Home ახალი ამბები მსოფლიო “ფსკერზე ერთად დავეშვებით”

“ფსკერზე ერთად დავეშვებით”

დიდი ბრიტანეთი და უკრაინა აშშ-ს ემუქრებიან

171

ბრიტანულმა გამოცემა The Telegraphმა გამოაქვეყნა მასალა, რომელსაც ერთვის უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს  უფროს ვადიმ სკიბიცკის კომენტარები.

სკიბიცკის ნათქვამზე დაყრდნობით გამოცემა იუწყება, რომ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა HIMARS-ებით შეტევამდე უკრაინა მიზანს აშშ-თან ათანხმებს, თანაც უკრაინის მხარე მონაცემებს თითქმის ონლაინრეჟიმში იღებს. სკიბიცკის განცხადებით, აშშ-ისა და უკრაინის დაზვერვები გამუდმებით ურთიერთქმედებენ, _ იუწყება მედიასაშუალება, _ კონსულტაციების დონე ამერიკის მხარეს საშუალებას აძლევს, შეაჩეროს შეტევა ნებისმიერ მიზანზე, თუკი ის აშშ-ს არ აკმაყოფილებს.

ამრიგად, კიევი აცხადებს, რომ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან (HIMARS) დარტყმის ადგილებს პენტაგონს უთანხმებდა. ელენოვკაში საგამოძიებო იზოლატორის დაბომბვის ფონზე, როცა 50 უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა, ზემოაღნიშნული განცხადება გაისმა, როგორც უკრაინის მუქარა აშშის მიმართ, რომელსაც აშკარად არ სურს გაერიოს რეზონანსულ ინციდენტში მონაწილეობა.

რამდენიმე დღის წინათ ელენოვკის საგამოძიებო იზოლატორს, რომელშიც მოთავსებული იყო 193 უკრაინელი სამხედრო ტყვე, უმეტესად ბატალიონ “აზოვის” მებრძოლები, HIMARS -იდან დაარტყეს; დაიღუპა 50 ადამიანი, დაიჭრა _ 73. კიევის რეჟიმის მცდელობას, მომხდარში რუსეთი დაედანაშაულებინა, მედიის მხარდაჭერა არ მოჰყოლია.

დასავლურმა მედიამ და აშშ-ის ხელისუფლებამ ამ თემას გვერდი აუარა, თუმცა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს უკრაინელების ბრალია, “მათ არ სურდათ ეს”. ამის მიზეზია ის, რომ ამერიკული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა HIMARS-ის გამოყენების ფაქტი ადვილი დასადგენია.

თავის მხრივ, რუსეთმა მიიწვია გაერო და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, რათა ამ ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გამოიძიონ ინციდენტი. გაერო დათანხმდა, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა კი განაცხადა, რომ სათანადო მანდატი არ აქვს.

საერთოდ, HIMARS _ ეს არის პისტოლეტი, რომელსაც გასროლის შემდეგ ბოლი ასდის და რომელიც უალტერნატივოდ მიუთითებს უკრაინაზე, როგორც დანაშაულის ჩამდენზე.

ექსპერტთა აზრით, საგამოძიებო იზოლატორის დაბომბვა მოხდა HIMARS-ებიდან. აზოვისბატალიონის მებრძოლები კიევს ცოცხლები არ სჭირდება, რადგან მისი ნაციზმი აშკარაა, როგორც მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები. სიკვდილმა კი ბევრი პრობლემა ჩამოწერა. ჩვენების მიმცემი და ბევრის მცოდნე უკრაინელი ტყვეების ლიკვიდაციისთვის აუცილებელი იყო ისეთი შეიარაღების გამოყენება, რომელიც გაარღვევდა რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვას და ამის გაკეთება მხოლოდ HIMARS-ებს შეეძლო. ეს კონფლიქტში აშშ-ისა და მისი ევროპელი მოკავშირეების ჩართვაზე მიუთითებს.

სწორედ ეს მომენტი შეახსენა ამერიკას უკრაინამ სკიბიცკის პირით, როცა მან მიზნების ადგილებსა და მჭიდრო თანამშრომლობაზე ილაპარაკა. კიევმა ვაშინგტონს შეახსენა, რომ მას შეეძლო, შეეჩერებინა ელენოვკაზე დარტყმა, მაგრამ სანქცია გასცა.

გიორგი გაჩეჩილაძე

www.topnews.ru

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here