Home ახალი ამბები მსოფლიო მშობლები შოკში არიან: აშშ-ში სექსუალური განათლების გაკვეთილებში “გენდერული თაფლაკვერი” ჩართეს

მშობლები შოკში არიან: აშშ-ში სექსუალური განათლების გაკვეთილებში “გენდერული თაფლაკვერი” ჩართეს

135

კალიფორნიის ერთერთ სკოლაში სექსუალური განათლების გაკვეთილებშიგენდერული თაფლაკვერიჩართეს. ახლა ბავშვები გენდერულ მრავალსახეობას ცისარტყელას ფერებიანი ტვინის მქონე თაფლაკვერის ადამიანითა და ტრანსგენდერებზე გადაღებული ვიდეოთი სწავლობენ. ამ სიახლემ მშობლების აღშფოთება გამოიწვია, _ იუწყება eadaily.com გაზეთ New York Postზე დაყრდნობით.

სტატიაში ნათქვამია, რომ “გენდერული თაფლაკვერი” სექსუალური განათლების ნაწილია კალიფორნიის რაიონულ სკოლაში.

კურსს “მოზარდების საუბარი” იყენებენ საშუალო და უფროს კლასებში და მას ათასობით მოზარდი სწავლობს კალიფორნიაში. “თაფლაკვერს” ახლავს ვიდეო იმის შესახებ, “როგორია, იყო ტრანსი-უფროსკლასელი”. ვიდეოში ორი თინეიჯერი მსჯელობს “გადასვლაზე” _ გენდერის შეცვლაზე. “გენდერული თაფლაკვერის” გული აღწერს სხვადასხვა სექსუალურ ორიენტაციას _ პანსექსუალობას, ჰომოსექსუალობას, ასექსუალობასა და ჰეტეროსექსუალობას; ცისარტყელას ტვინი _ გენდერულ იდენტურობას.

ეს გემრიელი პატარა სახელმძღვანელო გენდერების გაგების მადას აღგიძრავთ. და კარგია, თუ მისი წაკითხვის შემდეგ შიმშილის გრძნობა დაგრჩებათ, სურვილი იმისა, რომ კიდევ რაღაც გაიგოთ”, _ ციტირებს ამერიკული გამოცემა “გენდერული თაფლაკვერის” აღწერას.

როგორც გაზეთი წერს, კალიფორნიელი დედები შეშფოთებულები არიან ბავშვებზე სექსუალური განათლების გავლენის გამო.

“ეს შემაშფოთებელია, _ განაცხადა ერთ-ერთმა დედამ ჰეილი ჯენკინსმა, _ მათ მოიფიქრეს საყვარელი “გენდერული თაფლაკვერი”, რათა მოგვაჩვენონ, თითქოს ეს სახალისოა. ეს აშკარად განკუთვნილია პატარა ბავშვებისთვის, მაგრამ მათ მხოლოდ აშინებს. ჯენკინსი თავის ქალიშვილს შინ ამეცადინებს და ამბობს, რომ მისი შვილის ბევრი მეგობარი გადის ამ კურსს”.

“ჩვენ შვილებს ძალიან ადრე ასწავლიან სექსს, _ შეშფოთებულია მეორე დედა ემი პიტერსი, _ ვფიქრობთ, რომ თვითონ უნდა ვასწავლოთ ჩვენ შვილებს ის, რაც მათ თავის დროზე უნდა იცოდნენ”.

New York Post-ი წერს, რომ სექსუალური ჯანმრთელობის შესახებ კომპლექსურ განათლებას სკოლაში მოსწავლეები მე-7 კლასიდან იღებენ. სასწავლო გეგმა შტატის მთავრობის მიერ არის დამტკიცებული. “მშობლებს შეუძლიათ, არ ატარონ შვილები ამ გაკვეთილებზე”, _ ამბობენ შტატის მთავრობის წარმომადგენლები.

სახელმძღვანელოში ჩართულია გენიტალიების გამოსახულებები, მათ შორის განსხვავება წინადაცვეთილ პენისსა და დაუცვეთელს შორის.

“კიდევ ერთმა დედამ ჰენი აბრაჰამმა შენიშნა, რომ კურსი “მოზარდების საუბარი” ბავშვებს ურჩევს, სექსზე შეკითხვები დაუსვან “უფროსს, რომელსაც ენდობიან”, თანაც, აუცილებელი არ არის, მშობელს, მთავარია, ის სრულწლოვანი იყოს”, _ აღნიშნავს ამერიკული გამოცემა.

ლუკა მაისურაძე

https://eadaily.com/ru/news/2022/08/18/roditeli-v-shoke-v-ssha-v-uroki-seksualnogo-obrazovaniya-vklyuchen-gendernyy-pryanik

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here