Home ახალი ამბები საქართველო გულბაათ რცხილაძემ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, უარი თქვას ნატოში ინტეგრაციაზე და უკრაინა არამეგობრულად...

გულბაათ რცხილაძემ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, უარი თქვას ნატოში ინტეგრაციაზე და უკრაინა არამეგობრულად განწყობილ ქვეყნად აღიაროს

176

ცნობილმა ქართველმა პოლიტოლოგმა, არაკომერციული ორგანიზაციაევრაზიის ინსტიტუტისდირექტორმა გულბაათ რცხილაძემ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, უკრაინა არამეგობრულ სახელმწიფოდ აღიაროს, უარი თქვას ნატოში შესვლის არაკონსტიტუციურ ნორმაზე და მიიღოს კანონი, რომელიც აუკრძალავს საქართველოს მოქალაქეებს საზღვარგარეთ სამხედრო კონფლიქტებში მონაწილეობას, _ წერს Politrus.com-.

ტელეკომპანია “ალტ-ინფოს” ეთერში გულბაათ რცხილაძემ განაცხადა:

_ რამდენი რამ უნდა თქვას ამ არახამიამ (დავით არახამია _ უკრაინის უზენაესი რადის დეპუტატი) თქვენზე, რამდენჯერ უნდა შეურაცხყოს თქვენი მშობლები, რომ გაიგოთ: რეჟიმი, რომელიც არსებობს კიევში, თქვენ და საქართველოს მიმართ მტრულად არის განწყობილი. ეს რეჟიმი საქართველოს მიუსიეს.

კონკრეტულად მოგიწოდებთ:

პირველი. საქართველომ კიევის ამჟამინდელი ხელისუფლება საქართველოს მიმართ არამეგობრულად განწყობილ რეჟიმად გამოაცხადოს;

მეორე. საკანონმდებლო დონეზე აიკრძალოს საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობა სხვა ქვეყნის სამხედრო კონფლიქტში;

მესამე. კონსტიტუციიდან ამოიღეთ სამარცხვინო დებულება ნატოსა და ევროკავშირის წევრობის შესახებ, რადგან, თუკი საქართველოს აქვს თავისი გეოპოლიტიკური წონა რეგიონში, ევროკავშირი და ნატო თვითონ უნდა იყვნენ დაინტერესებულნი თავიანთ წევრად საქართველოს მიღებით. ჩვენ არ უნდა ვიყოთ მთხოვნელის როლში.

მივმართავ ქართველ მებრძოლებს უკრაინაში:

ნამდვილი გმირები არიან დიდი სამამულო ომის ის მებრძოლები, რომელთა ნეშტები მიმდინარე წელს გადმოასვენეს ყირიმიდან საქართველოში. მათ სამთავრობო დელეგაცია უნდა დახვედროდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. მიუხედავად ამისა, ისინი მაინც გმირები არიან. მაგრამ არანაირი გმირები არ არიან ისინი, ვინც დღეს ფულის გამო უკრაინაში იბრძვის. საკუთარ სულში ჩაიხედეთ _ რისთვის ჩახვედით იქ? იქ შეიძლება ორიოდე ადამიანი იდეის გამოც არის, მაგრამ მათ არასწორი იდეა აქვთ.

გაიგეთ, ბოლოს და ბოლოს, რომ ეს ანტიმართლმადიდებლური პროექტია, რომელიც მოწოდებულია ჩვენი ეკლესიისა და ჩვენი ხალხების ერთიანობის დასანგრევად, მიზანი კი დასავლეთისთვის ჩვენი სრული დამორჩილებაა.

გიორგი გაჩეჩილაძე

https://www.politrus.com/2022/08/02/georgia-analytics-7/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here