძველ თბილისში“ მომხდარ უთანხმოებას და ამის გამო პოლიციელების სასტიკ ცემას, ასევე, მოქალაქე ბულაშვილის ოქროყანაში ცემის ფაქტს.

წერილის თანახმად, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიაჩნიათ, რომ ალანია პოლიტიკური დევნის მსხვერპლია და მას აქ პოლიტიკური მართლმსაჯულება ელოდება. „რუსთავი ორის“ ინფორმაციით, წერილში ასევე ვრცლად წერენ გახმაურებულ საქმეზე, რომლითაც ამტკიცებენ, რომ ქვეყანაში არ არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო. გერმანიაში გაგზავნილ წერილს „ნაციონალური მოძრაობის“ ოთხი წევრი აწერს ხელს.

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი ამჟამად გერმანიაში წინასაექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება. ის რამდენიმე საქმეზე არის გასამართლებული, მათ შორის ერთ-ერთი სანდრო გირგვლიანის საქმეა. მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

https://1tv.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here