Home ახალი ამბები საქართველო კელი დეგნანი: ჩვენ არ ვიყენებთ ჩვენს პროგრამებს ადამიანების სანქცირებისა თუ დასჯისთვის და...

კელი დეგნანი: ჩვენ არ ვიყენებთ ჩვენს პროგრამებს ადამიანების სანქცირებისა თუ დასჯისთვის და არც მოსამართლე ჩხიკვაძისთვის დაგვიკისრებია სანქცია

21

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე სანქცირებული არ არის. განმარტება კელი დეგნანმა გააკეთა, თუმცა აშშ-ის ელჩს არ დაუზუსტებია ​მოსთხოვეს თუ არა მოსამართლეს ახსნა-განმარტება ნიკა გვარამიას საქმეზე და რატომ გაუქმდა ჩხიკვაძის ვიზიტი ამერიკაში. დეგნმანის თქმით, საელჩო არ ერევა სასამართლო გადაწყვეტილებებში და არ აქვს ფარული შეხვედრები.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ არ ვიყენებთ ჩვენს პროგრამებს ადამიანების სანქცირებისა თუ დასჯისთვის და არც მოსამართლე ჩხიკვაძისთვის დაგვიკისრებია სანქცია. ჩვენ არ ვერევით საქართველოში სასამართლო გადაწყვეტილებებში და არ გვაქვს ფარულ შეხვედრები და ასე იყო ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც. პირიქით, ჩვენ რეგულარულად ვმუშაობთ მოსამართლეებთან, პროკურორებთან და ადვოკატებთან საქართველოში, ხელს ვუწყობთ მათი სამართლებრივი უნარების განვითარებას კანონის გამჭვირვალედ, მიუკერძოებლად, ადმინისტრირებისთვის, რაც შესაბამისობაში საერთაშორისო პრაქტიკასთან“, – აღნიშნა დეგნანმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში.

https://imedinews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here