Home ახალი ამბები მსოფლიო მიშუსტინმა  ბავშვთა ინფორმაციული უსაფრთხოების უვადო კონცეფცია დაამტკიცა

მიშუსტინმა  ბავშვთა ინფორმაციული უსაფრთხოების უვადო კონცეფცია დაამტკიცა

85

რუსეთის ფედერაციის პრემიერმინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა  ბავშვთა ინფორმაციული უსაფრთხოების კონცეფცია დაამტკიცა. კონცეფციის  მთავარი მიზანი  თანამედროვე ციფრულ გარემოში ახალგაზრდა თაობის დაცვაა ინფორმაციული საფრთხეებისა და რისკებისგან. კონცეფცია იმოქმედებს  განუსაზღვრელი ვადით. ამის შესახებ  წერს ინტერნეტგამოცემა rg.ru.

დოკუმენტით გათვალისწინებულია სახელმწიფოსა და მშობელთა საზოგადოების ძალისხმევის გაერთიანება, საგანმანათლებლო პროცესში ინფორმაციული უსაფრთხოების გაკვეთილების დანერგვა, სკოლის მოსწავლეებისთვის ინტერნეტში  უსაფრთხო ქცევის სწავლება და  ციფრული განათლების ამაღლება. ამ გაკვეთილებზე მათ აუხსნიან,  როგორ ამოიცნონ თაღლითები და როგორ მოიქცნენ სწორად, როდესაც უცნობი ადამიანები შეეცდებიან  ბავშვის პირადი ან მისი ოჯახის წევრების  მონაცემების  მოპოვებას.

იგეგმება საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარება მშობლებისთვის, მასწავლებლებისთვის, საბავშვო და საყმაწვილო ბიბლიოთეკების მუშაკებისა და სხვა პროფესიონალებისთვის, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ბავშვების აღზრდასთან, განათლებასა და დასვენების ორგანიზებასთან. ბავშვებისა და მოზარდებისთვის სოციალურად მნიშვნელოვანი პროექტები განვითარდება ბეჭდურ და ელექტრონულ მედიებში. ბავშვების ინფორმაციული უსაფრთხოება აღიქმება, როგორც მათი დაცულობის მდგომარეობა, რომელშიც არ არსებობს რისკი,  დაკავშირებული ინფორმაციით მათი ჯანმრთელობის ან ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, მორალური განვითარების დაზიანებასთან. კონცეფციაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო პოლიტიკა ამ სფეროში, სხვა საკითხებთან ერთად, ხორციელდება სახელმწიფოს წამყვანი როლის გაძლიერების, ტრადიციული ფასეულობების შენარჩუნებისა და განმტკიცების, დესტრუქციული ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ და მშობლების უფლებებისა და მოვალეობების პრიორიტეტულობის  პრინციპებზე ბავშვების ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების პრიორიტეტულ ამოცანებს შორისაა ბავშვების განათლების ამაღლება ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებში, აღზრდა ტრადიციული ფასეულობების პატივისცემის სულისკვეთებით, ღირებულებითი, მორალური და ზნეობრივ-ეთიკური  განვითარება, ბავშვებში პასუხისმგებლობის გაჩენა საკუთარ სიცოცხლეზე, ჯანმრთელობასა და ბედზე; სოციალური მომხმარებლობისა და ინფანტილიზმის აღმოფხვრა, ბავშვების მიერ ოჯახური ღირებულებების სისტემის ათვისება.

კონცეფციაში ხაზგასმულია, რომ აუცილებელია,  გაგრძელდეს ქვეყნის ტერიტორიაზე ისეთი ინფორმაციის უკანონო გავრცელების ფაქტების აღკვეთა, რომელთა მიზანია:

*  წაქეზება ისეთი ქმედებების ჩადენისკენ, რომლებიც საფრთხეს უქმნის ბავშვების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას;

*  ნარკოტიკების, თამბაქოს ნაწარმის, ალკოჰოლის მოხმარების, აზარტულ თამაშებში მონაწილეობის, პროსტიტუციის, მაწანწალობის ან მათხოვრობის ხელშეწყობა;

* ოჯახური ღირებულებების უარყოფა და მშობლებისა და ოჯახის სხვა წევრების მიმართ უპატივცემულობის გამოვლენა;

* არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების, აგრეთვე, პედოფილიის  პროპაგანდა;

*  ბავშვებში  სქესის შეცვლის სურვილის აღძვრა;

* უცხოური აგენტების საინფორმაციო პროდუქტების გავრცელება.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

https://rg.ru/2023/05/05/mishustin-utverdil-bessrochnuiu-koncepciiu-informacionnoj-bezopasnosti-detej.html

                                                                                                 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here