Home ახალი ამბები მსოფლიო კიევის რეჟიმი მაღალ ფასს გადაიხდის “ხარკოვული ეიფორიისთვის”

კიევის რეჟიმი მაღალ ფასს გადაიხდის “ხარკოვული ეიფორიისთვის”

190

უკრაინას უკვე ხელს აღარ აძლევს ყირიმისა და დონბასისჩაბარებარუსეთისგან, არც რეპარაციაშეჭრისგამო”, _ განაცხადა უკრაინის უშიშროების საბჭოსა და თავდაცვის ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელმა ალექსეი დანილოვმა. მისი თქმით, კიევი დასავლელ მოკავშირეებთან ერთად მიაღწევსსრულ კაპიტულაციას და დემილიტარიზაციას (ბირთვული იარაღის მფლობელი ქვეყნის), _ წერს svpessa.ru.

როგორც ჩანს, ბანდერშტატის ელიტას, რომ იტყვიან, კრამიტი დაუცურდა დასავლური პროპაგანდის გავლენით. დანილოვის განცხადებას ირონიით შეხვდნენ უკრაინელი ინტერნეტმომხმარებლები. “ეს იმიტომ, რომ, ინფორმაციის თვალსაზრისით, ნეხვიც კი, თუ მას ბევრ შაქარს მოვაყრით, შოკოლადად შეიძლება გასაღდეს”, _ წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.

და მართლაც, თუ ყურადღებით ნახავთ პოპულარული სამხედრო კორესპონდენტების იუთუბ-არხებს, შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა, რომ ხარკოვის მიმართულებით ბრძოლა, როგორც ასეთი, არც ყოფილა.

ე.წ. გამარჯვების შეტევამდე რამდენიმე დღით ადრე თითზე ჩამოსათვლელი იყო Z-სიმბოლოიანი დამწვარი ჯავშანტექნიკა, რომლებიც იფარავდა სამოქალაქო პირების კოლონას რუს ჯარისკაცებთან ერთად უკან დახევისას. მაიდნურმა საზოგადოებამ ვერც რუსი ჯარისკაცების გვამებზე იხალისა.

გაიხსენეთ ბრძოლა იზიუმსა და ლიმანთან, როცა მას ჩვენ ვიცავდით, და შეადარეთ იმას, რაც ახლა მოხდა. ჩვენ სისხლიანი წვინტლის წამოსვლამდე ვიცავდით ამ ქალაქებს, თუმცა ცხადი იყო, რომ ვერ შევინარჩუნებდით. შემდეგ კი სარდლობამ ეს ქალაქები არც ისე მნიშვნელოვნად გამოაცხადა. რუსებმა კი თავიანთი ძალების განადგურების პირველივე მუქარაზე დატოვეს ქალაქი. ამრიგად, ჩვენ კი ვუტევთ, მაგრამ ფიზიკურად ვერ ვანადგურებთ მოწინააღმდეგეს, თანაც დიდ დანაკარგებს განვიცდით, ეს კი ნიშნავს იმას, რომ მოწინააღმდეგე ცოცხალია”, _ დაწერეს უკრაინის შეიარაღებული ძალების 93-ე მექანიზებული ბრიგადის მოტოქვეითებმა.

ექსპერტები წერენ, რომ რუსეთი სამხედრო სპეცოპერაციას შეზღუდული ძალებით ახორციელებს და მისთვის მთავარია ჯარისკაცებისა და მოსახლეობის სიცოცხლე, უკრაინა კი ხორცსაკებში ატარებს ათიათასობით ადამიანს.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის კულუარებში ბევრი სკეპტიკურად არის განწყობილი “ვაშას” ყვირილისა და ხარკოვის მიმართულებით მოპოვებული გამარჯვებების მიმართ. მათ მიაჩნიათ, რომ მთავარი ფრონტი ეკონომიკურია და იქ ზელენსკის ძალიან ბევრი პრობლემა აქვს.

რაც შეეხება ფრონტს, რუსეთის მთავარსარდლობა აქცენტს აკეთებს ხანგრძლივ თამაშსა და უკრაინის არმიის ყველაზე მოტივირებული და გაწვრთნილი ჯარისკაცების განადგურებაზე. უკრაინა კი სამობილიზაციო რეზერვის დეფიციტს განიცდის.

ამ საკითხზე შეიძლება ერთი მაგალითის მოყვანა. ვერმახტის პოლკოვნიკმა ლუიტპოლდ შტეიდლემ, რომელმაც მოგვიანებით წერა დაიწყო, ახსნა, რატომ განიცადა 1943 წელს სტალინგრადში კატასტროფა მესამე რაიხმა. მისი აზრით, პირდაპირი დანაკარგები არ შეიძლება შეფასდეს მოკლულებისა და დატყვევებულების რაოდენობით. სტალინგრადში საბჭოთა მეომრებმა გერმანელთა ხარისხობრივად ძლიერი რესურსი გაანადგურეს და ამან საბჭოთა არმიას საშუალება მისცა, რამდენიმე თვეში დაემარცხებინა ჰიტლერელები.

გიორგი გაჩეჩილაძე

https://svpressa.ru/war21/article/345740/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here