Home ახალი ამბები მსოფლიო მეორე ფრონტი რუსეთისთვის: ოთხი ათასი ტერორისტი მიუახლოვდა ОДКБ-ს საზღვრებს

მეორე ფრონტი რუსეთისთვის: ოთხი ათასი ტერორისტი მიუახლოვდა ОДКБ-ს საზღვრებს

268
მეორე ფრონტი რუსეთისთვის: ოთხი ათასი ტერორისტი მიუახლოვდა ОДКБ-ს საზღვრებს

ISIS-ის ავღანეთის ფილიალის დაჯგუფების მებრძოლთა რაოდენობა 6.5 ათასამდე გაიზარდა. უფრო მეტიც, ოთხი ათასი ტერორისტი განთავსებულია უშუალოდ ტაჯიკეთის საზღვართან. ამის შესახებ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ანატოლი სიდოროვმა განაცხადა.

„ამჟამად, „ისლამური სახელმწიფოს“ ავღანური ფილიალის, ესაა „ვილაიათ ხორასანი“, მებრძოლთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და შეადგენს დაახლოებით 6,5 ათასს, რომელთაგან 4 ათასამდე კონცენტრირებულია ტაჯიკეთის სამხრეთ საზღვართან“, – განაცხადა სიდოროვმა.

გენერლის თქმით, საუბარია ბადახშანის, კუნდუზისა და ტახარის პროვინციებზე.

ექსპერტებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ ავღანეთში თალიბების ხელისუფლებაში მოსვლასთან ერთად, შესამჩნევად გაიზარდა საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკების“ რაოდენობა. ამავდროულად, თავად „თალიბანის“ მოძრაობა უკიდურესად მკაცრ პოლიტიკას ატარებს ტერორისტების წინააღმდეგ.

სხვათა შორის, ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ „ბოევიკების“ კონცენტრაცია ტაჯიკეთის საზღვართან შემთხვევითი არ არის. ექსპერტები ამაში ხედავენ დასავლეთის ქვეყნების სურვილს, გახსნან მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ.

ტაჯიკეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრია. ამავდროულად, ამ სახელმწიფოს არმია უკიდურესად სუსტია და ათასობით ტერორისტს დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდება. ეს ნიშნავს, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების სხვა მხარეები, უპირველეს ყოვლისა, რუსეთი, ვალდებულნი იქნებიან მას დახმარება გაუწიონ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here