Home ახალი ამბები მსოფლიო მსოფლიოს მართავენ ბავშვები, ვინ მართავს ბავშვებს?

მსოფლიოს მართავენ ბავშვები, ვინ მართავს ბავშვებს?

ამჟამინდელი ჯერ კიდევ დასავლური ბავშვოცენტრიზმი მართულ ქაოსს იწვევს

243

ლიბერალები, უკვე ათწლეულებია,  გაჰყვირიან მსოფლიო ღირებულებებზე, ეკონომიკურ ინტეგრაციასა და კეთილდღეობაზე  სოციალიზმის დემონტაჟის  შემთხვევაში. სოციალიზმი სამი ათეული წლის წინათ დაინგრა და რა მიიღე?

ფაქტია, რომ  კულისებსმიღმა  მსოფლიომ  (რაც გინდათ,  უწოდეთ, მაგრამ ის ყველა ნიშნით არსებობს) მე-20 საუკუნის ბოლოს გადაწყვიტა, გაენადგურებინა არა მხოლოდ სოციალიზმი, არამედ… კაპიტალიზმიც. საუბარია მე-19 და მე-20 საუკუნის დასაწყისის კლასიკურ კაპიტალიზმზე. ბურჟუა, რომლის რვა თაობა ნაპოლეონის კოდექსით ცხოვრობდა, ახლა სწორედ ამ  კულისებსმიღმა მსოფლიოს მთავარ მტრად იქცა. ის კატეგორიულად ეწინააღმდეგება  მის საქმეში, ოჯახში, პირად ცხოვრებაში ჩარევას. ბურჟუა შეიძლება სულაც არ იყოს  ჩართული დიდ პოლიტიკაში, მაგრამ თავის წრეში მიჩვეულია იმის თქმას, რასაც ფიქრობს. მას სურს, იცხოვროს როგორც „თეთრმა ადამიანმა“, ისე, როგორც მისი ოჯახის ათი თაობა ცხოვრობდა. კულისებსმიღმა მსოფლიოს მიზანია ადამიანთვის არჩევნის თავისუფლების, რწმენის, ისტორიის,  ოჯახის, ეროვნებისა და თუნდაც სქესის  წართმევა, მისი გადაქცევა ზომბად, რომელიც ყოველგვარ ბრძანებას უყოყმანოდ შეასრულებს. შეეძლო თუ არა მე-19 ან მე-20 საუკუნის  პირველი ნახევრის ბურჟუას იმის წარმოდგენა, რომ შავკანიანების ან მიგრანტების შესახებ ერთი ირონიული გამონათქვამის გამო მისთვის შეიძლება დაენგრიათ კარიერა, ჩამოერთმიათ ბიზნესი  და ზოგ შემთხვევაში შვილიც კი?  კულისებსმიღმა მსოფლიომ  2020-2021 წლებში  აშშ  მართულ ქაოსში ჩაძირა. ქვეყანა მოიცვა მასობრივმა დარბევებმა, მოკლეს ასობით ადამიანი, საშუალო კლასის ათასობით წარმომადგენელმა ბიზნესი დაკარგა,  განადგურდა ოცდაათზე მეტი ძეგლი ისეთი  ცნობილი პიროვნებებისა,როგორებიც იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების დამფუძნებeლი თომას ჯეფერსონი და  კრისტოფერ კოლუმბი. არეულობის მიზეზი პოლიციის მიერ შავკანიანი ყაჩაღისა და ნარკომანის არაწინასწარგანზრახვით  მკვლელობა იყო. და მოულოდნელად, თითქოს დირიჟორის ჯოხის  ერთი აქნევით მართვადი ქაოსი   შეწყდა.ორგანიზატორებს არ მოეწონათ პოზიცია მილიონობით კონსერვატიულად განწყობილი  ამერიკელისა, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ქაოსს.  დაფიქრდნენ,  როგორ აეძულებინათ  ნიუ-იორკელი ადვოკატი  ან ტეხასელი მდიდარი ფერმერი, უარი ეთქვათ ღირებულებებზე, რწმენაზე; როგორ აეძულებინათ,  შეეცვალათ სქესი და ა.შ.აქგამოსავალი ასეთია – აუცილებელია მათი  შვილების გახრწნა  და 20-30  წლის  შემდეგ მიიღებენ ზომბირებული არსებების  სახემწიფოს

ყველა დროში  რამე  მოძრაობის დასაწყებად მისი ორგანიზატორები შთააგონებენ მოძრაობის პოტენციურ მონაწილეებს, რომ ისინი არიან რჩეულები, მთავარი არიელები, პროლეტარები და ა.შ. და აი,  კულისებსმიღმა მსოფლიომ დაიწყო საზოგადოების შთაგონება, რომ მათ არსებობაში მთავარი ბავშვები არიან, ანუ ასე გაჩნდა  ბავშვოცენტრიზმი, რომელიც ბევრ პრობლემას წყვეტს. მაგალითად, მოსახლეობის თვალთვალს  ბავშვთა „ნდობის ტელეფონით“. ბავშვი გამოძიების ფედერალური ბიუროს  წარმომადგენელ კეთილ ძიასთან  უჩივის  მშობლებს, რომ მათ არ სურთ ძაღლის  ყოლა ან ძვირად ღირებული აიფონის ყიდვა.  კეთილი ძია კი იოლად  ადგენს განაწყენებული ბავშვი ოჯახის შემოსავლის წყაროებს, ნაცნობებს, პოლიტიკურ შეხედულებებს და ა.შ. ბავშვებს ართმევენ რელიგიას, უკრძალავნ ჯვრის ტარებას. ევროკომისიამ ოფიციალურად აკრძალა სიტყვა „შობისა“ და სანტა-კლაუსის ხსენება. საშობაო არდადეგებს უწოდეს “ზამთრის არდადეგები”. აშშ-ში  ცდილობენ, აკრძალონ ბავშვის სქესის მითითება დაბადებისას – გაიზრდება და თვითონ გადაწყვეტს, რომელი  სქესის  არისო. ბავშვებს შეუძლიათ დამოუკიდებლად, მშობლების ნებართვის გარეშე, ჩაიტარონ  სქესის შეცვლის ოპერაცია. უფრო მეტიც, თუ აღშფოთებული მშობლები დახმარებისთვის საზოგადოებას ან მედიას მიმართავენ, მათ შეიძლება გისოსებს მიღმა ამოყონ თავი. პრეცედენტები უკვე იყო. ჯერჯერობით ლაპარაკია  ათიათასობით ბავშვზე, რომლებმაც შეიცვალეს სქესი. 5,5% მათგან, ვინც  ქირურგიული  ჩარევით  შეიცვალა  სქესი,  12-14 წლისაა; 16% – 15 წლის; 34,5% -16 წლის და 44% -17 წლის.   ბიჭმა შეიძლება არ გაიკეთოს ოპერაცია, მაგრამ  სკოლაში განაცხადოს, რომ გოგოა და მიიღოს თავისუფალი  წვდომა ქალთა ტუალეტებსა და საშხაპეებზე.  ჩიკაგოს ხელისუფლებამ კი  ყველა სკოლაში მხოლოდ საერთო ტუალეტები გააკეთა – უნისექსი. ბავშვებს შორის  გეომეტრიული პროგრესიით  იზრდება მოძრაობა „ფურის“ (ბეწვით დაფარული) მიმდევრების რაოდენობა.  ესენი  არიან  მოზარდები, რომლებიც  თავს ცხოველებად მიიჩნევენ. ახლა  კატის, ძაღლისა და სხვა  ცხოველის კოსტიუმში გამოწყობილ მოსწავლეებს შეუძლიათ კლასში მისვლა. ტოლერანტ ამერიკელ მასწავლებლებს  საკლასო ოთახებში  სპეციალური უჯრების შეტანაც კი სურთ, რათა ბავშვებმა ცხოველებივით მოისაქმონ. ამერიკელი მოხელის  თქმით, ერთ-ერთ ასეთ „პატარა ცხოველს“ უჯრა არ შეხვდა  და მან საკლასო ოთახში იატაკზე მოისაქმა.  ვინმესთვის საკამათოა, რომ 20-30 წელიწადში ასეთი ბავშვებისგან ზომბირებული  თაობა გაიზრდება? უბედურება  არის ის, რომ ბავშვოცენტრიზმმა  ძლიერად გაიდგა ფესვები რუსეთშიც. მაგალითად, ერმიტაჟის ხელმძღვანელობა დამთვალიერებლებს ეტლებით უშვებს მუზეუმში, თანაც ურიგოდ. რუსეთში სამი საუკუნის განმავლობაში არსებობდა ფრაზეოლოგიური ერთეული: “მუზეუმის სიჩუმე”. ახლა კი 3-დან 18 წლამდე ბავშვები ველურებივით  დარბიან  ერმიტაჟისა და ტრეტიაკოვის გალერეის დარბაზებში ან იატაკზე წვანან. ზოგჯერ  მუზეუმებში  რიგიანად ჩაცმული  და დავარცხნილი ბავშვების ჯგუფებსაც ვხედავთ, რომლებიც მშვიდად დგანან და ყურადღებით უსმენენ გიდს, ისე, როგორც ბრეჟნევის ეპოქაში!  ვეკითხებით  მასწავლებელს: “ეს რა სკოლაა?” – „ყველაზე ჩვეულებრივი“, – კეკლუცად  პასუხობს იგი. პრინციპში, ასეც არის: ვიღაცისთვის ელიტურია, მათთვის – ჩვეულებრივი. ასეთი ბავშვები მეტროპოლიტენით არ მგზავრობენ,  ცხოვრობენ ქალაქგარეთ სახლებში რვამეტრიანი ღობეების მიღმა და მათი დასახლების ქუჩებში  მთვრალი თინეიჯერები არ დაეხეტებიან.

და დასავლეთში როგორ არის? იქ განსხვავება კიდევ უფრო საგრძნობია. მართული ქაოსი აშშ-ში  2020-2021 წლებში, მიგრანტების თარეში  პარიზის ცენტრში – ამას რეგულარულად ვხედავთ ტელევიზორში, მაგრამ ჩვენ არ გვიჩვენებენ პარიზის ელიტურ კვარტლებს,რომლებშიც  არ იმართება დემონსტრაციები და არ ჩანან მიგრანტები. მილიარდერებიდან ვინ  დაზარალდა შეერთებულ შტატებში 2020-2021 წლების არეულობის დროს? არავინ!  ძვირად ღირებულ კერძო სკოლებს აშშ-სა და ინგლისში საერთო არაფერი აქვს მუნიციპალურ უფასო  სკოლებთან. მათში დისციპლინა გაცილებით  მაღალია, ვიდრე რევოლუციამდელი რუსეთის  გიმნაზიებში. დაარტყა თანაკლასელს? – სკოლიდან გაირიცხება, უხეშად შეურაცხყო? – დირექტორთან საუბარი მოუწევს, განმეორების შემთხვევაში – გარიცხვა, თანაც მშობლების მიერ გადახდილი თანხის დაბრუნების გარეშე. კერძო სკოლებში კატეგორიულად აკრძალულია  არა მხოლოდ იმ ტუალეტში, არამედ იმ ოთახში შესვლა, რომელშიც საპირისპირო სქესის მოსწავლეები ცხოვრობენ. ინგლისსა და აშშ-ში სადაზღვევო კომპანიებმა კერძო სკოლებიდან გარიცხვის დაზღვევაც კი შემოიღეს. ინგლისისა და აშშ-ის საჯარო სკოლებში, ისევე როგორც რუსეთის, პრაქტიკულად შეუძლებელია მოძალადის, ქურდის ან სექსუალურად  შეშფოთებული  ადამიანის გაძევება. პრინციპული  განსხვავება არის ის, რომ დასავლეთის კერძო სკოლებში ამზადებენ ელიტას, ხოლო საჯარო სკოლებში – ზომბებს.

 რუსეთში ადამიანებს   სრულიად განსხვავებული მენტალიტეტი აქვთ და იქ სრულიად განსხვავებული ხალხი ცხოვრობს, ვიდრე დასავლეთში. და, თუ ვინმეს სურს, მოაწყოს  მართული  ქაოსი აშშ-ის 2020-2021 წლების მოდელით,  მიიღებს სამოქალაქო ომს, რომელშიც  ვერ გაიმარჯვებს ის, ვინც ქაოსი დათესა.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ  

https://svpressa.ru/society/article/364805/                                                                          

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here