Home ახალი ამბები საქართველო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრები აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლის მოსამართლესთან შეხვედრაზე: ეს ფაქტი...

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრები აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლის მოსამართლესთან შეხვედრაზე: ეს ფაქტი კონკრეტული მოსამართლის დამოუკიდებლობაში აშკარა ჩარევა და სხვა მოსამართლეებზე ერთგვარი „ირიბი“ ზეწოლის მკაფიო მაგალითია

44

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრები – ზაზა ხარებავა, შოთა ქადაგიძე და ლევან გზირიშვილი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებას ეხმაურებიან, რომლის მიხედვითაც, მას აშშ-ის საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელი თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში შეხვდა და ნიკა გვარამიას საქმის შესახებ კითხვები დაუსვა.

„რამდენიმე დღის წინ სკანდალური განცხადება გააკეთა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ, სადაც ისაუბრა იმ ფაქტზე, რომ მას აშშ-ის საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელი კევინ ბურკი შეხვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში და ამერიკის ელჩის სახელით, ანგარიში მოსთხოვა განაჩენის გამოტანის შემდეგ ერთ-ერთ გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეზე (თუ რატომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და რატომ გამოიყენა საპატიმრო სასჯელი ნიკა გვარამიას მიმართ). ამის შემდეგ კი, ამ თანამშრომელმა მას აცნობა, რომ, ამ ვითარების გათვალისწინებით, იგი ამორიცხული იყო იმ 6 მოსამართლის სიიდან, რომლებიც სულ რამდენიმე დღეში სასწავლო პროგრამით მიემგზავრებოდნენ აშშ-ში. ერთი მხრივ, აღნიშნული ფაქტი აშკარა ჩარევაა კონკრეტული მოსამართლის დამოუკიდებლობაში, ხოლო მეორე მხრივ, კი ეს უკვე სხვა მოსამართლეებზე ერთგვარი „ირიბი“ ზეწოლის მკაფიო მაგალითია, ანუ თუ როგორ არ უნდა მოიქცეს მოსამართლე, რომ ვიზიტით წაიყვანონ, ან, ანალოგიურად, უკვე არსებული სიიდან არ ამოიღონ. ნამდვილად დასაფასებელია აგრეთვე იმ 5 მოსამართლის პოზიცია, რომლებმაც, პროფესიული ღირსებისა და სოლიდარობის ნიშნად, ასევე უარი თქვეს აღნიშნულ ვიზიტით გამგზავრებაზე. ჩვენთვის საკმაოდ სამწუხაროა, რომ სასამართლო კორპუსი და მით უმეტეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭო აქამდე რატომღაც საერთოდ თავს იკავებს, აქტიურად არ ეხმიანება და შესაბამის შეფასებას არ აძლევს მომხდარს და მხარდაჭერას არ უცხადებს მოსამართლე ლ. ჩხიკვაძეს. ამ ფონზე, კიდევ უფრო დასაფასებელია ამ მოსამართლის პირადი გამბედაობა, რომ მან ასეთი თამამი განცხადება გააკეთა და. პირველ რიგში, არა უკვე თავისი, არამედ სხვა კოლეგებისა და მთელი სასამართლო სისტემის – მომავალში მსგავსი ჩარევებისგან დასაცავად, გაბედული ნაბიჯები გადადგა. პრაქტიკულად, სიმართლისთვის ბრძოლა მას ჯერჯერობით ინდივიდუალურად უწევს.მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ეცდება სასამართლოს საქმიანობაში ჩარევას და ამისდა მიხედვით, გარკვეული გრადაცია და რაღაც ხათრისა თუ თავშეკავების გამოჩენა, სასამართლოს დამოუკიდებლობის იდეას ჩანასახშივე ანადგურებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრების განცხადება სრულად იხილეთ ამ ბმულზე.

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებით, ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, სასამართლოს შენობაში აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი შეხვდა, რომელმაც უთხრა, ელჩს აინტერესებს, რატომ გამოიყენა თავისუფლების აღკვეთის ზომა

https://imedinews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here