Home ახალი ამბები საქართველო ლევან დავითაშვილი – ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში ხელი მოვაწერეთ რამდენიმე შეთანხმებას, რომელიც საქართველოსა...

ლევან დავითაშვილი – ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში ხელი მოვაწერეთ რამდენიმე შეთანხმებას, რომელიც საქართველოსა და ყაზახეთს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს უფრო გააღრმავებს

56

ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ჩვენ ხელი მოვაწერეთ რამდენიმე შეთანხმებას, რომელიც საქართველოსა და ყაზახეთს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს უფრო გააღრმავებს, – ამის შესახებ, ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ყაზახეთში განაცხადა.

მისი თქმით, ხელი მოეწერა ყაზახეთთან სავაჭრო ბრუნვის ნომენკლატურის შეთანხმებას, რომელიც ხელს შეუწყობს სავაჭრო ბრუნვის ზრდას ყაზახეთსა და საქართველოს შორის.

„ვიზიტის ფარგლებში ჩვენ ხელი მოვაწერეთ რამდენიმე შეთანხმებას, რომელიც საქართველოსა და ყაზახეთს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს უფრო გააღრმავებს. პირველი, ეს შეეხებოდა სავაჭრო ბრუნვის ნომენკლატურის შეთანხმებას, რომელიც ხელს შეუწყობს სავაჭრო ბრუნვის ზრდას ყაზახეთსა და საქართველოს შორის. ჩვენ შევთანხმდით ასევე საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და ინოვაციების სფეროში თანამშრომლობაზე და აქ ჩვენი GITA ჩართული იქნება და ითანამშრომლებს შესაბამის უწყებებთან, ყაზახურ მხარესთან. ხელი მოეწერა ასევე ორი ქვეყნის რკინიგზას შორის შეთანხმებას, სარკინიგზო გადაზიდვების ხელშეწყობის და თანამშრომლობის კუთხით და რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, მთავარი საკითხი საქართველოსა და ყაზახეთს შორის თანამშრომლობის მიმართულებით – სატრანზიტო ნაკადები, დღეს განსაკუთრებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველო და ე.წ. შუა დერეფანი იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას და საქართველოთი დაინტერესებულია არა მხოლოდ ყაზახეთი, არამედ ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნები. ასევე საუბარი შეეხო ბათუმში არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და მოდერნიზებას, რათა საქართველომ უფრო მეტი მაღალი ღირებულების ტვირთის გატარება შეძლოს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილის კომენტარს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

https://1tv.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here