Home ახალი ამბები საქართველო იაგო ხვიჩია – ბიძინა ივანიშვილის წერილი მკითხველში მხოლოდ ინტერესს აღძრავს, მაგრამ მას...

იაგო ხვიჩია – ბიძინა ივანიშვილის წერილი მკითხველში მხოლოდ ინტერესს აღძრავს, მაგრამ მას არ აკმაყოფილებს, გაგრძელებას ველოდები

44

ამ წერილში ბიძინა ივანიშვილის მოტივს ვერ ვხედავ და ძველი პროფესია ხელს მიშლის, დასკვნები გავაკეთო, სანამ მოტივს საერთოდ ვერ დავინახავ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც დეპუტატმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა, ივანიშვილის დღევანდელი განცხადება მკითხველში მხოლოდ ინტერესს აღძრავს, მაგრამ მას არ აკმაყოფილებს.

„წერილი მხოლოდ დასაწყისია, სადაც მხოლოდ თავდაპირველი მოვლენებია აღწერილი, მაგრამ მას გაგრძელებები უნდა ჰქონდეს, რადგან ის მკითხველში მხოლოდ ინტერესს აღძრავს, მაგრამ მას არ აკმაყოფილებს. მაგალითად, არის საუბარი კელი დეგნანთან სამსაათიან შეხვედრაზე, მაგრამ რაზე ისაუბრეს, ამაზე პასუხი არ არის. ასევე, ბევრი საკითხი არის დაწყებული, მაგრამ პოზიცია არ არის გამოხატული. ამიტომ მე გაგრძელებას ველოდები. ამ წერილში ბიძინა ივანიშვილის მოტივს ვერ ვხედავ და ძველი პროფესია ხელს მიშლის, დასკვნები გავაკეთო, სანამ მოტივს საერთოდ ვერ დავინახავ. ერთად დავაკვირდეთ, იქნებ, რამე გავიგოთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

https://1tv.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here