Home ახალი ამბები მსოფლიო ირანმა აშშ-ს მიანიშნა, რომ ატომური იარაღი აქვს

ირანმა აშშ-ს მიანიშნა, რომ ატომური იარაღი აქვს

90

მას შემდეგ, რაც ბაიდენმა სტრატეგიული შეთანხმება გააფორმა ისრაელთან და ომით დაემუქრა ირანს, თეირანმა დაუყოვნებლივ მიანიშნა, რომ მას აქვს ბირთვული ბომბი და გარისკვა არ ღირს.

ბირთვული იარაღი ისრაელსაც აქვს და ეს ორივე მხარის შემაკავებელი ფაქტორია. თუ ირანს ბირთვული ბომბი აქვს, მაშინ პარიტეტული ვითარებაა, რადგან ბომბის გადასატანი საშუალებები ამ ქვეყანას საკმარისზე მეტი აქვს. მას აქვს უპილოტო საფრენი აპარატებიც, რომლებსაც შეუძლია, ხმელთაშუა ზღვის ნაპირებს მიაღწიოს.

რას ნიშნავს ატომური იარაღი ქვეყნისთვის, რომელსაც უფრო ძლიერი მოწინააღმდეგე ემუქრება? ამის ნათელი მაგალითია კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელსაც აქვს ბირთვული იარაღი და სწორედ ეს არ აძლევს სამხრეთ კორეასა და აშშ-ს მისი დაპყრობის საშუალებას.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here