საბერძნეთში 9 000 წლის წინ გარდაცვლილი ქალის ძვლების მიხედვით, მანეკენი შექმნეს.
მეცნიერებმა ძვლების ანალიზის შესწავლის შემდეგ, შეძლეს დაედგინათ, როგორ გამოიყურებდა ქალი 9 ათასწლეულის წინ.
ინფორმაციას aljazeeraავრცელებს.
ქალის თავის ქალა საბერძნეთის ერთ-ერთ მღვიმეში იპოვეს. დადგინდა, რომ ძვლები მეზოლითის ხანას ეკუთვნის. მეცნიერებმა ვერ შეძლეს მისი სიკვდილის მიზეზის დადგენა.
გოგონას ავგი დაარქვეს, რაც ბერძნულად განთიადს ნიშნავს.