Home ახალი ამბები საქართველო მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, სოსო გოგაშვილმა მთავარი სასჯელი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე უნდა მოიხადოს

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, სოსო გოგაშვილმა მთავარი სასჯელი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე უნდა მოიხადოს

127

თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი სუსის მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის განცხადებას ეხმაურება. მაჩალიკაშვილის თქმით, „ეს არის დასაწყისი. რომელსაც ექნება გაგრძელება და თემირლანის საქმე აუცილებლად მივა ბოლომდე“.

მას მიაჩნია, რომ გოგაშვილმა მთავარი სასჯელი უნდა მოიხადოს სწორედ თემირლანის საქმეზე და არა რაიმე შეთითხნილი მსუბუქი ან ნაკლებად მძიმე დანაშაულის ბრალდებით.

აღნიშნული განცხადება მალხაზ მაჩალიკაშვილმა ზვიად კუპრავას გადასცა, რადგან თავად სოციალური ქსელი დაბლოკილი აქვს.

ცნობისთვის, გვიან ღამით სოსო გოგაშვილი დააკავეს. ამ დროისთვის მეტი დეტალი უცნობია.

https://pia.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here