Home ახალი ამბები საქართველო მიხეილ სარჯველაძე: სააკაშვილის წასვლა-არწასვლა ქართულ პოლიტიკას მაინცდამაინც დიდ ნაკვალევს ვერ დაამჩნევს

მიხეილ სარჯველაძე: სააკაშვილის წასვლა-არწასვლა ქართულ პოლიტიკას მაინცდამაინც დიდ ნაკვალევს ვერ დაამჩნევს

115

ბატონი სააკაშვილის წასვლა-არწასვლა მაინცდამაინც დიდ გავლენას, ნაკვალევს ვერ დაამჩნევს ქართულ პოლიტიკას და ჩემი აზრით, ეს არის ყველასთვის თვალსაჩინო და გასაგები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„სხვა წარმოდგენა ჰქონდა, როცა ჩამოდიოდა საქართველოში და რეალურად ვითარება სრულიად განსხვავებული დახვდა, ამაშია ზუსტად მისი პრობლემა. პოლიტიკაში სამომავლოდ მონაწილეობის სურვილი ექნება თუ არა, ეს კავშირში არ არის საპატიმრო უფლებების განხორციელებასთან. პარტიაში, რომელსაც აქვს მსხვილი წარუმატებლობები, რასაკვირველია რომ მსგავსი დისონანსები მოსალოდნელია“, – ამბობს სარჯველაძე.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა „ქრონიკას“ განუცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ქართულ პოლიტიკაზე უარს ამბობს და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირს წყვეტს.

https://imedinews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here