Home ახალი ამბები საქართველო მხილების არმაგედონი

მხილების არმაგედონი

ევროპული დსთ, ანუ ამაო მცდელობა კონტინენტის ხელახლა შეკოწიწებისა

440

უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ 6 ოქტომბერს ლოუის ინსტიტუტში (ავსტრალია) ვიდეჩართვისას განაცხადა: “ნატომ უნდა გამორიცხოს რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება. ნატომ უნდა განახორციელოს რუსეთზე პრევენციული დარტყმები, ათა იცოდნენ, რა დაემართებათ, თუკი  გამოიყენებენ (ბირთვულ იარაღს..), და არა, პირიქით, ვუცადოთ რუსეთის ბირთვულ დარტყმებს, რომ შემდეგ ვიძახოთ: ასე ხომ? აჰა, ჩვენგანაც მიიღეთ! უნდა გადახედოს მის მიერ წნეხის გამოყენებას. აი, რა უნდა გააკეთოს ნატომ, უნდა გადახედოს ბირთვული იარაღის გამოყენების წესს!”

ეს ზელენსკის მიერ ბირთვული შეიარაღებით მუქარის პირველი შემთხვევა არ ყოფილა. 2022 წლის 19 თებერვალს მიუნხენში მან უმძიმესი განცხადება გააკეთა: უკრაინამ შეიძლება ძალადაკარგულად ჩათვალოს ბუდაპეშტის მემორანდუმი, თუკი მონაწილე სახელმწიფოები არ ჩაატარებენ სამიტს“. ზელენსკის მიერ სამიტის ჩატარების მოთხოვნა უკრაინისთვის ბირთვულ იარაღზე წვდომის მოთხოვნას ნიშნავდა, რადგან უკრაინამ ბირთვულ  შეიარაღებაზე უარი სწორედ ბუდაპეშტის მემორანდუმით  თქვა, რომელზეც  ხელმომწერმა სახელმწიფოებმა უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტია მისცეს. ზელენსკიმ საკითხი რადიკალურად დააყენა: “სამიტი თუ არ გაიმართება, უკრაინას სრული უფლება ექნება, ჩათვალოს, რომ ბუდაპეშტის მემორანდუმი არ მუშაობს და გადაწყვეტილების მთელი პაკეტი ეჭვქვეშ დააყენოს”. ზელენსკი ამ განცხადებით ბირთვულ იარაღს წაეპოტინა. ეს, რა თქმა უნდა, რუსეთისთვის საგანგაშო სიგნალი იყო. ეს სწორედ ის საბედისწერო განცხადება იყო, რომელმაც, როგორც ჩანს, რუსეთის პრეზიდენტი საბოლოოდ დაარწმუნა, რომ რუსეთს უკრაინის ტერიტორიიდან ელოდა უმძიმესი დარტყმა. ზელენსკიმ ეს განცხადება 19 თებერვალს გააკეთა, 24 თებერვალს კი რუსეთმა უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაიწყო. აი, ასეთი მნიშვნელობა ჰქონდა ზელენსკის იმ განცხადებას რუსეთის ხელმძღვანელებისთვის, ვინაიდან მათ შესანიშნავად ესმოდათ, რომ ზელენსკის პირით ნატო და კოლექტიური დასავლეთი ლაპარაკობდნენ.

დასავლეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების თემა იმავე დასავლეთში, როგორც ჩანს, ინტენსიურად განიხილება. თუ შეიძლება ასე ითქვას, ბირთვული სპეკულაციის დრო დადგა. დასავლეთში ხმამაღლა გაჰყვირიან, რომ რუსეთი ბირთვული იარაღით იმუქრება. ეს სრული სიცრუეა. ბირთვულ იარაღზე  რუსეთის არც ერთ ოფიციალურ პირს იმაზე მეტი არ უთქვამს, რაც მათ სამხედრო დოქტრინაში წერია. სამხედრო დოქტრინაში კი ჩაწერილია შემდეგი: “Российская Федерация оставляет за собой право на применение ядерного оружия в ответ на использование против нее и (или) ее союзников ядерного и других видов оружия массового уничтожения, а также в ответ на крупномасштабную агрессию с применением обычного оружия в критических для национальной безопасности Российской Федерации ситуациях.” აქ ყველაფერი ნათლად არის ჩამოყალიბებული. რუსეთის არსებობას თუ საფრთხე შეექმნება, იგი, სახელმწიფოს სამხედრო დოქტრინის შესაბამისად, უფლებამოსილია, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ბირთვული არსენალი. აქვე  შეგვიძლია გავიხსენოთ პრეზიდენტ პუტინის  ნათქვამი ის ერთი წინადადებაც, დასავლეთს  ძილი რომ  დაუფრთხო: «А зачем нам такой мир, если там не будет России?»  რა არის აქ ან გაუგებარი, ან მიუღებელი?! რუსეთის პრეზიდენტის ამ პოზიციაში, როგორც იურიდიული, ასევე მორალური თვალსაზრისით, ყველაფერი გამართული და ლოგიკურია. ალოგიკური და ამორალური სწორედ ისაა, როდესაც უკრაინისა და პოლონეთის პრეზიდენტები ბირთვულ იარაღს ეპოტინებიან და ამ თემით სპეკულირებენ, აშშში კი ამაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ; იმ აშშში, რომელიც მასობრივი განადგურების იარაღის არსებობის საბაბით ერაყში შეიჭრა, კანონიერი პრეზიდენტი ჩამოახრჩო და შემდეგ კი უსინდისოდ განაცხადა, რომ ინფორმაცია მასობრივი იარაღის არსებობის შესახებ თურმე არასწორი ყოფილა; იმ აშშში, რომლის ერთერთმა ლიდერმაც (სახელმწიფო მდივანიმადლენ ოლბრაიტი) ჟურნალისტის შეკითხვას, გამართლებულად მიაჩნია თუ არა ნახევარ მილიონზე მეტი ბავშვის განადგურება ერაყში, ასე უპასუხა: “ეს იყო ძნელი, მაგრამ გამართლებული არჩევანი“.

სწორედ აშშ არის ის სახელმწიფო, რომელსაც მსოფლიო ბირთვული კატასტროფისკენ მიჰყავს. აშშ-ის ადმინისტრაცია, რომელიც ხედავს, რომ ორი განუყოფელი ხალხი – რუსები და უკრაინელები ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაუპირისპირდა, ნაცვლად იმისა, რომ საომარი მოქმედებების შესაჩერებლად იღვწოდეს, ერთ-ერთ მხარეს (უფრო სუსტს) აფინანსებს, აიარაღებს, აგულიანებს და საქმე იმ ჩიხში შეჰყავს, რომლის იქით მხოლოდ ბირთვული არმაგედონია. ეს იქიდანაც ჩანს, რომ აშშ რუსეთუკრაინის ომში სხვა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების, მაგალითად, საქართველოს ჩათრევასაც ცდილობს, რათა რუსეთის, ევროპისა და პოსტსაბჭოთა სივრცის გლობალური დაპირისპირების შედეგად ჩამოყალიბებულ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში საკუთარი კრიზისის დაძლევა და მსოფლიო ჰეგემონის როლის შენარჩუნება შეძლოს. მათგან სხვაგვარი მიდგომა არც იყო მოსალოდნელი, ვინაიდან რუსეთისა და უკრაინის დაპირისპირება მათი პროვოცირებულია; პროცესები, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე ვითარდება, მათი ბინძური პოლიტიკის შედეგი და მათი უშუალო ნახელავია, მაგრამ, თუნდაც მას შემდეგ, რაც უკვე მოხდა, თუნდაც მსოფლიოს უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ისინიც ხომ უნდა ეძებდნენ გზებს სისხლისღვრის შესაჩერებლად? სამწუხაროდ, არა. პირიქით – ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ არამხოლოდ რუსეთი და უკრაინა, არამედ მთელი მსოფლიო დაუძლეველი კრიზისის ფაზაში გადაიყვანონ. ხომ არის ეს მსოფლიოსა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი უმძიმესი დანაშაული? რა თქმა უნდა, არის!

6-7 ოქტომბერს პრაღაში ახალი ევროპული ორგანიზაციის (ევროპის პოლიტიკური საზოგადოება) პირველი სამიტი გაიმართა. მიწვეული 44 სახელმწიფოს სიის გადახედვაც საკმარისია იმის გასაგებად, როგორი ევროპის ხილვა სურთ ევროპელებს მომავალში. ესაა ევროპა თურქეთთან, საქართველოსთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან, კოსოვოსთან ერთად, რუსეთისა და ბელარუსის გარეშე. მთელი ხიბლი და მარილი ამ ახალი ორგანიზაციისა სწორედ ისაა, რომ მისგან დემონსტრაციულად გარიყეს რუსეთი და ბელარუსი. როგორი უნიკალური და საინტერესო პაციენტი უნდა იყო ფსიქიატრიისა, რომ ევროპის უსაფრთხოების აშენებას რუსეთისა და ბელარუსის გვერდის ავლით ცდილობდე.

ევროპაში სამი ძირითადი გაერთიანება არსებობს: ევროკავშირი, ევროსაბჭო და ეუთო (ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია). იბადება შეკითხვა: ევროკავშირის, ევროსაბჭოს ან ეუთოს სტრუქტურებში პოლიტიკურ  საკითხებს არ იხილავენ? რა თქმა უნდა, იხილავენ. მაშ, რა საჭიროა ახალი ორგანიზაციის (ველოსიპედის) გამოგონება ბუნდოვანი დასახელებითევროპის პოლიტიკური საზოგადოება, თუკი მას ახალი დატვირთვა არ ექნება?

მათდა სამწუხაროდ, ამ ორგანიზაციის დამფუძნებლებს არავითარ ახალ დატვირთვაზე არ უფიქრიათ, მაგრამ  ამ ახალ ორგანიზაციაში პატარა ეშმაკობა ნამდვილად ჩადეს. იმ სახელმწიფოებს, რომლებსაც ევროკავშირის წევრად არ იღებენ იმის გამო, რომ ამ ორგანიზაციას გარკვეულ მოვალეობები ეკისრება მისი ყოველი ახალი წევრი სახელმწიფოს წინაშე, მოვალეობები, რომელთა თავიანთ თავზე აღება ევროპელებს არ სურთ. გამოიგონეს ახალი (რუსული ჟარგონითტრუხა) ორგანიზაცია, რომლის წევრობა არავის არაფერს არც აძლევს და არც ჰპირდება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი, როგორც ევროპული ორგანიზაცია, მათი აზრით, მაინც მიმზიდველი უნდა იყოს რიგში ჩაყენებული ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა, ვთქვათ, უკრაინა, მოლდოვა ან საქართველო.

 ამ ორგანიზაციის ჩამოყალიბებაში ჩადებული მეორე ეშმაკობა არის ის, რომ  ევროკავშირი უკვე იშლება.  ევროკავშირის დაშლამ ევროპის სახელმწიფოებს შორის დაპირისპირება რომ არ გამოიწვიოს, მას სათადარიგო ორგანიზაცია შეუქმნეს, ისევე, როგორც 1991 წელს საბჭოთა კავშირის შედარებით რბილად დასაშლელად დსთ (დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა) გამოიგონეს.

უკრაინის მოვლენებმა თვალნათლივ დაგვანახვა, რომ, როგორც ევროკავშირი, ასევე ევროსაბჭო და ეუთო სრულიად უმწეო აღმოჩნდნენ ნამდვილ და სერიოზულ ევროპულ კრიზისთან გასამკლავებლად. ევროკავშირი (ევროსაბჭოსა და ეუთოსთან ერთად) დაიშლება, ევროპის პოლიტიკური საზოგადოება კი ისევე შემორჩება ევროპას, როგორც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პოსტსაბჭოთა სივრცეს შემორჩა დსთ, რომელსაც იოტისოდენა ფუნქციაც არ გააჩნია, მაგრამ ფორმალურად დღემდე არსებობს. ევროკავშირის დაშლის შემდეგ, რომელიც ამ ზამთარს გარდაუვალია, ეს ევროპული დსთ, როგორც ყველასთვის უინტერესო წარმონაქმნი, პოსტსაბჭოთა დსთ-ის მსგავსად, ალბათ, დიდხანს იარსებებს, რადგან არც საფრთხის შემცველი იქნება ვინმესთვის და არც სიკეთის მომტანი. ამ ახალი ორგანიზაციის პირველ  სამიტს დაესწრო ბრიტანეთის ახალი პრემიერმინისტრი ლიზ ტრასიც, რომელმაც კატეგორიულად მოითხოვა,  იქაურობიდან ევროკავშირის დროშები მოეშორებინათ. აი, ასეთი დომხალი სუფევს დღეს ევროპაში.

ეს ყველაფერი აშშის, ნატოსა და ევროკავშირის ერთიანი დანაშაულებრივი ჯაჭვის შემადგენელი რგოლებია; იმ ჯაჭვისა, რომელმაც მსოფლიო ნორმალური ცხოვრებისა და განვითარების კალაპოტიდან ამოაგდო და ახლა გლობალური კატასტროფის მიმართულებით ექაჩება. ამ კოლექტიურად ჩადენილმა დანაშაულმა მთელი კაცობრიობა თუ არ იმსხვერპლა,  დადგება დრო, როდესაც ყოველივე ამას არამხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი შეფასებაც მიეცემა.

 ვალერი კვარაცხელია                                                                                     

P.S. დასავლეთის ვირთხებმა ტერორისტული აქტი განახორციელეს და ყირიმის ხიდზე აფეთქება მოაწყვეს. რუსეთის პასუხმაც არ დააყოვნა. მთელი უკრაინა (დასავლური ფაშიზმის სამარცხვინო ბუდე) ცეცხლის ალშია გახვეული. დასავლეთში ჩოჩქოლია, ვირთხები ძრწიან და სამალავს ეძებენ. ბაიდენი პუტინს ბიბლიურ არმაგედონს ჰპირდებოდა, მაგრამ მალე თვითონ მიიღებს არმაგედონს, ოღონდ არა ბირთვულს, არამედ  მორალურს. ახლოვდება დრო, როდესაც მხილების არმაგედონი გადაუვლის დასავლეთს, რომელმაც დაკარგა ცივილიზაცია და მალე  ჩაიხრჩობა გადაგვარებისა და გარყვნილების წუმპეში.

. .

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here