Home ახალი ამბები მსოფლიო კრემლმა ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის სატელეფონო საუბრის დეტალები გაამხილა

კრემლმა ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის სატელეფონო საუბრის დეტალები გაამხილა

172
კრემლმა ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის სატელეფონო საუბრის დეტალები გაამხილა

განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოება, უპირველეს ყოვლისა, ენერგეტიკის სექტორში, აღინიშნა თურქეთში გაზის რეგიონალური ჰაბის შექმნის პრიორიტეტული მნიშვნელობა და ატომურ ელექტროსადგურ “Akkuyu“-მშენებლობა;

საუბარი შეეხო უკრაინის ირგვლივ არსებულ ვითარებას. რუსულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა დასავლეთის სახელმწიფოების დესტრუქციულ როლზე, კიევის იარაღითა და სამხედრო ტექნიკით მომარაგებაზე, ოპერატიული ინფორმაციის მიწოდებაზე;

ერდოღანმა გამოთქვა მზადყოფნა შუამავლობისთვის კონფლიქტის მოგვარებაში, პუტინმა დაადასტურა რუსეთის ღიაობა დიალოგისთვის იმ პირობით, რომ კიევი შეასრულებს მოთხოვნებს და გაითვალისწინებს ახალ ტერიტორიებს;

რუსეთის ფედერაციამ ხაზი გაუსვა მარცვლეულის შეთანხმების ფარგლებში კეთილსინდისიერი ინტეგრირებული მიდგომისა და ყველა ბარიერის მოხსნის აუცილებლობას რუსული ექსპორტისთვის;

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ სამმხრივ ფორმატში კონტაქტების განვითარება ხელს შეუწყობს სირიაში სიტუაციის გაუმჯობესებას, მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ლტოლვილთა პრობლემის მოგვარებას და საერთაშორისო ტერორისტულ სტრუქტურებთან ბრძოლას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here