Home ახალი ამბები მსოფლიო მილანში რუსეთის მხარდასაჭერად და ნატო-სა და აშშ-ს წინააღმდეგ მიტინგი გაიმართა

მილანში რუსეთის მხარდასაჭერად და ნატო-სა და აშშ-ს წინააღმდეგ მიტინგი გაიმართა

147
მილანში რუსეთის მხარდასაჭერად და ნატო-სა და აშშ-ს წინააღმდეგ მიტინგი გაიმართა

კვირას საღამოს მილანში გაიმართა დემონსტრაცია რუსეთის მხარდასაჭერად და დონბასის გათავისუფლებისთვის. შეკრებილები ნატოს და ამერიკის შეერთებულ შტატებსაც დაუპირისპირდნენ.

ღონისძიებაში ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. აქციის ორგანიზატორის, პოლიტიკური სუბიექტის „ერთიანი იტალიის“ დამფუძნებლის, ამედეო ავონდეტის განცხადებით, მონაწილეთა დიდი ნაკადის გამო შეხვედრის ადგილის გადატანა მოუხდათ, – იუწყება TASS.

მონაწილეებმა სანთლები დაანთეს დაღუპული რუსი ჯარისკაცების ხსოვნის პატივსაცემად, „რომლებიც იბრძვიან არა მხოლოდ დონბასის განთავისუფლებისთვის, არამედ ამერიკული მონობისგან ევროპის გასათავისუფლებლადაც“. მათი ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილიც გამოცხადდა.

ეს არ არის ავონდეტის მიერ ორგანიზებული პირველი აქცია. მაგალითად, ივნისში, რომში გამართული აქციის მონაწილეებმა დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვისთვის, რომელიც მოითხოვდა, 2014 წლიდან დაწყებული, დონბასში უკრაინელი სამხედროების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here