Home ახალი ამბები მსოფლიო “მისაბაძი” ამერიკა

“მისაბაძი” ამერიკა

67

აშშში ქუჩაში ჩადენილი  დანაშაულების შედეგად გაცილებთ მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე ყველაზე საშინელშუტინგებში”.

ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი ნებისმიერი მასობრივი მკვლელობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ისვრიან სკოლაში, საშინელებაა, მაგრამ საერთო ტრაგიკულ ბალანსში ძალადობრივი სიკვდილით დაღუპული გაცილებით მეტია, ვიდრე ყველაზე საშინელ “შუტინგებში” (შუტინგი _ სროლა ადამიანების მისამართით, მათი თავშეყრის ადგილზე, რათა, რაც შეიძლება, მეტი მოკლან _ გ.გ.).

როგორც ცნობილია, ჩიკაგოს  გარეუბან ჰაილენდ-პარკში მოკლეს 6 და დაჭრეს 30 ადამიანი. ამ შემთხვევას დღედაღამ განიხილავენ ტელეარხები; მასზე წერს პრესა, განცხადებებით გამოდიან აშშ-ის პრეზიდენტი და კონგრესმენები. მაგრამ თვით ჩიკაგოში ხანგრძლივი დასვენების დღეებში (შაბათი, კვირა და ორშაბათი _ 4 ივლისი) მოკლეს 7 და დაჭრეს 48 ადამიანი.

შემდეგი “შუტინგი” მალე არ იქნება, მკვლელობები კი აშშ-ის ქალაქებში ყოველდღიურად ხდება და სამწუხარო ტენდენციაა ის, რომ დანაშაულების  რაოდენობა, მათ შორის, ძალადობრივი, განუხრელად იზრდება.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here