Home ახალი ამბები საქართველო გელა ნიკოლაიშვილი: კონკრეტულ მტკიცებულებებთან გვაქვს საქმე და სიმართლე დასადგენია – არის ეს...

გელა ნიკოლაიშვილი: კონკრეტულ მტკიცებულებებთან გვაქვს საქმე და სიმართლე დასადგენია – არის ეს ავთენტური თუ შეთხზული მასალები

151

ჩვენ კონკრეტულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. კონკრეტულ მტკიცებულებებთან, რომელი აუცილებლად გამოძიებას ექვემდებარება და დასადგენია სიმართლე ამ თვალსაზრისით – არის ეს ავთენტური მასალები თუ შეთხზული, – ამის შესახებ „ქრონიკაში“ ჩართვისას გელა ნიკოლაიშვილმა განაცხადა.

ადვოკატმა გიორგი შარაშიძესთან დაკავშირებულ მასალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დოკუმენტაციის ავთენტურობა და წყარო დასადგენია.

„თითქმის ერთი წლის წინ ეს გახმაურებული საქმე იყო, როდესაც გავრცელდა. თითქოს, სუს-დან გამოტანილი მასალები იყო. რეალურად იყო თუ არა, ვიცი, რომ გამოძიება მიმდინარეობს და არ ვიცი, რა ეტაპზეა იგი. თუმცა, აქ ჩვენ კონკრეტულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. კონკრეტულ მტკიცებულებებთან, რომელიც აუცილებლად გამოძიებას ექვემდებარება და დასადგენია სიმართლე ამ თვალსაზრისით – არის ეს ავთენტური მასალები თუ შეთხზული. თუ ავთენტური მასალებია მისი შენახვა, გამოყენება, გავრცელება და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ისჯება კანონით, რომელიც დღეს საკმაოდ გამკაცრებულია და მარტო პირველი ნაწილი მისი, ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – განაცხადა ადვოკატმა.

დღეს გელა ნიკოლაიშვილმა და საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აი იას“ თანადამფუძნებელმა ვატო შაქარიშვილმა პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც განაცხადეს, რომ არსებობს ჟურნალისტისა და გიორგი შარაშიძის მიმოწერის ამსახველი მასალები, რომელიც ადასტურებს, რომ ჟურნალისტი რესპონდენტის დაშანტაჟებას ცდილობდა.

imedinews.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here