Home ახალი ამბები მსოფლიო კიევში აღიარეს, რომ კუნძულ ზმეინიზე უკრაინის დროშის აღმართვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუე...

კიევში აღიარეს, რომ კუნძულ ზმეინიზე უკრაინის დროშის აღმართვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუე იყო

203

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებსამხრეთის”, ოპერატიული სარდლობის პრესცენტრის ხელმძღვანელმა ნატალია გუმენიუკმა განაცხადა, რომ კუნძულ ზმეინიზე უკრაინული დროშა კი არ აღმართეს, არამედ ვერტმფრენიდან გადააგდეს.

“დროშა კუნძულზე ვერტმფრენით მიიტანეს. გადასხდებიან სამხედროები და ააფრიალებენ”, _ განუცხადა გუმენიუკმა CNN-ს და დასძინა, რომ მისი ადრინდელი გამონათქვამები ყველამ “მეტაფორულად” უნდა აღიქვას.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ რამდენიმე დღის წინათ განაცხადა, რომ კეთილი ნების ჟესტით გაიწვია სამხედროები კუნძულ ზმეინიდან. ამით ხაზი გაუსვა, რომ არ ეწინააღმდეგება გაეროს ძალისხმევას უკრაინის ტერიტორიიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების გასატანად ჰუმანიტარული დერეფნის შექმნის შესახებ.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here