Home ახალი ამბები მსოფლიო ჰაერში გასროლილი 14 მილიარდი: ზელენსკი ომში “კუკურუზნიკებსა” და “შაჰიდმობილებს” იყენებს

ჰაერში გასროლილი 14 მილიარდი: ზელენსკი ომში “კუკურუზნიკებსა” და “შაჰიდმობილებს” იყენებს

90

ნატოს იარაღი ფრონტამდე არ მიდის. უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები იმით იბრძვიან, რაც ხელში მოხვდებათ _ დასავლელი ჟურნალისტების გამოძიება

ნატოს ქვეყნები განაგრძობენ უკრაინისთვის სხვადასხვა იარაღის მიწოდებას. უკვე შესყიდულია 14 მლრდ დოლარის იარაღი, მაგრამ მათ უმრავლესობას უკიდურესად არაეფექტიანად იყენებენ და ზოგჯერ იარაღი ფრონტის ხაზამდე ვერ აღწევს, ზოგჯერ კი უკრაინელები იძულებულნი არიან, თვითნაკეთი იარაღი გამოიყენონ.

Janes: დიდი ბრიტანეთი კიევს ორ კრეისერს აჩუქებს და მეზღვაურებს გაწვრთნის.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინისთვის ნაღმების აღმოსაჩენი  წყალქვეშა აპარატების (AUV) გადაცემის განზრახვის შესახებ განაცხადა, რათა ქვეყანას სანაპიროს გაწმენდაში დაეხმაროს. 3 აპარატი დიდი ბრიტანეთის მარაგიდან იქნება, სამს კი შეისყიდიან მწარმოებლისგან, რა თქმა უნდა, გადასახადის გადამხდელთა ხარჯზე.

“ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ უარი განაცხადა, დაესახელებინა კიევისთვის საჩუქრად გადასაცემი უპილოტო საფრენი აპარატის ტიპი, _ წერს ამერიკული თავდაცვითი სააგენტო Janes-ი. _ მხოლოდ თქვა, რომ ექვსივე აპარატი ერთი ტიპის იქნება და კარგად იმუშავებს 100 მ სიღრმეზე ნაღმების აღმოჩენის, ლოკალიზაციისა და დენტიფიკაციის თვალსაზრისით”.

უკრაინელ პერსონალს, როგორც ყოველთვის, გაწვრთნიან დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში. სამკვირიან სასწავლო კურსს ჩაატარებენ დიდი ბრიტანეთის სამეფოს სამხედრო-საზღვაო ფლოტისა და აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მე-6 ფლოტის ჯგუფები. სამეფო ფლოტმა უკრაინელ მეზღვაურებს უკვე ჩაუტარა Sandown minehunter კლასის გემების მართვის სწავლის კურსი: ბრიტანელებს განზრახული აქვთ, უკრაინელებს აჩუქონ 2 ნაღმოსანი კრეისერი _ Ramsey და Blyth-ი, მაგრამ გაურკვეველია, როგორ მოხვდება ეს ორი კრეისერი უკრაინის პორტებში, როცა თურქეთს აკრძალული აქვს ნებისმიერი სამხედრო გემის გატარება ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში.

დიდ ბრიტანეთში ამჟამად წვრთნიან 10 ათას უკრაინელს. ბრიტანელთა განცხადებით, უკრაინელთა მოტივაცია და საომარ მოქმედებებში მონაწილეობის სურვილის დონე, საბაზისო ცოდნა და მორალური სულისკვეთება საკმაოდ დაბალია.

ამას ადასტურებს ფრონტიდან წამოსული ცნობებიც: უკრაინელები უკმაყოფილონი არიან იძულებითი მობილიზაციით; ხშირია დეზერტირობის, ბრძანების შესრულებაზე უარის თქმისა და ტყვედ დანებების შემთხვევები. ამის ერთერთი ფაქტორიაკონტრშეტევისჩაფლავება ხერსონის მიმართულებით, სადაც დიდი დანაკარგები განიცადეს და, როგორც ჩანს, უკრაინელებს ვერანაირი წვრთნა და იარაღის მიწოდება ვერ იხსნის მარცხისაგან.

ORF: უკრაინელები იბრძვიან იმით, რაც ხელში მოხვდებათ _ “შაჰიდმობილებითდაწყებული, “კუკურუზნიკებითდამთავრებული

უკრაინელები ფრონტზე იარაღის ისეთ დეფიციტს განიცდიან, რომ იძულებულნი არიან, თვითნაკეთი იარაღი გამოიყენონ. მაგალითად, როცა არ აქვთ მობილური შასები, რაკეტებს სამოქალაქოში სატვირთო ავტომობილებზე ან კატერებზე აყენებენ და გამოსდით “შაჰიდმობილი”, რომელთა მსგავსს ახლო აღმოსავლელი ტერორისტები იყენებენ.

მსუბუქძრავიან თვითმფრინავ “კუკურუზნიკებს” კი ისე გადააკეთებენ, რომ ჰაერიდან შხამ-ქიმიკატების ნაცვლად ყუმბარებს ყრიან.

ავსტრიული გამოცემა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში შექმნილ არეულობას ადარებს ამერიკულ სერიალ “მაკგოვერის” სიუჟეტს. მასში მთავარი გმირი მარტივ იმპროვიზებულ მოწყობილობებს იყენებს უხერხული ვითარებიდან თავის დასაღწევად.

Janes: პენტაგონმა ყველა მოატყუა უკრაინისთვისდრონებზე მონადირისმიწოდების დაწყების შესახებ

იარაღის შესახებ ფეიკებს ავრცელებენ არა მხოლოდ უკრაინელები, არამედ ამერიკელებიც. მაგალითად, 24 აგვისტოს პენტაგონმა განაცხადა უკრაინისთვის თითქმის 3 მლრდ დოლარის ტრანშის გამოყოფის შესახებ. ტრანში თითქოს მოიცავდა კომპანია L3Harris Technologies-ის მიერ დამზადებული საზენიტო-სარეკეტო კომპლექს VAMPIRES-ს. ამ კომპლექსების დანიშნულება უპილოტო საფრენ აპარატებთან ბრძოლაა.

“მონადირეზე” მუშაობა უკრაინაში კონფლიქტის დაწყებამდე დაიწყო. კომპლექსის დამონტაჟება შეიძლება სატვირთო ავტომობილზე და აქვს ლაზერული დამიზნების მქონე რაკეტების გამშვები მოწყობილობა, ისეთების, როგორიც არის რაკეტა AGR-20.

მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ კონცეპციაა _ სერიულ გამოშვებამდე საქმე არ მისულა. დამამზადებელ კომპანიასაც, შესაბამისად, კონტრაქტი არ მიუღია აშშ-ის მთავრობისგან კომპლექსების დამზადებასა და უკრაინაში გაგზავნის თაობაზე. ეს კომპლექსები ხომ ბუნებაში არ არსებობს.

ამ კომპანიებმა სააგენტო Janes-ს განუცხადეს, რომ ამ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის შექმნა დასრულდება მხოლოდ 2023 წლის მაისში, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია პენტაგონისთვის ეთქვა, რომ უკრაინის ცას “გაწმენდენ” რუსული უპილოტო საფრენი აპარატებისგან.

გიორგი გაჩეჩილაძე

https://svpressa.ru/war21/article/345025/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here