Home ახალი ამბები მსოფლიო იაპონიამ რუსეთიდან ნავთობის იმპორტი განაახლა

იაპონიამ რუსეთიდან ნავთობის იმპორტი განაახლა

84

მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს იაპონიამ კვლავ განაახლა რუსეთიდან ნავთობის იმპორტი, რომელიც ივნისში შეწყვიტა. თუმცა მიმდინარე  წლის ივლისში იმპორტირებული ნავთობის მოცულობა 2021 წლის ივლისის თვის მონაცემთან შედარებით ჯერჯერობით 65%-ითაა შემცირებული.

იაპონელებმა 2021 წლის ივლისთან შედარებით იმპორტი შეამცირეს ისეთ პოზიციებზე, როგორც არის ქვანახშირი (40,1 პროცენტით), მარცვლეული (43,1 პროცენტით). ამასთანავე, 21,7%-ით მოიმატა თევზისა და ზღვის სხვა  პროდუქტების რუსეთიდან ექსპორტმა.

რაც შეეხება იაპონიიდან რუსეთში ექსპორტს, გასულ წლის ივლისთან შედარებით 154%-ით მოიმატა სამედიცინო მოწყობილობებისა და მედიკამენტების  ექსპორტმა, შემცირდა ავტომობილების ექსპორტი (21,5%-ით).

გიორგი გაჩეჩილაძე

https://news.mail.ru/economics/52646321/?frommail=1

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here