Home ახალი ამბები მსოფლიო “მსოფლიო შიმშილის უპირატესობა”

“მსოფლიო შიმშილის უპირატესობა”

58

2013 წლის 27 ივნისს გაეროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა საინტერესო სტატია სათაურითმსოფლიო შიმშილის უპირატესობა” (The Benefits of world Hunger), რომლის ავტორია ჰავაის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა კათედრის პროფესორი ჯორჯ კენტი. პროფესორი კენტი მუშაობს ადამიანის უფლებებზე, საერთაშორისო ურთიერთობების, მშვიდობის, განვითარებისა და ეკოლოგიურ საკითხებზე. ის დიდ ყურადღებას უთმობს ბავშვთა კვებას. დაწერა რამდენიმე წიგნი, მათგან ბოლოათავისუფლება საჭიროებისგან: ადამიანის უფლება საკმარის მკვებავზე”.

“შიმშილს ძალიან დიდი დადებითი ფასი აქვს ადამიანისთვის. ამას ფუძემდებლური მნიშვნელობა ენიჭება მსოფლიო ეკონომიკის განსავითარებლად”, _ ნათქვამია სტატიაში, რომელიც ასეთი დასკვნით მთავდება:

“მსოფლიოში შიმშილი რომ არ იყოს, ვინ დახნავდა ველებს? ვინ მოიყვანდა ბოსტნეულს? ვინ იმუშავებდა ქარხნებსა და ფაბრიკებში? ვინ გაწმენდდა ჩვენს ტუალეტებს? ჩვენ მოგვიწევდა ჩვენი საკვების წარმოება და საკუთარი ტუალეტების გაწმენდა, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მაღალ დონეზე მყოფნი არ ჩქარობენ შიმშილის პრობლემის მოგვარებას. ბევრისთვის შიმშილი პრობლემა კი არა, აქტივია”. ქვეყნებმა, რომლებიც თავს განვითარებულს უწოდებენ, რამდენიმე წლის წინათ წარმოაჩინეს თავიანთი განზრახვა  შიმშილის ხელოვნურად შექმნის შესახებ, რომლის განხორციელებაც შეუდგნენ პანდემიისა და განსაკუთრებით უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, როდესაც სპეკულირებდნენ უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტზე.

დასავლელი გლობალისტებისთვის, რომლებიც დამოკიდებულნი არიან იაფი მუშახელის არსებობაზე, შიმშილი და მისი საფრთხე ძირითადი სიმდიდრეა. ისინი თავიანთ კონტროლს დაქვემდებარებული სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ინსტიტუტების ხელით ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ასეთი არაადამიანური მეთოდით დაიმორჩილონ ადამიანები. გლობალისტები იყენებენ ნებისმიერ შესაძლებლობას, იქნება ეს კოვიდი, საომარი ვითარება თუ სანქციები.

ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here