Home ახალი ამბები საქართველო მწერალთა სახლის საიდუმლო

მწერალთა სახლის საიდუმლო

გოეთეს ლოგო ქართველ ვაიმწერალთა შუბლებზე

560

არის ინდივიდუალური ხელოვნება და არის კოლექტიური ხელოვნება. მაგალით, მწერლები, მხატვრები, კომპოზიტორები ინდივიდუალურად ქმნიან თავიანთ შემოქმედებას. კინოსა და თეატრის რეჟისორები კი სხვებთან ერთად ქმნიან ნაწარმოებებს და შედეგი კოლექტიური შემოქმედებით მიიღწევა. რეჟისორი ვერაფერს დადგამს და გადაიღებს, თუკი დასი არ ეყოლება, მაგრამ მწერალს, ინდივიდუალურად, საკუთარ თავთან მარტო დარჩენილს, შეუძლია, თავისი საკეთებელი ისე აკეთოს, რომ საერთო არავისთან არაფერი ჰქონდეს. მიუხედავად ამისა, როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში, ხელოვანს სჭირდება კოლეგებთან ურთიერთობა, სჭირდება მისი აზრების სხვისთვის გაზიარების ადგილი, პრობლემების საერთო ძალისხმევით გადაჭრის არენა.

განსხვავებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ სისტემებში ეს საკითხები განსხვავებულად წყდება. სოციალისტურ საზოგადოებაში, რომელსაც, ოცდაათი წელიწადია, დავემშვიდობეთ, არსებობდა შემოქმედებითი კავშირები. ამ ორგანიზაციებს სახელმწიფო აფუძნებდა, აფინანსებდა და, საზოგადოდ, მათ საქმიანობასაც წარმართავდა. ასე იმიტომ ხდებოდა, რომ იმ სისტემაში ყველაფერი საერთო  კეთილდღეობას, საზოგადოების მატერიალურ და მორალურ სიჯანსაღეს ემსახურებოდა. მეცნიერება, ხელოვნება, მწერლობა, ფილოსოფია ერთ დიდ კონტექსტში განიხილებოდა – უკლასო საზოგადოების მშენებლობა, რომელიც თავისუფალი შრომის პრინციპს ეფუძნებოდა და ადამიანის მიერ ადამიანის ექსპლოატაციას გამორიცხავდა.

საზოგადოებისა და სახელმწიფოს ამგვარი მოწყობის ვითარებაში შემოქმედებითი კავშირების ფორმირება და მათი დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან სრულიად გასაგები მოვლენა იყო, მაგრამ დღეს ეს ვითარება არ გვაქვს. დღეს სიტყვის, აზრისა და გამოხატვის თავისუფლებაა დეკლარირებული და ერთმანეთს არათუ არ ვეთანხმებით, სამკვდროსასიცოცხლო დაპირისპირება გვაქვს პოლიტიკურ, იდეოლოგიურ, მსოფლმხედველობრივ საკითხებზე, საგარეო ვექტორებსა თუ საშინაო პრიორიტეტებზე. დღეს კაპიტალისტური ურთიერთობების ვითარებაში ვცხოვრობთ, სადაც ბაზარი არამხოლოდ ეკონომიკას, შემოქმედებასაც არეგულირებს. იმარჯვებს ის პროდუქცია (წიგნი, ნახატი, მუსიკალური ნაწარმოები, ფილმი, სპექტაკლი), რომელიც იყიდება. ეს პრინციპულად განსხვავებული მიდგომაა, ამიტომ იმ სისტემის შაბლონებისა და სტრუქტურების პირდაპირი გადმოტანა ამ სისტემაში გაუგებრობების გარდა არაფერს მოგვიტანს. აბსოლუტურად არ მესმის, რა არის ან რა ფუნქცია აქვს სტრუქტურას, რომელსაც მწერალთა სახლი ჰქვია და რომლის დირექტორად დიდებული მწერლის, ნოდარ დუმბაძის, ქალიშვილი ქეთევან დუმბაძე დაუნიშნავთ.

მწერალთა სახლის დირექტორს კულტურის სამინისტრო თუ ნიშნავს, გამოდის, რომ იგი სახელმწიფო სტრუქტურაა, მაგრამ მოხდა ისე, რომ ამ სახელმწიფო სტრუქტურის წევრები სახელმწიფოს ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას დაუპირისპირდნენ. აი, რას აცხადებენ ისინი: ჩვენ არ ვიღებთ ახალ დირექტორს, რომელმაც ქართველი  საზოგადოების წინააღმდეგ ხმა მისცარუსულ კანონს&ქუოტ;. არ ვაღიარებთ საბჭოთა მეთოდებით ლიტერატურულ ცხოვრებასა და პროცესებში ჩარევას. მოვითხოვთ, შეიქმნას მწერლების მიერ გამოყოფილ სამუშაო ჯგუფთან ერთად კომისია, რომელიც შეარჩევს მწერალთა სახლის დირექტორის კანდიდატს და შეიმუშავებს ახალ მართვაგამგეობის დოკუმენტს, რომ მომავალშიც ავიცილოთ ერთპიროვნული და პარტიული გადაწყვეტილებებით მწერალთა სახლის მუშაობაში ჩარევა“.

ეს ადამიანები არ აღიარებენ ქეთევან დუმბაძეს. სხვათა შორის, ისინი საქართველოს ხელისუფლებასაც არ აღიარებენ, მაგრამ მე სხვა რამ მაინტერესებს: საქართველოს ხელისუფლება და ქეთევან დუმბაძე ამ პიროვნებებს ქართველ მწერლებად აღიარებენ? როგორც ჩანს, აღიარებენ. შეკითხვას ვსვამ: რა ნიშნით, რა კრიტერიუმით, რა საზომით შეიძლება, რომ ისინი მწერლებად იწოდებოდნენ? დავუშვათ, რომ არსებობს რაღაც კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც შეძლება მწერლებად მათი გამოცხადება. ასეთ შემთხვევაშიც სახელმწიფოს რისთვის სჭირდება ისინი, რატომ შედის მათთან კონტაქტში და, მით უფრო, რატომ იღებს მათზე რამე სახის მეურვეობას, რატომ უნიშნავს მათ დირექტორს? ეს საკითხის ერთი მხარეა. საკითხის მეორე მხარე, საერთოდ, ბუნდოვანებითაა მოცული. .. მწერლები აცხადვბენ: „როდესაც კულტურის მინისტრს არ შეუძლია ელაპარაკოს ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლებს, არ აქვს სურვილი, მივიდეს მწერალთა სახლში, დააფასოს და აღიაროს მისი თანამშრომლების მიერ ათი წლის განმავლობაში გაწეული უზარმაზარი შრომა, ის კარგავს ლეგიტიმაციას. მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, პარტიული კუთვნილების ნიშნით შეარჩიოს და ერთპიროვნულად დახურულ კარს მიღმა დანიშნოს ისეთი ინსტიტუციის ხელმძღვანელი, როგორიცაა მწერალთა სახლი, კატეგორიულად მიუღებელია. ის წარმოადგენს საბჭოთა ტოტალიტარული ტრადიციის ამაზრზენ გამოხატულებას და დამაზიანებელია ქართული კულტურისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ურთიერთობებისთვის“.

ეს რა განუზომელი ამბიციები და რა სასტიკი პროტესტია? ეს ბოლო წინადადება განა სრული სისავსით არ გვიჩვენებს,  რა მასშტაბის შეუთავსებლობა აქვთ მათ საქართველოს ხელისუფლებასთან? ისინი ნუთუ მართლა ფიქრობენ, რომ დღევანდელ მთავრობას რამე აკავშირებს საბჭოთა სოციალისტურ სისტემასთან? ეს არამზადები თვითონ სახელმწიფოს სხეულზე წურბელებივით არიან მიკრული დასაბჭოთა ტოტალიტარული ტრადიციის ამაზრზენ გამოხატულებადსხვას მიიჩნევენ. ჩაწერეთ ინტერნეტში მწერალთა სახლის ბიუჯეტი და თქვენ თვალწინ ასეთი ფინანსური პანორამა გადაიშლება:

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წლისთვის მწერალთა სახლის სახელმწიფო დაფინანსება 1,977,000 ლარით არის განსაზღვრული, ხოლო უწყების ხარჯები 1,959,000 ლარით განისაზღვრება. წელს უწყების სახელფასო ფონდი 488,000 ლარი იქნება“.

მწერლობას ამოფარებული და ბიუჯეტის წურბელებად ქცეული ეს არამზადები მიმდინარე წელს ორ მილიონ ლარს დახარჯავენ და ამაში ზემოდან, ხელფასის სახით, ნახევარ მილიონსაც მიიღებენ. როგორ მოგწონთ, მწერლები, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალების აპოლოგეტები არიან და ყველაფერი ქართულის დაუძინებელ მტრებად გვევლინებიან, სახელმწიფო ბიუჯეტისგან მილიონებს იღებენ, თანაც, იმდენად გათავხედებულნი არიან, რომ სახელმწიფოს მიერ დანიშნულ დირექტორს არ ემორჩილებიან?

ალბათ, დაგაინტერესებთ, სად და რაში იხარჯება საქართველოს შეჭირვებული მოქალაქეების ჯიბიდან ამოღებული ეს თანხები. აი, რა წერია მათ დებულებაში: მწერალთა სახლი საზოგადოებას სთავაზობს ავტორთა შემოქმედებით საღამოებს, დისკუსიებს, ლიტერატურულ გამოფენებს, თემატურ სიმპოზიუმებს, კონფერენციებსა და სამუშაო შეხვედრებს; ქართველი და მოწვეული მწერლების, ხელოვანების ლექციებს და მასტერკლასებს; მთარგმნელებს კისემინარებსა და სამუშაო შეხვედრებს. მწერალთა სახლი თანამედროვე ლიტერატურის გავრცელების, გაცნობისა და კრიტიკული განხილვის ადგილია, სადისკუსიო სივრცეა. მწერალთა სახლი თავისი საქმიანობის საერთაშორისო მიმართულების განვითარების შედეგად აქტიურად ერთვება რეგიონის და მსოფლიოს ლიტერატურულ და კულტურულ ქსელშიშედეგად  კი საქართველოს საშუალება აქვს, გახდეს მსოფლიოში მიმდინარე ლიტერატურული პროცესების მონაწილე თუ მასპინძელი. სხვადასხვა ქვეყნის ლიტერატურულ სახლებთან და ამ ტიპის ორგანიზაციებთან თანამშრომლობით (მაგალითად, ლიტერატურული ფესტივალების მოწყობით და . .) მწერალთა სახლს შეუძლია სხვა ქვეყნების წარმატებული გამოცდილების გაზიარება, ეს უფრო მეტად უწყობს ხელს ახლშექმნილი ორგანიზაციის ჰარმონიულ ინტეგრირებას საერთაშორისო ქსელში. ასევე, მწერალთა სახლში მოწყობილია რეზიდენციები საქართველოში სტუმრად მყოფი მწერლების და კულტურის მოღვაწეებისთვის, სადაც მათ აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, იცხოვრონ და იმუშაონ ისტორიული მნიშვნელობის სახლში. მწერალთა სახლის ბაღში განთავსებული ლიტერატურული კაფე ერთერთი მიმზიდველი და საინტერესო ადგილია როგორც თბილისელებისთვის, ისე ქალაქის სტუმრებისთვის.”

რა ჰქვია ამას? – კარგი ცხოვრება და დროსტარება. ამ უნიჭო ავაზაკებს ქართველი ხალხის სახით მეწველი ძროხა ჰყავთ ნაპოვნი და, ჟარგონით თუ ვიტყვით, ბაირამობენ. ხელისუფლება კი იძულებულია, კოჭი უგოროს, რადგან ისინი ყველა სხვა შემთხვევაში აყვირდებიან, მწერლებს გვებრძვიან და გვიშველეთო. მშველელიც არ დააყოვნებს. ამერიკელები და ევროპელები დაიცავენდიქტატურისკენ მიდრეკილი ხელისუფლებისმიერ შევიწროვებულ ქართველმწერლებს“, რომლებიც, სინამდვილეში, მათი ჯაშუშთა ქსელია და სხვა არაფერი. აი, ეს არის მწარე რეალობა. აბა, რა მწერალთა სახლი, რის მწერალთა სახლი, მით უმეტეს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული?! არსებობს ვინმე ნიჭიერი, კი ბატონო, დაწეროს ლექსი, მოთხრობა, რომანი, გამოაქვეყნოს, გაყიდოს და მოიხვეჭოს პოპულარობაც, სიმდიდრეც სახელიც, ვინ უშლის?! გინდოდათ კაპიტალიზმი? ესაა კაპიტალისტური მიდგომა! ყველა სხვა მიდგომა ხალხისთვის თვალების ახვევის მცდელობაა. ესმწერალთა სახლი“, რომლის არსებობასაც მწერლებისთვის ხელისშეწყობად ასაღებენ, ფარულად აშშისმეხუთე კოლონისთვისხელშეწყობაა, დასავლეთის ჯაშუშთა მოსამრავლებელი ინკუბატორია.

აქ პრობლემა ის კი არ არის, მიიღებენ თუ არა ისინი ქეთევან დუმბაძეს დირექტორად, პრობლემა ისაა, თუ როდემდე იარსებებს საქართველოში ჯაშუშთა ასეთი ღია ორგანიზაციები, რომლებიც დაუფარავად ებრძვიან ქართულ ეროვნულ ცნობიერებას და უტიფრად ნერგავენ უნიჭობას, ამორალიზმს, გარყვნილებას, რაშიც თურმე სოლიდურ ჰონორარს უხდიან საქართველოს ბიუჯეტიდან?!  მწერალთა სახლი და ქართველი მწერლებიო, არა? სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს. ამ ლიტერატურულ თაღლითებს ჟანჟაკ რუსომ გამოუტანა განაჩენი, ჯერ კიდევ როდის: არაფერი გენიალური, არაფერი დიადი არ გამოვა გაყიდული კალმის წვერიდან“. კლასიკური ლიტერატურიდან ეპიგონობამდე დაშვების ეპოქის თავისებურება ერთ წინადადებაში ჩააქსოვა ოსკარ უაილდმა: ადრე წიგნებს მწერლები წერდნენ და მკითხველები კითხულობდნენ, ახლა წიგნებს მკითხველები წერენ და არავინ კითხულობს.

ეს ყველაფერი ასე თუ ისე მიესადაგება ამ ნაძირალებს, მაგრამ შერბილებული ფორმით. გოეთეს ერთი ნათქვამი კი პირდაპირ ლოგოსავით აჯდებათ შუბლზე: გარკვეულ დონემდე, ყოველი მწერალი ნაწარმოებებში საკუთარ თავს ასახავს, ხშირად მისი სურვილის საწინააღმდეგოდაც კი“. ამდენ სიბინძურესა და უხამსობას რატომ წერენო, რომ გიკვირდათ, აგიხსნათ ვაიმარელმა ბრძენმა, რაშიც არის საქმე. თურმე საკუთარ თავს ასახავენ და რა ქნან, უხამსობა და სიბინძურეა მათი არსი. შოთა რატომ დაგვიტოვებდა ანდერძად, თუკი მართლაც ასე არ იქნებოდა: “კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების“.

ტუალეტის მწერლებს ნოდარ დუმბაძე არ მოსწონთ, – საბჭოთა მწერალიაო. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წარმომადგენელი (ვინმე დავით დარჩიაშვილი) რამდენიმე წლის წინათ აცხადებდა: „;ნოდარ დუმბაძე სცოდავდა სინდისისა და ისტორიის წინაშე.“ „თეთრი ბაირაღები“; ტიპური ქართულ-საბჭოთა ნაწარმოებია, სტალინის ფილოსოფიის გადმომცემი, რომელშიც ქურდული და კომუნისტური ლოგიკა ერწყმის ერთმანეთს.“;

ამ იდიოტურ ნათქვამზე, მწერლის ქალიშვილმა მანანა დუმბაძემ სხვა ისტორია გაიხსენა: დაახლოებით ასეთი რამ პირველად ზვიად გამსახურდიამ თქვა. დიახ, ასეთი რამ ზვიად გამსახურდიამ და თემურ ქორიძემ გააჟღერეს, ვინაიდან მამაჩემი ხალხს ძალიან უყვარდა. იყო ნამდვილი ეროვნული მწერალიმათ კი მოინდომესმისთვის კრიმინალური ინტელიგენტის იმიჯი შეექმნათ. ეს ზვიადს არ გამოუვიდა და დავით დარჩიაშვილს მით უფრო ვერ გამოუვა“.

შეხედეთ, პრობლემამ უცებ რა მასშტაბი მიიღო? ეს აზრი უვიც დარჩიაშვილისგან კი არ მოდის, მას საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიაც ახმოვანებდა. ზვიად გამსახურდიაზე ვერ იტყვი, რომ იგი მწერლობისგან ამ ვიღაცა დარჩიაშვილივით შორს იდგა. როგორ შეიძლებოდა, ეს სისულელე, ყველაფერს  თავი რომ დავანებოთ, კონსტანტინე გამსახურდიას შვილს ეთქვა. არადა, თქვა. ეს უსიამოვნო წინადადება ასე ჟღერდა: შევარდნაძეს ქურდულკრიმინალური მენტალიტეტის პროპაგანდისტად ნოდარ დუმბაძე ჰყავდა“. შევარდნაძე ქურდულ-კრიმინალური მენტალიტეტის პროპაგანდით კი არა, საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური სისტემისთვის ძირის გამომთხრელი საქმიანობით იყო დაკავებული და ამისთვის, პირველ რიგში, თვითონ გამსახურდია და მისი ე.წ. ეროვნული მოძრაობა ჰყავდა. ბუნკერში დამალულ გამსახურდიას ობიექტურობა  დაკარგული რომ ჰქონდა და პირადი წყენა ალაპარაკებდა, გასაგებია, მაგრამ ნოდარ დუმბაძისთვის ქურდულკრიმინალური მსოფლმხედველობის (ბოდიშს ვიხდი ამ გამოთქმისთვის) შეტენვის პოლიტიკა დღემდე რომ გრძელდება და ამას სოროსის ნაბიჭვრები და დასავლეთისმეხუთე კოლონააკეთებს. ეს უკვე დამაფიქრებელია. დიდ ჰუმანისტ მწერალზე ეს პოლიტიკური იერიში რაღაცა ჩანაფიქრის ქონე მგონია.

დასასრულ,  ვიტყვი, რომ დასავლეთის “მეხუთე კოლონა” საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში ღრმად არის შემოჭრილი. ქალბატონი ქეთევან დუმბაძე მწერალთა სახლში მისვლით ქართულ მწერლობას ვერ იხსნის უნიჭობის, უხამსობისა და პოლიტიზების ღვარცოფისგან. ქართულ მწერლობას ქართველი მწერლები იხსნიან, რომლებიც ყოველგვარი “სახლებისა” და “კავშირების” გარეშე ქმნიან ამ ბნელი ეპოქის ამსახველ მხატვრულ ნაწარმოებებს. თვითმარქვია მწერლებს კი, რომლებმაც მწერალთა სახლის ოკუპაცია მოახდინეს, ახალი დირექტორი კი არ უნდა გავუგზავნოთ, რომელთან თანამშრომლობაზეც ისინი მედიდურად უარს განაცხადებენ, არამედ მათგან, როგორც უწმინდურებისგან, უნდა გავასუფთავოთ მწერალთა სახლიც და მთელი საქართველოც!

ვალერი კვარაცხელია                                                              

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here