Home ახალი ამბები საქართველო გია ვოლსკი – თუკი ფრენებთან დაკავშირებით სანქციას მოხსნის რუსეთი, იქმნება გარემოებები, როცა...

გია ვოლსკი – თუკი ფრენებთან დაკავშირებით სანქციას მოხსნის რუსეთი, იქმნება გარემოებები, როცა უნდა მივესალმოთ გადაწყვეტილებას

83

თუკი ფრენებთან დაკავშირებით სანქციას მოხსნის რუსეთი, იქმნება გარემოებები, როცა უნდა მივესალმოთ გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

ვოლსკი აცხადებს, რომ არ აქვს ინფორმაცია ქართული მხარის მიერ ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციისთვის მიმართვის თაობაზე, რაზეც ჯაბაროვი საუბრობს.

“მიმართვის თაობაზე ინფორმაცია არ მაქვს, არაერთი ინფორმაცია მომისმენია, რომელიც აბსოლუტურად არ შეესაბამება რეალობას, მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ ფრენები შეწყვიტა რუსეთის ფედერაციამ და ეს მნიშვნელოვანწილად შეიძლება შეფასდეს, როგორც სანქცია საქართველოს წინააღმდეგ, ათასობით ქართველის წინააღმდეგ, რომელიც ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში. თუკი სანქციას მოხსნის, იქმნება გარემოებები, როცა უნდა მივესალმოთ გადაწყვეტილებას, რომელიც შეესაბამება ქართველების, თუნდაც არაქართველების, საქართველოსთან დაკავშირებული პირების, მისი მოქალაქეების ინტერესებს,”- განაცხადა ვოლსკიმ.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმირ ჯაბაროვმა განაცხადა, რომ საქართველომ თავად მიმართა რუსეთს საჰაერო კომუნიკაციის აღდგენის თხოვნით. ჯაბაროვის განცხადებით, მიმართვა რამდენიმე კვირის წინ გაკეთდა და საუბარი იყო რუსული ავიაკომპანია “აეროფლოტის” რეისების აღდგენაზე.

https://www.interpressnews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here