Home ახალი ამბები მსოფლიო გერმანიისა და შეერთებული შტატების მეცნიერებმა კორონავირუსის ლაბორატორიული წარმოშობის მტკიცებულებები აღმოაჩინეს

გერმანიისა და შეერთებული შტატების მეცნიერებმა კორონავირუსის ლაბორატორიული წარმოშობის მტკიცებულებები აღმოაჩინეს

N-tv: მეცნიერთა ჯგუფმა გამოაცხადა კორონავირუსის ლაბორატორიული წარმოშობის 99,9% ალბათობა

117
კორონავირუსი

მკვლევართა ჯგუფმა გერმანიიდან და აშშ-დან იპოვა მტკიცებულება, რომ კორონავირუსი, სავარაუდოდ, ბიოინჟინერიის შედეგად გაჩნდა. ამის შესახებ n-tv არხს განუცხადა ვიურცბურგის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს მეცნიერმა ვალენტინ ბრუტელმა, რომელიც კვლევაში მონაწილეობდა.

”ჩვენი კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ეს ვირუსი 99,9%-ით არის ბუნებრივი ვირუსის ხელოვნურად შექმნილი ასლი”, – თქვა ბრუტელმა.

მისი თქმით, მან Sars-CoV-2-ის გენომში ანომალიები ჯერ კიდევ 2021 წლის ზაფხულში შენიშნა და მას შემდეგ ჩაერთო მისი წარმოშობის შესწავლაში. მეცნიერმა განმარტა, რომ მათ კორონავირუსის გენომში აღმოაჩინეს სპეციფიკური კანონზომიერება, რომელიც დამახასიათებელია სინთეზური ვირუსებისთვის, ხოლო ბუნებრივ ვირუსებში ბლოკები შემთხვევით ნაწილდება.

კვლევის შედეგების მიხედვით, SARSCoV-2 „დიდი ალბათობით შეიძლება წარმოშობილიყო, როგორც ინფექციური კლონი, შეგროვებული in vitro“.

მანამდე ბრიტანული სამედიცინო ჟურნალის Lancet-ის მიერ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა კომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში ორწლიანი კვლევის შედეგების შესახებ. მასში გამოთქმულია ვარაუდი, რომ COVID-19 შეიძლება წარმოშობილიყო ლაბორატორიაში. დოკუმენტში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები უარს ამბობს COVID-19-თან დაკავშირებული ვირუსების კვლევის დეტალების გამჟღავნებაზე და ეს ხელს უშლის სრულფასოვანი დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას, რითიც შესაძლებელი გახდება პასუხი გაეცეს კითხვას, თუ როგორ გაჩნდა COVID-19.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here