Home ახალი ამბები მსოფლიო “მრისხანების შემოდგომა”: საპროტესტო აქტივობის მკვეთრი მატება ევროპაში

“მრისხანების შემოდგომა”: საპროტესტო აქტივობის მკვეთრი მატება ევროპაში

152
“მრისხანების შემოდგომა”: საპროტესტო აქტივობის მკვეთრი მატება ევროპაში

ევროკავშირის “ალყაშემორტყმულ ციხესიმაგრეში” ვითარების დეგრადაცია მოსალოდნელზე გაცილებით სწრაფად მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ კლიმატური თვალსაზრისით, ზამთრამდე კიდევ თვე-ნახევარი დარჩა, ფინანსურად ის უკვე ზღურბლზეა მომდგარი; ევროპის ქვეყნების ბიურგერები და ბურჟუები იღებენ “ბედნიერების წერილებს” ენერგომომარაგების ახალი ტარიფებით, რომლებმაც 5-7-ჯერ, ზოგიერთ ქვეყანაში კი 10-ჯერ მოიმატა.

საკვირველია, რომ “დემოკრატიის” ასეთი ფასი მეტისმეტად ძვირი ეჩვენება “უმადურ ხალხს”, _ წერს topcor.ru.

დამატებითი საშინელებაა საომარი მოქმედებების ზონიდან გამოჟონილი შედარებით მართალი ამბების მზარდი რაოდენობა. იზიუმის ახლოს უკრაინის შეიარაღებული ძალების გამარჯვებაც კი ძლიერად კომპრომეტებულია ინფორმაციით უკრაინელი “ზახისტნიკების” (უკრ. დამცველების _ გ.გ.) რიგებში უცხოელთა რაოდენობის შესახებ, სამხედრო ტექნიკაზე თითქმის ფაშისტური ჯვრების ფოტოებითა და იზიუმისა და ხერსონის “კონტრშეტევების” ფასით. ჰაერში იგრძნობა სუნი კითხვისა: “ჰანს, ჩვენ ბოროტმოქმედები ვართ?”

უკვე თვეზე მეტია, ევროპაში არ ცხრება საპროტესტო მიტინგები და გაფიცვები. ზაფხულთან შედარებით მოიმატა მანიფესტაციის სიხშირემ და მონაწილეთა რაოდენობამაც და, რაც მთავარია, იდეურმა შინაარსმა. რა თქმა უნდა, საწყისი ლოზუნგები: მოგვეცით ბუნებრივი აირი!”, “შეაჩერეთ ინფლაცია!” და გადადგეს მთავრობა!” არსად გამქრალა. ამ ლოზუნგებს დაემატა ახალი პოლიტიკური მოთხოვნები: შეწყვიტეთ ტერორისტების დაფინანსება!” (ტერორისტებში გულისხმობენ არა ბუნებრივი აირის მილსადენზე შემომჯდარ პუტინსა და შოიგუს, არამედ უკრაინელ პოლიტიკანებს), შეწყვიტეთ იარაღის მიწოდება!” და გავიდეთ ნატოდან!” ყვითელ-ლურჯი დროშების პოპულარობა მკვეთრად დაეცა, სამაგიეროდ მის ნაცვლად გაჩნდა რუსული დროშები.

რამდენიმე დღის წინათ CNN-მა გამოაქვეყნა აშშ-ის ადმინისტრაციის ანონიმურ მაღალჩინოსანთან საუბრის ჩანაწერი. ანონიმის თქმით, ევროპის ტერიტორიული მთლიანობისა და შიდა წესრიგის საკითხები ბაიდენისთვის პრიორიტეტულია: ამერიკელები უახლოეს მომავალში ევროპის გახლეჩვას არა ჰიპოთეზურ, არამედ რეალურ საფრთხედ მიიჩნევენ და განზრახული აქვთ, არ დაუშვან ეს.

“ძირს ენერგომორის პოლიტიკა”

ეს ქვესათაური პრეზიდენტ სანდუს გადადგომის მოთხოვნით გამართულ მრავალათასიან მიტინგზე მოსული ერთ-ერთი მოლდაველის პლაკატზე დაწერილი ლოზუნგია. სავარაუდოდ, ეს ნეოლოგიზმი _ Energomor-ი (ენერგოშიმშილი) უცხოურ ლექსიკონებში მალე დაიკავებს საპატიო ადგილს Gorby-სა და Perestroyka-ს გვერდით.

ენერგეტიკულმა კრიზისმა გააშიშვლა თითქოსდა უდარდელი ევროპული ცხოვრების გაზვიადებული ხასიათი.

ბრიტანეთიდან კონტინენტზე გადმოსული კომუნალური გადასახადების გადახდაზე უარის მთქმელთა მოძრაობამ მალე მოიხვეჭა პოპულარობა: ელექტროენერგიისა და გათბობის ახალი ფასები ყველაზე ნაკლებად უზრუნველყოფილი მოსახლეობის შემოსავლებს თითქმის ანულებს. დაბალკვალიფიციურ მუშაკებსა და პენსიონერებს არენდისა და კომუნალური გადასახადების გადახდის შემდეგ საკვებისთვის ფული აღარ რჩებათ.

“ზემოდან” წამოსული ეკონომიის ზომები კი შიზოიდური ხასიათისაა. მაგალითად, ზაფხულში ტრენდადქცეულმა რეკომენდაციამ 5-წუთიანი შხაპის შესახებ ადგილი 4-წუთიანს დაუთმო, ახლა კი _ 4-წუთიან შხაპს, ოღონდ 2 ადამიანის ერთად, რა თქმა უნდა, ოდნავ თბილი წყლით. საშხაპე კაბინა ცოტა დიდი რომ იყოს, ევროჩინოსნები იქ, ალბათ, რამდენიმე კაცის ერთად შესვლის რეკომენდაციას გასცემდნენ.

მოსახლეობა თვითონაც ფიქრობს სიცივის საწინააღმდეგო პანაცეის პოვნაზე. ინტერნეტმაღაზიებში ყველაზე დიდი მოთხოვნაა ჩინურ ელექტროპლედებზე, სარეკლამო დევიზები სახასიათოა: “პლედის გათბობა უფრო იაფია, ვიდრე მთელი ოთახის”, ენერგოკომპანიები თქვენით მდიდრდებიან _ ნუ გადაიხდით ზედმეტს!” ევროპელ ფერმერებს შორის პოპულარულია ავტონომიური ავტომატიზებული ტრეილერ-საქათმეები მზის ბატარეებზე, რომლებიც ენერგოქსელზე არ არიან დამოკიდებული და მომსახურე პერსონალი ბევრი არ სჭირდებათ.

ბრიტანეთში, სადაც ენერგიაზე სამომხმარებლო ფასების სტაბილიზაციას, ასე თუ ისე, მიაღწიეს, ცდილობენ, უფრო შორს წავიდნენ _ შემოიღონ ოთხდღიანი სამუშაო კვირა ამჟამინდელი ანაზღაურების შენარჩუნებით. ეს ზომა შეამცირებს მოსახლეობის ხარჯებს ტრანსპორტზე, ძიძების მომსახურებას და ა.შ. თუმცა გაუგებარია, საიდან მოიტანს ხელფასების ფულს ბიზნესი, რომელსაც სახელმწიფოსგან სუბსიდიები არ მიუღია.

კიდევ უფრო ცუდია ვითარება კონტინენტზე, მეტალურგია, მრეწველობის ყველაზე ენერგომოცულობითი დარგი, ევროპაში, პრაქტიკულად, გაჩერდა.

ენერგიაზე ღამის ტარიფები დღის ტარიფებზე ნაკლებია (ჯერჯერობით), ამიტომ მრეწველობაში ახალი ნორმა ღამის ცვლაში მუშაობაა. ეკონომიის მიზნით ზოგიერმა სასწავლო დაწესებულებამ დისტანციურ სწავლაზე გადასვლა გამოაცხადა. ზოგიერთმა სავაჭრო საწარმომ კი, მაგალითად, სამშენებლო მასალების საწყობებმა, მოთხოვნების შემცირების ფონზე, გადაწყვიტეს, ზამთარში არ იმუშაონ. ანალოგიური პერსპექტივის წინაშე არიან წვრილი მოვაჭრეებიც.

ევროპელი პოლიტიკოსების მიერ მოსალოდნელი ეკონომიკური კატასტროფის გაცნობიერების დონეს ახასიათებს გერმანიის ეკონომიკის მინისტრის რეპლიკა: მერე რა, რომ დაიხურებიან, ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ გაკოტრდებიან!” აქ ლაპარაკია არა რეალურ სისულელეზე, არამედ სულელად წარმოჩენის სურვილზე.

კრიზისის გაღრმავებამ განაპირობა ის, რომ საშუალო და მსხვილი მრეწველების (რომლებსაც საკმარისი სახსრები აქვთ) ნაწილმა დაიწყო თავიანთი საწარმოების სასწრაფოდ გადატანის შესაძლებლობების ძებნა უფრო თბილ ადგილებში. ამით ჯერ ვერ სარგებლობს რუსეთის მთავრობა, ამიტომ ამ აქტივების დიდი ნაწილი, ალბათ, აშშ-ში გადავა, თანაც უმნიშვნელო ფასად.

ფელდფებელი ვოლტერი 2023

“ვაშინგტონის საოლქო კომიტეტი”, როგორც ჩანს, საბოლოოდ გათავხედდა და ევროპელი “მოკავშირეების” მიმართ ზრდილობის წესების დაცვასაც აღარ ცდილობს. განცხადებას, რომ ბაიდენი შეშფოთებულია ევროკავშირის არასტაბილურობით”. ნეოკოლონიალიზმის სუნი ასდის. ოფიციალური პრესსამსახურების შეთავაზებით ამერიკულ პრესაში ჩნდება სათაურები: ევროპის შესახებ მაკრონისა და შოლცის გეგმები შიშს იწვევს”. ასეთი სათაურების ქვეშ გამოხატულია მარტივი აზრი: ევროკავშირის დედაქალაქი არის ვაშინგტონი და მარიონეტების ნებისმიერი სახის “დამოუკიდებლობა” დაუშვებელია.

ევროპელ “ლიდერებზე” შესამჩნევად გაძლიერდა პირდაპირი წნეხი, იმ საკითხებშიც კი, რომლებიც უშუალოდ არ არის დაკავშირებული გლობალურ დაპირისპირებასთან (ან თითქოს არ არის დაკავშირებული). სანამ შოლცი თითქმის ფეხების ცემით დაითანხმეს უკანასკნელი ტანკები უკრაინისთვის გადაეცა, ხოლო ორბანს “პუტინის აგენტის” იარლიყს აწებებდნენ, “პრორუსი” ვუჩიჩი მაინც აიძულეს, დე ფაქტო უფლება მიეცა დე იურე აკრძალულ ლგბტ-მარშის ჩატარებაზე ბელგრადში, ამან სერბების მძლავრი უარყოფითი განწყობა გამოიწვია პრეზიდენტის მიმართ.

აშკარაა, რომ ევროკავშირის მთლიანობა ამერიკელებს მხოლოდ დროებით აწუხებთ: ზეეროვნული სტრუქტურა საჭიროა, როგორც “ერთიანი ევროპის” გარანტირებული ეკონომიკური თვითმკვლელობის ინსტრუმენტი, რომლის შემდეგაც მას ღარიბ ეთნიკურ ანკლავებად დაშლის უფლებას მისცემენ. შემდეგ შეიძლება იურიდიულად გაფორმდეს ახალი ჩრდილო-აღმოსავლური ბლოკი პოლონეთის “ხელმძღვანელობით”, შეიძლება _ არა; ჯერჯერობით კი ევროპულმა ოჯახმა”, ყველამ ერთად, ხელიხელჩაკიდებულმა, უნდა განაგრძოს მოძრაობა ჯურღმულებისკენ. ეს ნიშნავს, რომ მომდევნო 2 წლის განმავლობაში ევროკავშირში საერთო სამოკავშირეო და ეროვნული ღია საპოლიციო დიქტატურების დამყარებას უნდა ველოდოთ.

დასავლურმა პროპაგანდამ თითქმის მყისიერად დაკარგა “ინტელიგენტურობის” ყოფილი ბრწყინვალება და გებელსის “ქარხნულ” პარამეტრებს დაუბრუნდა. პარტიის გენერალური ხაზის მიმართ ნებისმიერი უკმაყოფილება ნებისმიერი ასპექტით ავტომატურად სტიგმატიზებულია, როგორც “პუტინისთვის მუშაობა”, მაგრამ ეს თითქოს მთლად ცოდვად არ ითვლება. სწორედ ამისთვის არის პროპაგანდა. საინტერესოა, რომ მაღალჩინოსნები და მასმედია უტყუარი ფაქტების რეტუშირებასაც კი ცდილობენ. მაგალითად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა მოახერხა, ეთქვა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრ ბერბოკის სკანდალური განცხადების (“ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის მხარდაჭერას და ჩვენთვის სულერთია, რას იფიქრებენ ამაზე ჩემი ამომრჩევლები”) ვიდეოჩანაწერი გაყალბებულია და სინამდვილეში მას ასეთი რამ არ უთქვამს. აქ “სიმართლის” ინტენსივობა უფრო მეტია, ვიდრე პოლონელი პოლიტიკოსების გამოთქმებში, რომლებიც თავდაპირველად რუსეთისთვის “სათბობის ემბარგოს” დაწესების იდეით გამოვიდნენ, ახლა კი ენერგეტიკულ კრიზისში ევროკომისიასა და გერმანელებს ადანაშაულებენ.

იმის გაცნობიერების შემდეგ, რომ მხოლოდ პროპაგანდით ტახტს ვერ შეინარჩუნებენ, ევროპის ქვეყნების მარიონეტულმა მთავრობებმა დამატებითი რეზინის ხელკეტები და არარეზინის ფარები მოამზადეს. მაგალითად, 1 ოქტომბრიდან გერმანიაში წესრიგის დამცველთა რიგები ბუნდესვერის სამხედრო პატრულით გაძლიერდა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო, ფინანსური სირთულეების მიუხედავად, ჟანდარმერიის (სამხედრო პოლიციის) თანამშრომლების რაოდენობის 8,5 ათასი კაცით გაზრდას გეგმავს. ეს ფრანგებს 15 მლრდ ევრო დაუჯდებათ. ახალი ინიციატივა წამოვიდა ტოტალურად დემოკრატიული ესტონეთიდან: პრემიერმინისტრმა კალასმა წამოაყენა წინადადება, ქვეყანაში მცხოვრებ ბელარუსებსა და რუსებს იძულებით ჩამოართვან ცეცხლსასროლი იარაღი; ლაპარაკია ე.წ. ლეგალურ იარაღზე. მყიფე ესტონურ დემოკრატიას, როგორც ჩანს, რუსული ბუნტისა და ნარვის სახალხო რესპუბლიკის ეშინია, მაგრამ, ზოგიერთის აზრით, იდეა შეიძლება სხვა ქვეყნებშიც აიტაცონ. მსგავსი რამ უკვე აღინიშნა აშშ-ში, სადაც მაიამის ხელისუფლება მოსახლეობას აგიტაციას უწევს, ჩააბარონ “იარაღი” ადგილობრივი სუპერმარკეტების კუპონების სანაცვლოდ _ ფიქრობენ, რომ ევროპაში, რომელიც სწრაფად ღარიბდება, პროგრამა “იარაღი სურსათის სანაცვლოდ” უფრო კარგად იმუშავებს.

გასაგებია, რომ ევროპელ პოლიტიკოსებს ეშინიათ არა მხოლოდ ქუჩაში პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის. მაგალითად, შვეიცარიის შინაგან საქმეთა სამინისტრო ზამთრის პერიოდში ქუჩის განათების გათიშვის წინააღმდეგია, რადგან სიბნელემ შეიძლება ბოროტების ჩადენისკენ უბიძგოს მძარცველებსა და მოძალადეებს. დათოვლილ ქუჩებში ელექტროენერგიის ჰიპოთეზურმა (ან უკვე პოტენციურმა) გათიშვებმა შეიძლება მაროდიორობის ტალღები გამოიწვიოს (პირველ რიგში, ახლოაღმოსავლელი იმიგრანტების მხრიდან).

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თვითონ ევროპელმა “ლიდერებმა” შეიყვანეს თავიანთი ქვეყნები საწვავის საწყობში ასაფეთქებლით, ხოლო ელექტორატის მნიშვნელოვანი ნაწილი მათ მხარს უჭერდა. აქ შეიძლება გავიხსენოთ გებელსის სიტყვები ერთ-ერთი ფილმიდან: “ჩვენ გერმანელი ხალხისთვის არაფერი დაგვიძალებია! მათ თვითონ მოგვცეს ძალაუფლება _ ახლა კი მათი სულელი თავები ძირს ცვივა!”

ზუსტად ასეა და ეს ხალხი თანაგრძნობას არ იმსახურებს.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here