Home ახალი ამბები მსოფლიო გაერომ აღიარა, რომ მათ ჯერ კიდევ არ იციან სად მიდიან უკრაინული მარცვლეულით...

გაერომ აღიარა, რომ მათ ჯერ კიდევ არ იციან სად მიდიან უკრაინული მარცვლეულით დატვურთული გემები

136
გაერომ აღიარა, რომ მათ ჯერ კიდევ არ იციან სად მიდიან უკრაინული მარცვლეულით დატვურთული გემები

გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) ხელმძღვანელმა რებეკა გრინსპანმა განაცხადა, რომ შეუძლებელია უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით დატვირთული გემების საბოლოო დანიშნულების ადგილის ცოდნა. ამავე დროს, მან პირობა დადო, რომ გაერო შექმნის მექანიზმს, რომელიც მიზნად დაისახავს ამის გარკვევას.

ორგანიზაციაში არსებული მონაცემების მიხედვით, „სასურსათო გარიგების“ ფარგლებში შავი ზღვის გავლით ექსპორტირებული უკრაინული მარცვლეულის დაახლოებით 48% მიდის განვითარებულ ქვეყნებში.

უკრაინიდან შავი ზღვის გავლით ექსპორტირებული მარცვლეულის თითქმის 48% მიდის განვითარებულ ქვეყნებში, ხოლო 52% განვითარებად ქვეყნებში“, – განაცხადა გაეროს წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ 22 ივლისს სტამბულში ხელი მოეწერა მრავალმხრივ ხელშეკრულებებს ექსპორტზე რუსული პროდუქციის მიწოდებაზე შეზღუდვების მოხსნის და უკრაინული მარცვლეულის ექსპორტში რუსეთის დახმარების შესახებ. როგორც EADaily იტყობინება, სექტემბრის დასაწყისში პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2022 წლის აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ ევროპული ქვეყნები კვლავ მოქმედებენ, როგორც კოლონიზატორები და ატყუებენ განვითარებად ქვეყნებს. მისი თქმით, უკრაინიდან ექსპორტირებული თითქმის მთელი მარცვლეული არა განვითარებად ქვეყნებში, არამედ ევროკავშირში იგზავნება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here