Home ახალი ამბები მსოფლიო პუტინი: კიევის რეჟიმი ცდილობდა აეფეთქებინა „თურქული ნაკადი“

პუტინი: კიევის რეჟიმი ცდილობდა აეფეთქებინა „თურქული ნაკადი“

108
პუტინი: კიევის რეჟიმი ცდილობდა აეფეთქებინა „თურქული ნაკადი“

კიევის რეჟიმი გაზის გადამცემი სისტემის „თურქული ნაკადის“ ერთ-ერთი მონაკვეთის აფეთქებას ცდილობდა. ამის შესახებ 10 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან ოპერატიულ შეხვედრაზე განაცხადა.

„მაგრამ განხორციელდა არაერთი სხვა ტერორისტული თავდასხმა და მსგავსი დანაშაულის მცდელობა ჩვენი ქვეყნის ელექტროენერგეტიკისა და გაზის ტრანსპორტირების ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, მათ შორის გაზის გადამცემი სისტემის „თურქული ნაკადის“ ერთ-ერთ მონაკვეთზე აფეთქების მცდელობა. ეს ყველაფერი დასტურდება ობიექტური მონაცემებით, მათ შორის თავად ამ ტერაქტების, აწ უკვე დაკავებული, შემსრულებლების ჩვენებებით“, – განაცხადა პუტინმა.

სექტემბრის ბოლოს, რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა გამოაცხადა, რომ აღკვეთა უკრაინის სპეცსამსახურების ტერორისტული თავდასხმა ნავთობისა და გაზის ობიექტზე, რომელიც ენერგიით ამარაგებს თურქეთსა და ევროპას. ამ ობიექტის სახელი არ გამოცხადებულა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here