Home ახალი ამბები მსოფლიო იტალიაში 2023 წელს ენერგიის ხარჯები შეიძლება 300%-ით გაიზარდოს 2020 წელთან შედარებით

იტალიაში 2023 წელს ენერგიის ხარჯები შეიძლება 300%-ით გაიზარდოს 2020 წელთან შედარებით

56
იტალიაში 2023 წელს ენერგიის ხარჯები შეიძლება 300 პროცენტით გაიზარდოს

იტალიელების ხარჯები გაზსა და ელექტროენერგიაზე მომავალ წელს, 2020 წელთან შედარებით, 300%-ით შეიძლება გაიზარდოს. ასეთი შეფასებები გამოთქვა მომხმარებელთა დაცვის ასოციაცია Assoutenti-ის ხელმძღვანელმაფურიო ტრუციმ.

ტრუცის თქმით, ელექტროენერგიის და გაზის ფასების ამჟამინდელი მკვეთრი ზრდის გათვალისწინებით, ენერგიის გადასახადმა 2023 წელს შეიძლება მიაღწიოს 5,266 ევროს თითო ოჯახზე, „რაც წარმოადგენს ენერგიის ხარჯების 300%-იან ზრდას 2020 წელთან შედარებით“.

ოქტომბრიდან ქვეყანაში გაზის ტარიფის გამოთვლის ახალი მეთოდი დაინერგება – გადასახადი ყოველთვიურად დაირიცხება და არა კვარტალურად. მანამდე ასოციაცია Assoutenti-მ განაცხადა, რომ იტალიას ზამთარში „ენერგეტიკული დეფოლტი“ შეექმნება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here