Home ახალი ამბები საქართველო გიორგი ვოლსკი: ე.წ რადიკალური ოპოზიცია უკვე ღიადაც აცხადებს, რომ დესტაბილიზაცია კვლავ სტრატეგიულ...

გიორგი ვოლსკი: ე.წ რადიკალური ოპოზიცია უკვე ღიადაც აცხადებს, რომ დესტაბილიზაცია კვლავ სტრატეგიულ გეგმად რჩება

44

პარლამენტის ვიცე-სპიკერ გიორგი ვოლსკის განცხადებით, ე.წ. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების ალტერნატიულ ჯგუფში მუშაობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათი პარტიები დეპოლარიზაციის შემცირებას არ აპირებს.

„უკვე ღიადაც აცხადებენ, რომ დესტაბილიზაცია კვლავ სტრატეგიულ გეგმად რჩება, არ აპირებს ე.წ რადიკალური ოპოზიცია არც ევროკავშირის მოთხოვნისა და წინადადების მიღებას დეპოლარიზაციის თობაზე და, რაც მთავარია, საზოგადოების უდიდესი ნაწილის მოთხოვნის შესრულებას არ აპირებს“, – აცხადებს გიორგი ვოლსკი.

პარლამენტის მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფებში ჩართვის ნაცვლად, ე.წ. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ალტერნატიულ ჯგუფში მუშაობენ. მათ სამი თემატური შეხვედრა უკვე გამართეს. ოპოზიციური პარტიების ნაწილი ამგვარად მოქმედებას საშემოდგომო სესიამდე აპირებს, შემდეგ საკუთარ კანონპროექტებს კომიტეტის სხდომებზე გაიტანენ.

https://imedinews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here