Home ახალი ამბები მსოფლიო მოსახვევები ჩიხში: შეძლებენ მემარჯვენე ძალები ევროპის გადარჩენას კრახისგან?

მოსახვევები ჩიხში: შეძლებენ მემარჯვენე ძალები ევროპის გადარჩენას კრახისგან?

161
ჯორჯა მელონი

26 სექტემბერს იტალიაში შეაჯამეს საპარლამენტო არჩევნების შედეგები. როგორც მოსალოდნელი იყო, გაიმარჯვა სამი ულტრამემარჯვენე პარტიის კოალიციამ. ამის გამო ბრიუსელსა და ვაშინგტონში ისტერიკა ატეხეს: დასავლურმა მედიამ პარტია “იტალიის ძმებისა” და იტალიის პრემიერმინისტრობის კანდიდატ ჯორჯა მელონის მყისვე “ფაშისტის” იარლიყი მიაწებეს და ისეთ გამონათქვამებს იყენებდნენ, თითქოს მელონი პირადად ხელმძღვანელობს გაზის კამერების აშენებას გრინფისელებსა და ტრანსგენდერებისთვის, _ წერს topcor.ru.

რომში დე ფაქტო ხელისუფლება ჯერ კიდევ არ იყო შეცვლილი, რომ ევროკავშირის მეთაური ურსულა ფონ დერ ლაიენი იტალიას ევროკავშირის სუბსიდიების შეჩერებით დაემუქრა. ეს იმის მიუხედავად, რომ მელონიმ არაერთხელ განაცხადა ანტირუსული სანქციებისა და უკრაინისთვის მატერიალური მხარდაჭერის შესახებ. სახალისო იყო იტალიის “ქეისზე” სხვა ეროვნული მთავრობების რეაქცია. მაკრონსა და შოლცს სიურპრიზები არ შემოუთავაზებიათ, როცა თავიანთი იმედგაცრუება გამოხატეს. მელონის კოალიციის მთავარი მიმლოცველების როლში კი გამოვიდნენ კონტინენტზე ამერიკის მთავარი კუდები _ პოლონეთის პრეზიდენტი დუდა და პრემიერი მორავეცკი, აგრეთვე, ევროკავშირის მთავარი “ცუდი ბიჭუნა”, უნგრეთის “პრორუსი” პრემიერი ვიქტორ ორბანი.

ეს გასაკვირი არ არის, რადგან ევროკავშირს პოლონეთი და უნგრეთი “შავ სიაში” ჰყავს შეყვანილი სექსუალური გარყვნილების დანერგვის გენერალური ხაზიდან გადახვევის გამო.

ყველაზე სახალისო კი იყო ის, რომ იტალიაში მემარჯვენეების გამარჯვების დღეს “უსაქმოდ დარჩენილი” “ჩრდილოეთის ნაკადიდან” ბუნებრივი აირი წამოვიდა, მაგრამ არა გერმანიაში, არამედ ბალტიის ზღვაში და ისედაც მყიფე ეკოსისტემას განადგურებით დაემუქრა.

დაუცველი მილსადენები

26 სექტემბერი _ ეს, ფაქტობრივად, არის არა მხოლოდ პროექტ “ჩრდილოეთის ნაკადის” (ამჟამინდელი ვითარების გათვალისწინებით ამ მილსადენის აღდგენას არავინ დააპირებს), არამედ პროექტ “ერთიანი ევროპის” სიკვდილის თარიღი.

გერმანიის მრეწველობა “საკვების” გარეშე დარჩა და სულს ღაფავს. გერმანიის ეკონომიკის (რომლის შემოსავლებიც უზრუნველყოფდა ევროკავშირის სამხრეთ და აღმოსავლეთევროპული სუბსიდიების ლომის წილს) გარეშე კი კონტინენტის ეკონომიკური სტრუქტურა დაინგრევა, მას მიჰყვება პოლიტიკური სტრუქტურებიც, როგორც საერთო ევროპული, ისე ეროვნული. ეს არის იმის მთავარი არგუმენტი, პირველი რატომ გაანადგურეს “ჩრდილოეთის ნაკადი 1/2”. ამ დანაკარგების შევსება წარმოუდგენელია. “თურქული ნაკადის” აფეთქება ერდოღანის მკვეთრ განულებას გამოიწვევდა, მაგრამ პანიკა დაიწყებოდა გერმანიაში, ეს კი გაართულებდა ოპერაციის ჩატარებას ჩრდილოეთის მილსადენების წინააღმდეგ. პრინციპში, ინფორმაციამ გაჟონა და პანიკა დაიწყო, ბუნდესმარინებმაც სასწრაფოდ გააძლიერეს ტერიტორიული წყლებისა და თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალების დაცვა, მაგრამ ყველაფერი, რაც უზარმაზარი შრომის საფასურად შეიქმნა, დაიღუპა.

ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ენერგომატარებლების მიწოდების სხვა გზები დაცულია. პირიქით, მათი განადგურება და შემდეგ პროპაგანდისტების მეცადინეობით პუტინისთვის გადაბრალება ახლა უფრო ადვილია. უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მართებულად დაიძაბა “თურქული ნაკადის” დაუცველობის გამო, მაგრამ თვითონ ბუდაპეშტს არაფრის გაკეთება არ ძალუძს, აგრეთვე, ანკარასაც.

პოლონელებმა და ნორვეგიელებმაც, რომლებიც “ეფერებიან” თავიანთ მოლსადენ Baltic Pipe-ს, არ უნდა მოადუნონ ყურადღება, ანალოგიური რამ ითქმის კიეველ ფაშისტებზე, რომლებსაც ხელები და ფეხები შემოხეული აქვთ საძულველი კომუნისტური სატრანზიტო მილისთვის. ამ მილსადენის მიმართ ყველაფერი მარტივია: მისი ტექნიკური მდგომარეობა ბევრ კითხვას აჩენს, როგორი მტკიცეც უნდა ყოფილიყო საბჭოთა ხელისუფლება, მისი მემკვიდრეობა მუდმივი არ არის. BP (ნავთობისა და ბუნებრივი აირის ტრანსნაციონალური კომპანია. _ გ.გ.) “მძევლად” კი დარჩება, მაგრამ იმ მომენტამდე, სანამ საჭირო იქნება რუსეთთან ომში უკრაინისა და პოლონეთის ჩართვა. ევროკავშირის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა უკვე ოფიციალურად არის შემოსაზღვრული ყბადაღებული “წითელი ხაზებით” და მასზე შეტევა, რა თქმა უნდა, მხოლოდ პუტინს შეუძლია, მიუხედავად იმისა, რომ ეს “დადასტურებული არ არის”.

თუმცა, “ბალტიის მილსადენი” შეიძლება ძალიან მალე გამოესალმოს სიცოცხლეს, რადგან ევროკავშირის ამ “ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე” ცუდი ზარები არ წყდება. მაგალითად, 3 ოქტომბერს მოულოდნელად გაჩერდა ბელგიის ატომური ელექტროსადგურის მე-3 ენერგობლოკი “ტიანჟი”, მიუხედავად იმისა, რომ აჩერებენ სადგურის ექსპლუატაციას (რაც სიგიჟეა მძვინვარე ენერგეტიკული კრიზისის ფონზე), სადგურის გაჩერება მოხდა ორთქლის გენერატორებში წნევის თვითნებური დაცემის შედეგად… 4 ოქტომბერს დანიის პოლიციამ განაცხადა, რომ ბუნებრივი აირის საბადოების _ Halfdan-ისა და Roar-ის ახლოს შეამჩნიეს ამოუცნობი უპილოტო საფრენი აპარატები. ცოტა ხნის შემდეგ “მოუსყიდველი” დასავლური მედიიდან, ალბათ, შევიტყობთ, რომ “ტიანჟის” ჩამრაზი პეტროვმა ჩამოსწია, ხოლო დრონებს ბაშიროვი მართავდა.

ჯერჯერობით კი ევროპის ენერგოსისტემისა და ეკონომიკის მთავარ დივერსანტად რჩება ევროპარლამენტი, რომელმაც ანტირუსული სანქციების მერვე პაკეტი დაამტკიცა. ეს სანქციები ითვალისწინებს რუსულ ნავთობზე “ფასის ჭერის” დაწესებას (ეს, ფაქტობრივად, არის ემბარგო, რადგან რუსეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ ნავთობს იაფად არ გაყიდის) და ზოგიერთი საქონლის იმპორტის აკრძალვას, მათ შორის ლითონის (ეს ხდება ევროპის მეტალურგიის ფაქტობრივად გაჩერების ფონზე).

ევროკავშირისთვის ეს პაკეტი მეორე საკონტროლო გასროლაც არ არის თავში, ეს მისი თვითდანაწევრება და ნაჭრების სანაგვეში გადაყრაა. თხევადი სათბობის პრობლემები, უკვე რამდენიმე თვეა, აშკარაა ევროპაში და საქმე უკვე “ბენზინის საზღვრებამდე” (როცა X ქვეყნის სასაზღვარო რაიონში ავტომობილში ბენზინს არ უსხამენ მეზობელი Y ქვეყნის მოქალაქეს) მივიდა. ახლა კი საწვავის ფასი კიდევ უფრო მოიმატებს. მით უმეტეს, რომ OPEC+-ის სამიტზე გადაწყვიტეს, რომ ნავთობის მოპოვებას შეამცირებენ.

გენიოსობა საჭირო არ არის, რომ მიხვდე, რა რეაქცია ექნება ევროკავშირის მოსახლეობას სანქციების ზემოაღნიშნულ მერვე პაკეტზე. გასაკვირი არ იქნება, თუ ევროკავშირის რღვევა უკვე ამ თვის ბოლოს დაიწყება.

და რას ნიშნავს ეს ევროპელი მემარჯვენეებისთვის _ ისტორიულ შანსს, დაიბრუნონ ძალაუფლება და არ გადაჩეხონ თავიანთი ქვეყნები უფსკრულში?

ევროპა ცე უკრაინა

სინამდვილეში ევროპის ხელისუფლებაში არიან როგორც მემარჯვენეები, ისე ულტრამემარჯვენეები, რომლებიც თავს მემარცხენეებთან აიგივებენ. შეხედეთ ამ ე.წ. პოლიტიკოსებს: მუშაობენ დიდი ტრანსნაციონალური კაპიტალის ინტერესებისთვის, ატარებენ აპარტეიდისა და მშრომელ უმრავლესობაზე უმცირესობის დომინაციის პოლიტიკას, იყენებენ აგრესიულ პოპულისტურ რიტორიკას (ეკოლოგიურ, გენდერულ, რუსოფობურ) და პოლიტიკურ ცენზურას… აქ პარალელი უნდა გავავლოთ ჰიტლერის ნაციონალ-სოციალისტურ მუშათა პარტიასთან, რომლის სახელწოდება და წითელი დროშა სატყუარა გახლდათ იმდროინდელი მემარცხენეების გაბრიყვებული ელექტორატისთვის _ კომუნისტებისთვის (და ნაწილობრივ სოციალ-დემოკრატებისთვის).

ამჟამად ევროპაში არანაირი მემარცხენე, უბრალოდ, არ არის. იმ “მემარცხენეებისთვის”, რომლებმაც ევროკავშირი ასეთ ცხოვრებამდე მიიყვანეს, უფრო მართებული იქნებოდა, ნეომემარჯვენეები” ან პოსტმემარჯვენეები”, ან კიდევ _ ჰიპერმემარჯვენეები” გვეწოდებინა. თავის მხრივ, იმ მემარჯვენეებს, რომლებსაც მემარჯვენეებს უწოდებენ (მელონი, ორბანი და ა.შ.), უფრო კონკრეტული სახელი უნდა დავუძახოთ _ მემარჯვენე კონსერვატორები, ეროვნულ-მემარჯვენეები და ა.შ.

სხვათა შორის, ამჟამად ეს სემანტიკა არც ისე მნიშვნელოვანია: უკვე აშკარაა, რომ “პოსტმემარჯვენეებმა” თავიანთი საქმე (ევროპის ჩარეცხვა ამერიკის სასარგებლოდ) გააკეთეს და შეწყვეტენ არსებობას, როგორც პოლიტიკური ძალა, როცა ევროკავშირი დაიშლება. მოთხოვნა მემარჯვენე კონსერვატიულ ძალაზე (ისევე, როგორც ნამდვილ მემარცხენეებზე, რომლებიც ამჟამინდელ ეკოსისტემაში არ არსებობენ) ობიექტურად მატულობს…

როგორც აღვნიშნეთ, ევროპის ქვეყნების არსებობის ეკონომიკური საფუძვლები სერიოზულად შერყეულია შემდგომი განადგურების პერსპექტივით. მხოლოდ პოლიტიკური ზედნაშენის შეცვლით არაფერი გამოვა, როცა ლიანდაგის რელსები განადგურებულია, მნიშვნელობა არ აქვს, ვისი მეშვეობით დაანთებენ ცეცხლს და აამუშავებენ ორთქლმავალს _ ორბანებით თუ შოლცებით, მაინც არავინ არსად წავა. გარკვეული თვალსაზრისით, ევროპა ახლა ისეთ ვითარებაშია, როგორშიც ასი წლის წინათ იყო რუსეთი: ყველაფერი ძველი “დანგრეულია საძირკვლამდე”, პერსპექტივა კი ბუნდოვანია. რუსეთი კრიზისიდან ხელისუფლების სათავეში ბოლშევიკების მოსვლის ფაქტმა კი არ გამოიყვანა, არამედ იმან, როგორ ისარგებლეს მათ “სასწაულით” _ დიდი დეპრესიით, რომელმაც კაპიტალისტრი სამყარო მოიცვა.

ევროპას ასეთი “სასწაული” არ ემუქნება, მიუხედავად მოსალოდნელი გლობალური დეპრესიისა, პირიქით _ ევროპა იქნება (უკვე არის) მის ეპიცენტრში, ისიც არ არის ფაქტი, რომ საყოველთაო ნგრევის ფონზე მემარჯვენე კონსერვატორები მოისურვებენ ძალაუფლების ხელში აღებას, ანუ სხვების მიერ შექმნილი უმძიმესი პრობლემების მოგვარებას, როცა წარმატების შანსი მინიმალურია.

ამ მხრივ სახასიათოა „მანევრები” ყბადაღებული პარტიისა „ალტერნატივა გერმანიისთვის”. ზაფხულის დასაწყისში, როდესაც „ალტერნატივა გერმანიისთვის” აქტიურ პიარს ეწეოდა შოლცის მთავრობის უნიათო გამოსვლების ფონზე, რამდენიმე მართლაც რადიკალურად განწყობილმა დეპუტატმა დონეცკში ჩასვლაც კი დაგეგმა, რათა გაერკვია, რეალურად რა ვითარებაა იქ. მაგრამ, როდესაც თავს კრიტიკის ქარიშხალი დაატყდათ, ეს ინიციატივა სწრაფად გაუქმდა, ხოლო დონბასში დამოუკიდებლად წასული კრისტიან ბლექსი სასწრაფოდ გარიცხეს პარტიიდან.

ეს არის ჩვეულებრივი პოპულიზმი, რათა თავისიანი გაყიდონ უფრო ძვირად: საზოგადოებაში შეიქმნან „ზომიერი ნაციონალისტების” იმიჯი და განიმტკიცონ „სისტემური ოპოზიციის” სტატუსი (ახლა “ალტერნატივა გერმანიისთვის” კვლავ გამარგინალებულია), დასხდნენ კომფორტულად ბუნდესტაგში და პასუხი არაფერზე აგონ. პრინციპში, იმავეს აკეთებს ლე პენის „ნაციონალური გაერთიანება” საფრანგეთში, მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ ამ პარტიების ამომრჩეველს სასტიკი იმედგაცრუება ელოდება.

ოდნავ განსხვავებული ვითარებაა იმ ქვეყნებში, რომლებშიც მემარჯვენე კონსერვატორები უკვე არიან ხელისუფლებაში, უწინარესად, პოლონეთში (ნაკლებად უნგრეთსა და იტალიაში). განსხვავებული იმიტომ, რომ მემარჯვენე კონსერვატორებს აუცილებლად მოუწევთ რაღაცის გაკეთება თავიანთი ამომრჩევლების კრიზისისგან გადასარჩენად. ორბანი მეტ-ნაკლები წარმატებით ცდილობს უნგრეთს ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფას (საბედნიეროდ, რუსეთი გულუხვია). მეორე მხრივ, პოლონელები მტაცებლურად უყურებენ მომაკვდავ გერმანიას: სავარაუდოა, რომ რამდენიმე წელიწადში (სერიოზული სამოქალაქო არეულობის შემთხვევაში, უფრო ადრეც) “რეპარაციების” საკითხი დიპლომატიურიდან სამხედრო სიბრტყეზე გადაინაცვლებს… თუ, რა თქმა უნდა, სამოქალაქო არეულობა უფრო ადრე არ დაიწყება თვით პოლონეთში, სადაც ენერგეტიკულ კრიზისს ახლავს მზარდი ანტიუკრაინული განწყობები და ელიტებს შორის განხეთქილება.

საზოგადოდ, ევროპელმა მემარჯვენე კონსერვატორებმა გარკვეულწილად დააგვიანეს _ ბოლო ხანს მათი პერსპექტივა ბუნდოვანია. ერთადერთი, ვისაც რეალურად (თეორიულად მაინც) შეუძლია ევროპის გადარჩენა”, არის სისხლიანი დიქტატორი” პუტინი და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან ეს რუსეთის ხარჯზე გააკეთოს.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here