Home ახალი ამბები მსოფლიო გერმანელი ჟურნალისტის განცხადებით, ევროპულ მასმედიაში ტოტალური ცენზურაა გამეფებული

გერმანელი ჟურნალისტის განცხადებით, ევროპულ მასმედიაში ტოტალური ცენზურაა გამეფებული

104

დასავლურ მედიასაშუალებებში ჟურნალისტები წერენ მხოლოდ იმას, რასაც მათგან მოითხოვენ ტრანსატლანტიკური კორპორაციები, რომლებმაც უზრუნველყვეს მათი სწავლა და დასაქმება, _ განაცხადა გერმანელმა ჟურნალისტმა ტომას რიოპერმა გამოცემაბლოკნოტ როსიასთანინტერვიუში. ამის შესახებ წერს politnavigator.net.

გერმანელმა  ჟურნალისტმა მოიყვანა მაგალითი, როცა ჯერ კიდევ სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე ევროპელი პროპაგანდისტები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ რუსეთი არ ასრულებს მინსკის შეთანხმებას.

“ეს თემა მკვდარი იყო, თვეების განმავლობაში დონბასზე არავინ ლაპარაკობდა, არც სროლებზე. მინსკის შეთანხმებაზე კი ჰკითხეთ ნებისმიერ ევროპელს, თუ იცის, იქ რა წერია. როცა მინსკის შეთანხმებას ხელი მოაწერეს (2015 წლის თებერვალში), გერმანულ პრესაში ვეძებდი მის ტექსტს, მაგრამ ამაოდ. ისინი ისე წერდნენ ამ შეთანხმებებზე, როგორც თვითონ ესმოდათ. იძულებული შევიქენი, რუსეთის “ტასს”-ის ვებგვერდზე შევსულიყავი, ამ შეთანხმების ტექსტი რომ წამეკითხა.

ერთხელ, როცა გერმანულ პაბში ვიჯექი, ადამიანები გავიცანი, რომლებმაც მკითხეს, საიდან ვიყავი და, როცა ვუპასუხე, რუსეთიდან ვარ-მეთქი, დაიწყეს თავიანთი თვალსაზრისის გამოხატვა. მე ვუთხარი: ახლა მოსაწევად წავალ, მოგცემთ მინსკის შეთანხმებას, ძალიან მარტივი ტექსტია, გვერდ-ნახევარი, 13 პუნქტი და, როცა დავბრუნდები მაჩვენეთ, რომელ პუნქტშია ნახსენები რუსეთი და რა ვალდებულებები აკისრია მას, რომელიც უნდა შეასრულოს, რათა სანქციები მოუხსნან-მეთქი.

წავედი მოსაწევად, როცა დავბრუნდი, ადამიანები კვადრატული თვალებით მიყურებდნენ… იმიტომ, რომ იქ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ისმოდა, რუსეთი მინსკის ხელშეკრულებას არ ასრულებს და ამიტომ სანქციებს ვერ მოვუხსნითო. დასავლეთში ელემენტარული რაღაცები არ იციან, იმიტომ, რომ მასმედია ამაზე არ წერს და ლაპარაკობს”, _ განაცხადა რიოპერმა. მან ახსნა, რატომ წერენ გერმანელი ჟურნალისტები მხოლოდ იმას, რაც ხელს აძლევს დასავლეთს.

“გერმანიაში, ზუსტად ვიცი, კარიერას ვერ გაიკეთებ, თუ ტრანსატლანტიკელთა ქსელიდან არ ხარ გამოსული, არის იქ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია, ტრანსატლანტიკური, ვინც იქ არ შედის, სტუდენტობისას სტიპენდიას ვერ მიიღებს, ვერ შევა რომელიმე ორგანოში ექსპერტად, მაგალითად, დირექტორთა საბჭოში, ე.წ. მმართველობაში. და, თუ იქ არ ხარ, კარიერას ვერ გაიკეთებ, ამიტომ მათ იციან, რაზე წერონ. სწამთ თუ არა, რასაც წერენ, მათ უნდა ჰკითხოთ. ყოველ შემთხვევაში ბევრი ჟურნალისტი ვიცი, რომლებმაც ისე არ დაწერეს, როგორც საჭირო იყო და უცებ დაკარგეს სამსახური; ამიტომ წერენ იმას, რასაც მოითხოვენ, თუნდაც საწინააღმდეგო თვალსაზრისი ჰქონდეთ”, _ განაცხადა გერმანელმა ჟურნალისტმა.

ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here