Home ახალი ამბები მსოფლიო იტალიის პრემიერმინისტრი პოსტიდან გადადგა, მთავრობა ჯერჯერობით რჩება

იტალიის პრემიერმინისტრი პოსტიდან გადადგა, მთავრობა ჯერჯერობით რჩება

65

იტალიის პრემიერმინისტრმა მარიო დრაგიმ პრეზიდენტ სერჯიო მატარელას პოსტიდან გადადგომის შესახებ მიმართა. მთავრობა ჯერჯერობით ასრულებს მოვალეობებს, _ წერს eadaily.com.

“იტალიის პრეზიდენტმა მატარელამ 21 ივლისს მიიღო პრემიერმინისტრი მარიო დრაგი, რომელმაც იმ ვითარების გაანალიზების შემდეგ, რომელიც სენატში კენჭისყრის შემდეგ შეიქმნა, გადაწყვეტილება მიიღო მთავრობის გადადგომის შესახებ. პრეზიდენტმა ეს ცნობად მიიღო. მთავრობას კი დაევალა, შეასრულოს მოვალეობები მიმდინარე საკითხებზე”, _ ნათქვამია რელიზში.

დრაგიმ ახლა გადადგომის ინსტიტუციური ციკლი უნდა დაასრულოს.

მანამდე იტალიის პარლამენტის ზედა პალატამ (სენატი) მხარი დაუჭირა პრემიერმინისტრ დრაგის, თუმცა ხმების მინიმალური რაოდენობით. დრაგის გადადგომის მიზეზად ასახელებენ მხარდაჭერის არარსებობას ქვეყნის წამყვანი პარტია “5 ვარსკვლავის მოძრაობის” მხრიდან, რომელმაც დრაგისთვის ნდობის  გამოცხადებაზე უარი თქვა და დაიწუნა პრემიერის გუნდის მიერ წარმოდგენილი ანტიკრიზისული ზომები ეკონომიკასა და ენერგეტიკაში.

ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here