Home ახალი ამბები მსოფლიო გერმანიის მარეგულირებელი კომპანია – გათბობის გადასახადები შესაძლოა, გასამმაგდეს

გერმანიის მარეგულირებელი კომპანია – გათბობის გადასახადები შესაძლოა, გასამმაგდეს

69

გათბობის ყოველთვიური გადასახადები მომავალ წელს შესაძლოა, სამჯერ გაიზარდოს რუსული გაზის იმპორტის შემცირების გამო, – ამის შესახებ გერმანიის ენერგეტიკის მარეგულირებელი უწყების „ფედერალური ქსელის სააგენტოს“ ხელმძღვანელმა, კლაუს მიულერმა განაცხადა.

მისი თქმით, მაღალი ხარჯების შესამსუბუქებლად შესაძლებელია კომპანიების სუბსიდირება განხორციელდეს ან სახელმწიფომ დახმარება შესთავაზოს მათ, ვისაც არ შეუძლია გაზრდილი ფასების გადახდა.

კლაუს მიულერმა განმარტა, რომ კერძო ოჯახები დაცული იქნებიან ენერგეტიკული კრიზისის დროს გერმანული და ევროპული კანონმდებლობით.

„ყველაზე უარესი სცენარის შემთხვევაშიც კი, გერმანია გააგრძელებს გაზის მიღებას ნორვეგიიდან და ბელგიისა და ჰოლანდიის ტერმინალებიდან და მალე პირდაპირ გერმანიის სანაპიროზე მდებარე ტერმინალებიდან“, – აღნიშნა მან.

https://www.interpressnews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here