Home ახალი ამბები მსოფლიო ილონ მასკი ამბობს, რომ სოროსს „სძულს კაცობრიობა“ და სურს ცივილიზაციის სტრუქტურის განადგურება

ილონ მასკი ამბობს, რომ სოროსს „სძულს კაცობრიობა“ და სურს ცივილიზაციის სტრუქტურის განადგურება

264
ილონ მასკი ამბობს, რომ სოროსს „სძულს კაცობრიობა“ და სურს ცივილიზაციის სტრუქტურის განადგურება

Twitter-ის მფლობელმა ილონ მასკმა ამერიკელი ფინანსისტი ჯორჯ სოროსი გააკრიტიკა. “მას სურს გაანადგუროს თავად ცივილიზაციის სტრუქტურა. სოროსს სძულს კაცობრიობა”, – დაწერა მასკმა ტვიტერზე. მისი თქმით, სოროსის ფონდების ქსელი „კეთილი განზრახვით არ შექმნილა“.

ორშაბათს, 92 წლის სოროსმა თავის Twitter-ის გვერდზე უარყო ჭორები იმის შესახებ, რომ ის, თითქოსდა, გულის შეტევით გარდაიცვალა. იგი არის რამდენიმე ორგანიზაციის დამფუძნებელი, რომელიც ცნობილია როგორც „სოროსის ფონდი“. მისი ორი ფონდის – “ღია საზოგადოების” და “ღია საზოგადოება – დახმარების ფონდის” საქმიანობა არასასურველად არის აღიარებული რუსეთის ფედერაციაში.

სოროსი, უნგრელი წარმოშობის ამერიკელი ბიზნესმენი და ქველმოქმედი, 2021 წლის მარტში 8,6 მილიარდ აშშ დოლარის კაპიტალს ფლობდა. მან 32 მილიარდ დოლარზე მეტი შესწირა ღია საზოგადოების ფონდს, რაც მისი თავდაპირველი ქონების 64 პროცენტს წარმოადგენს. Forbes-მა სოროსი დაასახელა “ყველაზე გულუხვ დონორად”.

სოროსის მიერ „ხავერდოვანი“ რევოლუციების ფართო დაფინანსებამ ის მრავალი ევროპელი პოლიტიკოსის მოწინააღმდეგედ აქცია. მან ასევე დააფინანსა აშშ-ში საპროტესტო აქციები დონალდ ტრამპის წინააღმდეგ და გამოყო სახსრები საოლქო პროკურორის ელვინ ბრაგის კამპანიისთვის, რომელმაც ცოტა ხნის წინ ბრალი წაუყენა თეთრი სახლის ყოფილ ხელმძღვანელს. 2018 წელს The New York Times-მა განაცხადა, რომ „მის შესახებ შეთქმულების თეორიები რესპუბლიკური პარტიის თითქმის ყველა კუთხეში მეინსტრიმად იქცა“.

მარეგულირებელი ორგანოს დოკუმენტების მიხედვით, 2023 წელს, Soros Fund Management-მა, ფინანსისტის ჰეჯ-ფონდმა, 2022 წლის მეორე კვარტალში შეძენილი ილონ მასკის Tesla-ს ყველა აქცია გაყიდა. სოროსმა ამ წლის პირველ კვარტალში გაყიდა კომპანიის მთელი თავისი წილი, რომელიც 16,27 მილიონ დოლარად იყო შეფასებული.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here