Home ახალი ამბები მსოფლიო ლიბერალები ერთნაირად არყევენ ნავს აშშ-შიც და რუსეთშიც

ლიბერალები ერთნაირად არყევენ ნავს აშშ-შიც და რუსეთშიც

“ვფიქრობ, ხუთ წელიწადში რუსეთი გახდება ყველაზე სასურველი ადგილი, ყველა მეტ-ნაკლებად ნორმალური ადამიანი იქ მოისურვებს გადასვლას”

218

ვიქტორ ბუტს ამერიკული ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ინტერვიუ ჩამოართვეს. სხვათა შორის, ვიქტორმა ტაილანდის ციხეს, რომელშიც ის თავდაპირველად იმყოფებოდა, უფრო ჰუმანური უწოდა, ვიდრე შეერთებული შტატების საპყრობილეს, მიუხედავად პატიმრობის პირობებისა, რომლებიც აშკარად ჩამოუვარდებოდა ამერიკულს.

ინტერვიუში ვიქტორმა თქვა, რომ 2014 წლიდან სულ უფრო მეტი ამერიკელი ეკითხებოდა, როგორ უნდა გადასულიყო რუსეთში. “მე ვუბნებოდი: გააკეთეთ განაცხადი, მიიღეთ ვიზა, შეგიძლიათ გაემგზავროთ… მე მყავდა მეგობრები ალასკიდან, რომლებიც ამბობდნენ:  “მთავრობა ყელში ამოვიდა”. ვიქტორ ბუტის თქმით, დასავლელი ლიბერალები არა მხოლოდ არყევენ საზოგადოებას, არამედ ცივილიზაციურ თვითმკვლელობას სჩადიან. ადგილობრივებს ვეუბნებოდი, რომ ისეთი განცდა მქონდა, თითქოს, ამერიკაში კი არა, საუდის არაბეთში ვიყავი”. 

„ციხე _ ეს არის საზოგადოების გარკვეული სეგმენტი, რომლითაც შეიძლება გაიგო ქვეყნის უამრავი პრობლემა. ჩემი თანასაკნელებისგან შევიტყვე, სინამდვილეში როგორ არის მოწყობილი “დემოკრატიული” ამერიკა. მათ კი ჩემგან უამრავი რამ გაიგეს რუსეთზე”. ბუტმა ისაუბრა ამერიკელების უნდობლობაზე ადგილობრივი მედიის მიმართ და პირიქით _ ისინი სიამოვნებით აკვირდებიან რუსულ მედიას: „ტაკერ კარლსონიც კი და ყველა _ ABC News-ი, ყველა წამყვანი, თვით CNN-ი და თეთრი სახლიც _ გამუდმებით აკვირდებიან და ხანდახან წამოცდებათ ხოლმე”…

ვიქტორ ბუტი

აი პარადოქსი, რომელიც ადვილი ასახსნელია: ლიბერალები მსოფლიოს ყველა კუთხეში ერთნაირად მუშაობენ _ თავიანთ ქვეყანაში ნავს აქანავებენ. რუსეთში ჩვენი ხალხი ყოველდღე იმეორებს, რა ცუდია ჩვენთან ყველაფერი, შეუძლებელია ცხოვრება. ისინი საჭირო განწყობის მისაღწევად არაფერს იშურებენ, მათ შორის ყველაზე პოპულარულია ტყუილი. ამასთანავე, დასავლეთი წარმოჩენილია ციურ მანანად, თავისუფლების მხარედ და ყველა საიდუმლო სურვილის შემსრულებლად. არადა, დასავლეთში ადეკვატურ ადამიანებს სულ უფრო მეტად სურთ რუსეთში ჩამოსვლანაწილობრივ აცნობიერებენ, რომ რუსეთი არის და იქნება ახალი ნოეს კიდობანი; ნაწილობრივ იმიტომ, რომ, ბოლოს და ბოლოს, ძალიან განსხვავებულები ვართ, ვერასდროს შევთანხმდებით ყველაფერზე.  ვიქტორ ბუტის თქმით, შეერთებული შტატები სერიოზული შიდა კონფლიქტის ზღვარზეა: ამერიკა შევიდა ტურბულენტურობის პერიოდში და იქ ძალიან ძლიერი შიდა კონფლიქტი მწიფდება“. აშშის ხელისუფლება ამ კონფლიქტისჩაქრობასმედიაველის გასუფთავებითა და იმ ადამიანების დაპატიმრებით ცდილობს, რომლებიც ქვეყნის ხელმძღვანელობის ქმედებებს აკრიტიკებენ. 

„ჩემი აზრით, რაღაც უნდა გააკეთონ და ღრმა რეფორმები გაატარონ ან როგორმე მოაგვარონ ეს საკითხი, წინააღმდეგ შემთხვევაში ის პროცესები, რომლებიც საზოგადოებაში მიმდინარეობს, ადრე თუ გვიან, აფეთქებამდე მივა”. ჩვენ კი ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ მღელვარება და არეულობები ჩვენს ქვეყანაში. უნდა შეწყდეს პროვოკაციები და ტყუილები. ეს ბიჭები როგორც მუშაობდნენ, ისე განაგრძობენ მუშაობას. ხოდორკოვსკი საზღვარგარეთ ფულს დებს ოპოზიციურ მედიაში. ყველა ჩვენი სამართლიანობისთვის მებრძოლი  ლა შიხმანშულმანი მისგან იღებს ხელფასს. ეს არის ბევრი ფული და მუშაობა დიდი ხნის განმავლობაში… ჩვენ დასწრებაზე უნდა ვიმუშაოთ.

რომან ანტონოვსკიმ მშვენივრად დაწერა ლიბერალური პროპაგანდის შესახებ თავის ტელეგრამ-არხ “სინი მონარხიიზე”: „ლიბერალური პროპაგანდა ძალიან კარგად აწარმოებს საინფორმაციო ომს.  აქ დიდ როლს თამაშობს კომპეტენტური ნეიმინგი (სახელების შერჩევა _ გ.გ). რაღაც კარგს ყოველთვის შეიძლება მიაწებოთ იარლიყი, რომელიც ხალხს აიძულებს, აღიქვას ის შავად და პირიქით. ასე რომ, ლიბერალურ Newspeak-ში პედოფილები ხდებიან „ბოისლავერები“ (“ბიჭების მოყვარულები”); ნარკომანები _ ნარკომომხმარებლები; დონეცკელი მოლაშქრე, რომელიც სამშობლოსთვის იბრძვის, “ბოევიკად” არის შერაცხილი. ხოლო სირიაში ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლ ისლამისტ ტერორისტებს მსოფლიო ლიბერალურ პრესაში „თავისუფლებისთვის მებრძოლებს“ უწოდებენ. BLM-ის მხარდამჭერის მიერ მაღაზიის ძარცვას დიპლომატიურად „ლუტინგს“ ეძახიან, “აზოვის” “ბოევიკების” ტყვედ დანებებას _ ეკსტრაკშენს. კიდევ ერთი ტიპური მაგალითია  მოძრაობა “ანტიფა”, ისინი, ფაქტობრივად,  არიან ანარქო-კომუნისტური თვალსაზრისის მქონე რადიკალური მემარცხენე “ბოევიკები”, რომლებიც უპირატესობას  არა ლეგალურ პოლიტიკას, არამედ ქუჩის ომს ანიჭებენ, პირდაპირ ქმედებებსა და ტერორისტულ აქტებს.  მემარცხენე-ლიბერალური მედიის მსუბუქი ხელით მათ „ანტიფაშისტებს“ ეძახიან და, თუ გაკრიტიკებას შეეცდები, მაშინვე შეგეკითხებიან: „შენ რა, ფაშისტი ხარ? ანტიფაშიზმის მოწინააღმდეგე?” მსგავსი მედიატექნოლოგია დღეს ანტირუსულ პროპაგანდაშიც გამოიყენება. სპეციალური სამხედრო ოპერაციისა  და რუსული ეროვნული ინტერესების დაცვის ყველა შინაური მოწინააღმდეგე ამბობს, რომ ომის წინააღმდეგია. მათ პოსტებში ათავსებენ  ჰეშთეგს _ “არაომს”, მაგრამ ჭეშმარიტი პაციფიზმი გულისხმობს იმას, რომ თქვენ წინააღმდეგი ხართ ომის მთლიანობაში, წინააღმდეგი ყველა მხარის, რომელიც აწარმოებს ომს. ჩვენმა ლიბერალმა და მემარცხენე ოპოზიციონერებმა კი მკაფიოდ აირჩიეს კონფლიქტის მხარე _ უკრაინისა და დასავლეთის მხარე. ერთი ხელით აქვეყნებენ ჰეშთეგებს _ „არაომს“, მეორეთი კი დონორობას უწევენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, ავრცელებენ კონტაქტებს პრორუსი აქტივისტების შესახებ მტრის დაზვერვაში და ატარებენ ანტირუსულ პროპაგანდას. შეხედეთ საზღვარგარეთ გაქცეულ ლიბერალ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს, ისინი დაუფარავად ამბობენ, რომ სურთ უკრაინის “გამარჯვება” და მოუწოდებენ პატრიოტების ლიკვიდაციისკენ, ტერორისტული თავდასხმებისკენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. ეს აღარ არის “არაომს”, ეს არის ომი ჩვენი მტრების მხარეს. ისინი ომის წინააღმდეგნი არ არიან, მათ რუსეთის დამარცხება სურთ.

დოსტოევსკიმ იცოდა, ვისზე წერდა

მწერლებს შორის ყველაზე გამოჩენილი პაციფისტები, რომლებმაც აღწერეს ომის  საშინელებები, იყვნენ ვიქტორ ასტაფიევი, ვასილ ბიკოვი და ერიხ მარია რემარკი. ამასთანავე, მონაწილეობდნენ მსოფლიო ომებში მშობლიური ქვეყნების არმიის რიგებში. ისინი ომის წინააღმდეგი იყვნენ, მაგრამ არასოდეს უფიქრიათ, რომ შეეძლოთ სამშობლოს წინააღმდეგ ბრძოლა. მე და თქვენ, ისევე,  როგორც ყველა ნორმალური ადამიანი, ვეწინააღმდეგებით ომს, მაგრამ გვესმის, რომ მხოლოდ ჩვენ გამარჯვებას და ჩვენი პირობებით დაზავებას შეუძლია დაასრულოს საომარი მოქმედებები უკრაინაში. მტრებს უნდა ვუწოდოთ მტრები. ისინი, ვინც დღეს იმალებიან ჰეშთეგის (“არაომს”) ქვეშ, არიან  ნეოვლასოველები, კოლაბორანციონისტები, “რუსეთის დამარცხებისა და ნგრევის პარტია” და არა “მშვიდობის პარტია”;  ან, უბრალოდ,  “ნაძირალები” არიან.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here