Home ახალი ამბები საქართველო ივანიშვილი – ოლიგარქი თუ… ეროვნული გმირი?

ივანიშვილი – ოლიგარქი თუ… ეროვნული გმირი?

საიდუმლო შეხვედრის ტელეპათიური რეკონსტრუქცია

1005

მას შემდეგ ათი წელიწადი გავიდა. ჩვენმა უდიდესმა ხელოვანმა და საზოგადო მოღვაწემ, აწ განსვენებულმა რეზო ჩხეიძემ დამირეკა, – “ქართული ოცნებისდამფუძნებელ ყრილობაზე ვართ მიწვეულები. შენი მოსაწვევი, რომელიც ოცნებიდან გამოგიგზავნეს, ჩემთან არის და ყრილობაზე ერთად წავიდეთო.

– ივანიშვილს პირადად არ ვიცნობ, მასთან კი ის პოლიტიკოსები დგანან, რომელთა უმრავლესობისთვის მე მიუღებელი ვარ, რის გამოც მირჩევნია, ყრილობაზე მისვლისგან თავი შევიკავო-მეთქი,- ვუპასუხე. ბატონმა რეზომ კატეგორიულად დაიწუნა ჩემი პოზიცია: – ბიძინა ივანიშვილის გვერდით პოლიტიკოსები კი არა, ხალხი დგას, რადგან ქვეყანაა გადასარჩენი. კაცმა მოსაწვევი გამოგიგზავნა და შენ სხვებს რატომ უყურებო. ბატონი რეზო ჩემი უფროსი მეგობარი იყო, გარდა ამისა, მისი ნათქვამი ლოგიკური მეჩვენა და დავთანხმდი. ყრილობაზე პროვოკატორი ჟურნალისტები დამესივნენ. მთელი კვირა ატრიალეს ჩემი ნათქვამი, ნაცბანდისგან საქართველოს განთავისუფლებაში ივანიშვილს მხარი მთელმა ქვეყანამ უნდა დაუჭიროსმეთქი, რაც ივანიშვილის ვითომ რუსული ორიენტაციის დამადასტურებელ არგუმენტად წარმოაჩინეს. პარალელურად, ივანიშვილს მიტმასნილი პოლიტიკური თაღლითების (რესპუბლიკელები, ალასანიას ჯგუფი და სხვები) ის კომენტარებიც ატრიალეს, რომლებშიც ისინი ყრილობაზე ჩემს ყოფნას მიუღებელს უწოდებდნენ. ამის შემდეგ, ცხადია, არც “ქართულ ოცნებას” გავკარებივარ და არც ივანიშვილს. მერე ე.წ. კოაბიტაციის საშინელი პროცესი რომ დაიწყო, ბიძინაც ეპოქის მღვრიე ტალღას მოყოლილ ერთ-ერთ იმ უბედურებად ჩავთვალე, რომლის მსგავსი ბევრი ნახა საქართველომ…

ეს შესავალი იმის სათქმელად დამჭირდა, რომ ივანიშვილთან არასდროს არავითარი შეხება არ მქონია და არც დღეს მაქვს, ამიტომ მისი მოღვაწეობის შეფასებისას მიკერძოებას ვერავინ დამწამებს…

ბოლო პერიოდში დაწყებულმა პროცესებმა (განსაკუთრებით, უკრაინის ომმა) ბევრი რამ სრულიად ახალი კუთხით წარმოაჩინა. ხალხი უკვე ღიად ალაპარაკდა იმის შესახებ, რომ დასავლეთს სურს, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაითროს, რადგან ამ ფაქტით შეეცდება, რუსეთი გაცილებით  მეტად წარმოაჩინოს აგრესორად, ვიდრე ამას დღეს ახერხებს. რაც მთავარია, მათ მეორე ფრონტის გახსნა სურთ, რათა რუსეთის მდგომარეობა სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისითაც დაამძიმონ. საქართველოს ხელისუფლება ამ მომაკვდინებელ შეცდომას თუ დაუშვებს, უფრო სწორად, ამ საშინელ დანაშაულს თუ ჩაიდენს, ჩვენს ქვეყანასაც იგივე დაემართება, რაც უკრაინას დაემართა, მაგრამ დასავლეთისთვის ეს არაფერს არ ნიშნავს. ჩვენ მათთვის მხოლოდ ის პატარა მსხვერპლი ვართ, რომლის გაღება ამერიკულიდემოკრატიისგამარჯვების საქმეში სავსებით გამართლებულად მიაჩნიათ.

საქართველოს პარლამენტში აღმოჩნდნენ დეპუტატები (სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე), რომლებმაც რუსეთთან ომში საქართველოს ჩართვის მცდელობის ბინძურ საქმეში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან ერთად მისი ქვეყნის ადმინისტრაციაც დაადანაშაულეს. დეპუტატებმა განაცხადეს, რომ მათ აქვთ ინფორმაცია აშშ-ის ელჩისა და ბიძინა ივანიშვილის საიდუმლო შეხვედრის შესახებ, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გაიმართა და, რომელიც ოფიციალურად არ გახმაურებულა. ისინი ვარაუდობენ, რომ ამ შეხვედრაზე რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნის საკითხი განიხილეს. დეპუტატებმა აშშ-ის ელჩისგან და ბიძინა ივანიშვილისგან შეხვედრის ფაქტის ოფიციალურად დადასტურება ან უარყოფა მოითხოვეს, აგრეთვე, მოითხოვეს ინფორმაციაც იმის შესახებაც, თუ რა საკითხი  განიხილეს შეხვედრაზე, თუკი იგი შედგა. ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას, – შეხვდით თუ არა ბიძინა ივანიშვილს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, – ელჩმა კელი დეგნანმა ასე უპასუხა: მე არ შევხვედრივარ ბატონ ივანიშვილს, საკმაოდ დიდი ხანია. ბოლო 2, 5 წლის განმავლობაში ყველა შეხვედრისას ვარწმუნებდი მას საქართველოს მოსახლეობისადმი აშშის სრულ მხარდაჭერაშიარც ერთი ამ შეხვედრის დროს არ მიცდია ბატონ ივანიშვილის დაშანტაჟება.

ასეთ პასუხს დიპლომატიურს უწოდებენ, თუმცა ქართველებს უკეთესი გამოთქმაც გვაქვს – მამაძაღლური. ეს სწორედ ის პასუხია,  რესპონდენტის სიცრუეს მისივე ნათქვამი რომ  ააშკარავებს. ამაში მარტივი ფსიქოანალიზიც კი დაგვარწმუნებს:

1. ელჩი, რაღაცას თუ არ მალავს, შეკითხვას, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შეხვდა თუ არა ივანიშვილს, რატომ უნდა უპასუხოს ასე უცნაურად: “მე არ შევხვედრივარ ბატონ ივანიშვილს, საკმაოდ დიდი ხანია”?! რას ნიშნავს “დიდი ხანი” – ორ კვირას, ორ თვეს თუ ორ წელიწადს? მისი ასეთი პასუხი იმაზე მიანიშნებს, რომ იგი რაღაცის მიჩქმალვას ცდილობს;

2. ელჩი აცხადებს: “2, 5 წლის განმავლობაში ყველა შეხვედრისას ვარწმუნებდი მას საქართველოს მოსახლეობისადმი აშშ-ის სრულ მხარდაჭერაში”. ეს 2, 5 წელიწადიც აბსოლუტურად უადგილოდ არის ხაზგასმული. ამით იგი ცდილობს, შეგვიქმნას შთაბეჭდილება, რომ ბიძინა ივანიშვილს ორი თუ სამი თვის წინათ კი არა, 2, 5 წლის წინათ ხვდებოდა. უფრო შორ მიჯნას იმის გამო არ ასახელებს, რომ მეტი დრო არ არის გასული, რაც იგი აქ ელჩად დაინიშნა, ანუ ივანიშვილთან შეხვედრის თარიღი იმდენად გადაწია უკან, რამდენის საშუალებასაც ეს რეალობა აძლევდა; გარდა ამისა, მისთვის ხომ არავის უკითხავს, ადრინდელი შეხვედრების დროს რა საკითხებზე ელაპარაკებოდა ივანიშვილს. რისთვის დასჭირდა ამჯერად ამისი ხაზგასმა? ნათქვამია, ქურდს ქუდი ეწვისო. ფსიქოლოგიური მომენტია, დამნაშავეს მის მიმართ გაჩენილი ეჭვების გასაფანტავი ალიბის წარმოდგენის სურვილი იმ შემთხვევაშიც ძლევს, როცა ამის აუცილებლობა არ დგას;

3. “არც ერთი ამ შეხვედრის დროს მე არ მიცდია ბატონი ივანიშვილის დაშანტაჟება”, – აცხადებს ელჩი. საოცარია, ადამიანს ეკითხებიან, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შეხვდა თუ არა ივანიშვილს. ის კი პასუხობს, ივანიშვილის დაშანტაჟება არასოდეს მიცდიაო. ეს ნორმალური პასუხია? რა თქმა უნდა, არა. ეს იმ ადამიანის პასუხია, რომელიც იმ უხერხულობის გაფანტვას, რომელსაც შინაგანად გრძნობს, “სიტყვის ბანზე აგდებით”ცდილობს.

ერთი სიტყვით, ელჩმა დეპუტატების შეკითხვას, შედგა თუ არა შეხვედრა მასა და ივანიშვილს შორის, ისე უპასუხა, რომ დეპუტატებსაც და საზოგადოებასაც იმ დასკვნისკენ უბიძგა, რომელიც მას სურდა: უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ასეთი შეხვედრა არ შემდგარა.

სრულიად საწინააღმდეგო ინფორმაციის შემცველი წერილი გაავრცელა თვითონ ბიძინა ივანიშვილმა, რომელსაც ბომბის გასკდომის ეფექტი ჰქონდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ წერილში დადასტურებულია, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის 21 მარტს ბიძინა ივანიშვილისა და აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის შეხვედრა გამართულა, თანაც ელჩის თხოვნით. ეს შეხვედრა სამ საათს გაგრძელებულა: რადგან საჯაროდ დაისვა შეკითხვა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩემსა და ამერიკის ელჩს შორის შეხვედრის გამართვის შესახებ, მინდა საზოგადოებას განვუმარტო, რომ ამგვარი შეხვედრა ელჩის თხოვნით 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა, – წერს ბიძინა ივანიშვილი.

ბიძინა ივანიშვილმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ აშშ-ის ელჩთან შეხვედრის მხოლოდ ფაქტი გაახმიანა, შინაარსზე კი ჯერჯერობით არაფერი უთქვამს. ჯერჯერობით-მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ ამერიკელებმა თუ მთლიანად გაიწყვიტეს შუბლის ძარღვი, როგორც ჩანს, იგი შეხვედრის შინაარსსაც გაახმიანებს.

ფსიქოანალიზს თავი დავანებოთ და ლოგიკას მივყვეთ. ელჩი რატომ უნდა მალავდეს რომელიმე შეხვედრის ფაქტს, თუკი ამ შეხვედრაზე ისეთი არაფერი მომხდარა, რის გამოც მას ქუდი (კუდიც) ეწვის. იგი ამ ფაქტს მალავს მხოლოდ იმის გამო, რომ, როგორც ჩანს, შეხვედრაზე მისი მხრიდან ბიძინა ივანიშვილისთვის ბინძურ შეთავაზებას და შანტაჟს ჰქონდა ადგილი. ნება მომეცით, ამ უკვე გახმაურებულ შეხვედრაზე ელჩის მხრიდან შანტაჟის ეპიზოდის მოდელირებული რეკონსტრუქცია შემოგთავაზოთ, ომელი ჩემს წარმოსახვაში შემდეგი სახით ჩამოყალიბდა:

ელჩი: – ბატონო ბიძინა, ახლა ყველაზე ხელსაყრელი დროა ჩვენი საერთო მტრისთვის სასიკვდილო დარტყმის მისაყენებლად.

. ივანიშვილი: – ყურადღებით გისმენთ, ქალბატონო ელჩო, კონკრეტულად რას გულისხმობთ?

ელჩი: – რუსეთს საქართველოდან მეორე ფრონტი უნდა გავუხსნათ, უფრო სწორად, იგი უნდა ვაიძულოთ, რომ საქართველოსაც ისევე დაესხას თავს, როგორც უკრაინას დაესხა. ჩვენ ვაიძულეთ რუსეთი, რომ უკრაინაში ომი დაეწყო. ჩვენვე ვაიძულებთ მას, რომ თავს დაესხას თქვენს ქვეყანას. მთავარ საქმეს ჩვენ გავაკეთებთ, მაგრამ თქვენი დახმარებაც დაგვჭირდება. სამი რამ არის საჭირო:

1. საქართველოს პარლამენტმა კატეგორიულად უნდა დაგმოს რუსეთის აგრესია უკრაინაში და მხარი დაუჭიროს უკრაინელი ხალხის ბრძოლას რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ;

2. საქართველო სასწრაფოდ უნდა შეუერთდეს დასავლეთის მიერ რუსეთისთვის გამოცხადებულ ეკონომიკურ სანქციებს;

3. საქართველოდან სასწრაფოდ და ოფიციალურად უნდა გაიგზავნოს მოხალისე მეომართა დიდი ჯგუფები უკრანაში რუს ოკუპანტებთან საომრად.

ყველაფრის ორგანიზებას და დაფინანსებას ჩვენ თავზე ვიღებთ, თქვენგან მხოლოდ პარლამენტისა და მთავრობის გადაწყვეტილებებია საჭირო. რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტს, მას ჩვენ დაველაპარაკებით.

. ივანიშვილი: – ქალბატონო ელჩო, მე ღრმა პატივისცემით ვარ გამსჭვალული როგორც თქვენი ქვეყნის, ასევე პირადად თქვენ მიმართ, მაგრამ თქვენ ხომ მოგეხსენებათ, რომ მე დიდი ხანია, რაც პოლიტიკიდან წამოვედი და აღარც მთავრობის და აღარც პარლამენტის საქმიანობაში არ ვერევი.

ელჩი: -ბატონო ბიძინა, მე უფრო გულახდილ დიალოგს მოველოდი. ჩვენ ტელეკამერების წინ ხომ არ ვსაუბრობთ, რომ ვინმეს რამე მოვაჩვენოთ. მოდი შევთანხმდეთ: ეს არ არის ელჩის საუბარი ქვეყნის ყოფელ მმართველთან, ესაა აშშ-ის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის საუბარი ქვეყნის რეალურ მმართველთან. აშშ-ს სჭირდება, რომ რუსეთს კიდევ ერთი, როგორც პუტინი ამბობს, სპეციალური-სამხედრო ოპერაცია წამოაწყებინოს. ამისთვის შერჩეულია საქართველო. თქვენ ნურაფრის დარდი ნუ გექნებათ. მთავარია, რომ საქართველოში რუსეთის შემოჭრის პროვოცირება მოხდეს, დანარჩენზე ჩვენ ვიზრუნებთ, რუსეთის არმიასთან გასამკლავებლად საჭირო შეიარაღებასა და ფინანსებს ჩვენგან მიიღებთ. ისევე დაგიდგებით გვერდით, როგორც ზელენსკის ვუდგავართ. მართალი გითხრათ, არ მესმის, რა არის აქ საყოყმანო, განა თქვენ არ ეთანხმებით იმ აზრს, რომ პუტინის აგრესიული რეჟიმი ერთხელ და სამუდამოდ უნდა აილაგმოს?!

. ივანიშვილი:ქალბატონო ელჩო, იძულებული ვარ, გაგიმეოროთ, რომ მე ქვეყნის მართვაში არც პირდაპირ და არც ირიბად არ ვერევი, მაგრამ ასეც რომ არ იყოს, საქართველო ძალიან პატარა და სუსტია რუსულ არმიასთან დასაპირისპირებლად. ეს ისეთი დარტყმა იქნება ჩემი ქვეყნისთვის, რომ მას ერთხელ და სამუდამოდ გაწყვეტს წელში. ამას გარდა, ქართველი ხალხის უმრავლესობისთვის ნათელი გახდება, რომ ეს საშინელი გადაწყვეტილება ამერიკელების მიღებულია, ომლის შედეგადაც თქვენი ქვეყანა კავკასიაში საქართველოს სახით ყველაზე საიმედო დასაყრდენსა და მოკავშირეს დაკარგავს.

ელჩი: – პირიქით. როდესაც ერთ საქმეს შევეჭიდებით და ერთ ომში ვიქნებით ჩართული, გაცილებით მჭიდრო თანამშრომლობა და კომუნიკაცია გვექნება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი…

. ივანიშვილი: – წინააღმდეგ შემთხვევაში რა?

ელჩი: – მე სამხედრო პირი ვარ, ევროპაში ამერიკის საზღვაო ძალების ხელმძღვანელობის ყოფილი მრჩეველი, ამიტომ პირდაპირი საუბარი მიყვარს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულებული ვიქნებით, საქართველოში კიდევ ერთი ფერადი რევოლუცია განვახორციელოთ და თქვენი ხელისუფლება დავამხოთ. თქვენი საბანკო ანგარიშები კი გავყინოთ. არც იმას დაგიმალავთ, რომ ჩვენთვის წინააღმდეგობის გაწევამ, შესაძლებელია, თქვენი სიცოცხლეც კი საფრთხის ქვეშ დააყენოს. არ გირჩევთ.

. ივანიშვილი: – ერთხელ კიდევ გაგიმეორებთ, რომ მე არ გამაჩნია მთავრობაზე ზემოქმედების ბერკეტი. რაც შეეხება მუქარას, მეც თქვენნაირი პირდაპირობით გიპასუხებთ, რომ კაპიტალი, რომელიც გამაჩნია, იმთავითვე სამშობლოს სამსახურში დგომისთვის მქონდა გამიზნული და არაპირიქით. ჩემი კაპიტალის დასაცავად ჩემს ხალხს ვერ გავწირავ და არ გავწირავ. რაც შეეხება ჩემს სიცოცხლეს, თქვენ, ალბათ, იცით, რომ მე იმ ხალხის შვილი ვარ, რომელსაც სამშობლოსთვის თავგანწირვა ჩვევასა და გენში აქვს გადასული. ჩემს წინაპრებს საკუთარი სიცოცხლე კი არა, შვილების სიცოცხლეც შეუწირავთ მაღალი იდეალებისთვის. ჩემი საბოლოო ხვედრი სამშობლოსთვის თავგანწირვა თუ იქნება, ამას ღვთის წყალობად და უდიდეს პატივად ჩავთვლი.

ელჩი: – არ დაგიმალავთ, მაოცებს თქვენი პოზიცია. ეს სრული უგუნურებაა. თქვენ იცით, რომ საქართველოში  გვყავს ადამიანი, რომელიც ჩვენს დავალებებს უყოყმანოდ ასრულებს. თქვენ იგი ციხეში გამოამწყვდიეთ, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ჩვენ მისი გამოყვანა არ გაგვიჭირდება. 2008 წელს იმ ადამიანმა ჩვენი დავალებით დაიწყო ომი ცხინვალში. მას ჩვენთან ვაჭრობა არ გაუმართავს. თქვენ კი გვევაჭრებით, რაც ჩვენთვის გაუგებარიც არის და მიუღებელიც. ჩვენ ბეჯითი შემსრულებლები გვიყვარს, ზარმაცებს კი ვსჯით. მოფიქრებისთვის გარკვეული დრო გრჩებათ, მაგრამ პროგრამის ამოქმედების შემდეგ ვერაფერს შევცვლით. ნახვამდის, ჩვენ ერთმანეთს არ შევხვედრივართ!

. ივანიშვილი: – ნახვამდის!

ძვირფასო მკითხველო, ბიძინა ივანიშვილისა და ელჩის საიდუმლო შეხვედრის მოდელირებული რეკონსტრუქცია, რომელიც ეს ესაა შემოგთავაზეთ, მხოლოდ ჩემი წარმოსახვის ნაყოფია და მეტი არაფერი, ოღონდ გარკვეულ ლოგიკურ ჩარჩოში მოქცეული. თქვენ სრული უფლება გაქვთ, ყველაფერი სხვაგვარად წარმოიდგინოთ, თუმცა, ნააზრევის ერთიან ლოგიკურ სქემაში მოქცევა, რა თქმა უნდა, თქვენც მოგეთხოვებათ.

ვალერი კვარაცხელია

P. S. წარმოუდგენელი მგონია, რომ ან ერთ ან მეორე მხარეს ამ საუბრის ფარული ჩანაწერი არ ჰქონდეს გაკეთებული, რომელიც ოდესმე, ალბათ, გამოვა დღის სინათლეზე. სიხარულით ცას ვეწევი იმ საუბრის ეს ჩემეული ვერსია სინამდვილესთან მიახლოებული თუ აღმოჩნდება. იმის გამო კი არა, რომ მე ამ საიდუმლო საუბრის შინაარსს ტელეპატიურად ჩავწვდი და ლოგიკის გამოყენებით მისი რეკონსტრუქცია მოვახერხე, არამედ იმის გამო, რომ ჩემს ხალხს და ჩემს სამშობლოს ამ უზნეო ეპოქაშიც აღმოაჩნდება ისტორიული პიროვნება, რომელიც მისი მამულიშვილური შემართებითა და სულისკვეთებით ცოტნე დადიანის, დემეტრე თავდადებულის, თევდორე მღვდლის, გიორგი სააკაძისა და სხვა ისტორიულ გმირთა გვერდით დადგება. საკუთარი თავისა და ოჯახის გაწირვით სამშობლოსთვის დამანგრეველი ომის აცილება მხოლოდ ამგვარ შეფასებას დაიმსახურებს ხალხისგანაც და ისტორიისგანაც. უზომოდ გამახარებს, თუკი ბინძურ ეპოქას, რომელმაც მისთვის არ დაიშურა ოლიგარქის, რუსეთუმეს, არაფორმალური მმართველის უარყოფითი ეპითეტები, ბიძინა ივანიშვილი მისი უმაღლესი ზნეობითა და სულიერი სისპეტაკით იმ ისტორიულ სილას გააწნავს, ათა მისი სახელი მომავალ თაობებს ისევე გაჰყვეს სამაგალითოდ, როგორც ზემოთ ჩამოთვლილ გმირთა უკვდავი სახელები მიჰყვება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here