Home ახალი ამბები მსოფლიო ევროპის დაისი სრულიად მსოფლიოს ემუქრება

ევროპის დაისი სრულიად მსოფლიოს ემუქრება

191

გერმანულმა გაზეთმა Die Weltმა გამოაქვეყნა ჟურნალისტ დანიელ ეკერტის მასალა, რომელშიც მან ევროპას უწინასწარმეტყველა კრიზისი, მსგავსი რომის იმპერიის მასშტაბური დაცემისა კრახის წინ.

ეს თემა ამჟამინდელი ევროპული გაგებით, აკადემიური კი არა, საკმაოდ სკანდალურია. ჯერ კიდევ ზაფხულში მასზე ფრთხილად წერდა ჟურნალი “შპიგელი”. ავტორმა გაუბედავად გაავლო პარალელი III-V საუკუნეების რომის იმპერიის მდგომარეობასა და თანამედროვე გერმანიის ზოგიერთ პრობლემას შორის.

დანიელ ეკერტმა გარისკა და უფრო შორს წავიდა. მან გაიხსენა ორი მომენტი, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანა რომის იმპერიის კრახში. მან თანამედროვე პანდემია, აგრეთვე, წინასწარი განზრახვით მასთან უაზრო ბრძოლა, შეადარა იუსტინიანეს ჭირს (შავ ჭირს), რომელმაც ძირი გამოუთხარა რომის არმიის ბრძოლისუნარიანობასა და ეკონომიკურ ცხოვრებას რომის იმპერიის დიდ ქალაქებში.

ეკერტმა ეზოპეს ენით გააკრიტიკა ევროკავშირის იდეა “ფასებზე ზღვრის” დაწესების შესახებ. სწორედ რომის სახელმწიფოს მოუქნელმა მოქმედებებმა,  შეეზღუდა ფასები, უწინარესად, პურზე _ გამოიწვია მასშტაბური ეკონომიკური კრიზისი იმპერიაში,

ეკერტს პოლიტკორექტულობამ არ მისცა უფლება, მიეთითებინა ევროპის დაცემის ის სიმპტომები, რომლებიც გარეშე ადამიანს თვალში ხვდება. ბარბაროსების შესევა _ აი, აშკარა პარალელი ძველ რომთან. გულუბრყვილობაა იმის ვარაუდი, რომ “ხალხების დიდი გადასახლება” დაგეგმილი სამხედრო აქცია იყო. არა, რა თქმა უნდა, სამხედრო მოქმედებებიც იყო, აგრეთვე, რომაელი ლეგიონერების დამარცხებები და ქალაქების შტურმიც. მაგრამ ბარბაროსები რომის ტერიტორიაზე უზარმაზარი ქარავნის სახით შედიოდნენ, პირობითად, “ლტოლვილებად”, არალეგალებად, ასე ვთქვათ, მიგრანტებად.

რომის იმპერიის დაცემის პერიოდში დიდი ქალაქები უცხოელებით გაივსო. მონები და თავისუფლებამოპოვებულები, მდიდარი ვაჭრები, დიასპორების გავლენიანი მეთაურები, მოკლედ, “ჩასულთა სრული ინტერნაციონალი”, რომელშიც ჩაგრულნი იყვნენ მკვიდრი რომაელები. რაზეა ლაპარაკი, როდესაც პრეტორიანელებსაცკი, იმპერატორის პირად გვარდიას, “არაადგილობრივებიდანირჩევდნენ. განსაკუთრებული წარმატებით სარგებლობდნენ ილიარელები. გასაკვირი არ არის, რომ ერთ მშვენიერ დღეს სწორედ ილირიიდან წამოსულები ჩაუდგნენ სათავეში რომის ისტორიას. განა არ მოგაგონებთ ეს მიგრანტების შეჭრას თანამედროვე ევროპაში?

მაგრამ ამის შესახებ Die Welt-ი არ წერს, ისევე, როგორც იმაზე, რომ დღევანდელი ევროპის ლგბტ დღის წესრიგი გადმოწერილია ძველი რომის ყველაზე ექსტრავაგანტური პრაქტიკიდან.

მხოლოდ ზარმაცებმა, ალბათ, არ შეადარეს ტრანსგენდერების თანამედროვე რელიგია რომში პოპულარულ კიბელას კულტს, რომელიც ადეპტებს თვითკასტრაციას სთავაზობდა. 2 ათასი წლის წინათ პოეტმა კატულუსმა თავის ლექსებში ხატოვნად აღწერა განცდები ერთ-ერთი ასეთი გაჭირვებულისა, რომელმაც “გადასვლა” გადაწყვიტა, მაგრამ, როდესაც ტრანსგენდერად გაიღვიძა, მიხვდა, რომ იჩქარა. “ვაი, ვაი, ვაი, თავი დავიღუპე!” _ ამბობს ატისი, რომელმაც კიბელას პატივსაცემად თავი დაისაჭურისა. _ თუმცა თემატიკა ისეთი აქტუალურია, შეიძლება ნობელის პრემიაზე წარვადგინოთ, არა?

რომის დაცემის ეპოქასა და თანამედროვე ევროპას შორის პარალელი იმდენია, რომ უნებლიეთ ჩნდება ეჭვი _ ევროკავშირის კრიზისი შეგნებულად ხომ არ არის კონსტრუირებული? აი, ეკერტიც ამბობს, რომ ევროპის დაცემა “ძველი რომის სცენარით” ვითარდება. აქ საკვანძო სიტყვა “სცენარია”.

საქმეს ისეთი პირი უჩანს, თითქოს ამერიკელმა უფროსებმა თავიანთ ჰარვარდებსა და იელებში გულმოდგინედ შეისწავლეს გიბონი და მომზენი. ბრიტანელმა და გერმანელმა ისტორიკოსებმა ხატოვნად აღწერეს რომის იმპერიის დაშლის პროცესები და დაწვრილებით შეისწავლეს მათი მექანიკა.

დღეს მათი წაკითხვა სიამოვნებაა. შეადარეთ, მაგალითად, მომზენის აზრი, რომელიც მან 150 წლის წინათ გამოთქვა: რომში კაპიტალიზმის ბატონობამ ზღვარს მიაღწია. კაპიტალიზმი ყველგან ერთნაირად (…) ღუპავს ღვთის მიერ შექმნილ მსოფლიოს (…), მაგრამ, თუ კაცობრიობას მოუწევს, კიდევ ერთხელ იხილოს ის საშინელებები, რომლებსაც ადამიანები განიცდიდნენ კეისრის მმართველობის პერიოდში, მაშინ ასეთი უბედურება დაემართება ადამის მოდგმას, როდესაც სრულიად განვითარდება ბატონობა კაპიტალისა, რომლის თესლიც ჩადებულია ამერიკის შეერთებული შტატების ცივილიზაციაში”.

ევროპელ კონკურენტთან გამკლავების მცდელობისას პოტომაკზე  მდებარე რომს სრულიად შეგნებულად შეეძლო ევროკავშირში იმ პროცესების დაწყება, რომლებმაც დაღუპვამდე მიიყვანა ძველი რომი. ამერიკული ელიტებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველი უნდა ყოფილიყო ედვარდ გიბონის, “რომის იმპერიის დაისისა და დაცემის” ავტორის, აზრი იმის შესახებ, რომ დიდი სახელმწიფო დაღუპა ისეთმა აგრესიულმა და თავგასულმა სექტამ, როგორებიც იყვნენ ადრინდელი ქრისტიანები. თანამედროვე ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ ათეისტმა გიბონმა აქ ძალიან გააზვიადა, მაგრამ თვითონ იდეა სახელმწიფოს დასანგრევად რადიკალური სექტანტური იდეოლოგიის გამოყენებისა არსად გამქრალა. და აი, ჩვენ ვხედავთ, როგორი თანმიმდევრულობით ავიწროვებენ და დევნიან ტრადიციულ რელიგიებს, უწინარესად, ქრისტიანობას.

ეკლესიებს ცეცხლს უკიდებენ, ბილწავენ; მღვდლებს თავს ესხმიან. დამწვარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენაზე არავინ ფიქრობს, ქრისტიანობის ნანგრევებზე კი სრულიად ველური სექტანტური მრწამსი დათარეშობს _ პოლიტკორექტულობის, ლგბტ-ის, BLM-ის, MeToo-ს უფლებები, გლობალური დათბობა. ეს ყველაფერი, კარგა ხანია,  ადამიანის უფლებებისთვის მოძრაობა კი არა, სასტიკი თანამედროვე რელიგიაა. ჩვენ გვაქვს რწმენის ჩვენი სიმბოლოები, ჩვენი რიტუალები, გვყავს ჩვენი ქურუმები, ჩვენი ერეტიკოსები. ამ “უმცირესობების” სექტებს _ ვეგეტარიანებიდან ლგბტ-პირებამდე _ აერთიანებს მათი ანტისახელმწიფოებრივი მიმართულება. ისინი, უბრალოდ, დესტრუქციულნი არიან. ეს არის იარაღი სახელმწიფოს დასანგრევად. მათ სხვა არანაირი მიზანი არ აქვთ.

აღსანიშნავია, რომ ამერიკელები სიამოვნებით კვებავენ ამ სექტებს ევროპის ტერიტორიაზე, მაგრამ თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებში აზრთა დიაპაზონი გაცილებით ფართოა და იქ სექტებს ასეთი თავისუფლება არ აქვთ. თუ ნიუ-იორკში, მაგალითად, ტრანსგენდერებს მწვანე შუქი აქვთ ანთებული, ფლორიდაში მათი ადგილი არ არის. თუ დემოკრატიულ შტატებში აბორტი დაშვებულია, რესპუბლიკურ შტატებში ის აკრძალულია.

ზუსტად ასე მოქმედებს ვაშინგტონი სხვა მიმართულებებითაც. ევროპას შეუსიეს მიგრანტები, გაწყვიტეს მისი ეკონომიკური კავშირები, პირველ რიგში, რუსეთთან, კლავენ ეკონომიკას. ყველაფერი ისე გამოიყურება, თითქოს ვაშინგტონის კაპიტოლიუმის ბინადრებმა ევროკავშირის ტერიტორიაზე გაითამაშესევროპის იმპერიის დაცემისა და დაღუპვისსცენარი, დაწერილი ინგლისელი გიბსონის მიერ 250 წლის წინათ.

ამ დაცემის გამო სიხარული, რა თქმა უნდა, არ ღირს: 2022-23 წლების ზამთარი პირველი კრიზისი არ იქნება ევროპის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში. მას უარესიც გადაუტანია _ გამუდმებული ომები, მასობრივი შიმშილი, საშინელი ეპიდემიები. ეს მხოლოდ ბოლო რამდენიმე ათეული წელია, ევროპელებმა შეძლეს სხვებისთვის თვალებში ნაცრის შეყრა, რომ აქ მათ სამოთხე აქვთ შექმნილი. არადა, კრიზისიდან კრიზისამდე ცხოვრობდნენ. სხვა საქმეა, როგორ უმკლავდებოდნენ ამ კრიზისებს. დასაწყისში მათ არ ეშინიათ ლაპარაკის და ამას აკეთებენ რაღაც მაზოხისტური აღტაცებით. “ევროპის დაისი”  ლიტერატურის მთელი ჟანრია და ის 100 წლის წინათ შპენგლერს არ შეუქმნია.

X საუკუნეში ევროპელები სამყაროს დასასრულს ელოდნენ, რომელიც უნდა დამდგარიყო მე-1000 წელს, ყველასთვის გასაგები იყო, რომ ევროპის დასასრული ახლოვდებოდა. “დაცემა და კრახი”… XIX საუკუნეში ჭირის ეპიდემიის შემდეგ კვლავ ელოდებოდნენ დასასრულს, 30-წლიანი ომის ნანგრევებზე უკეთეს აპოკალიფსურ საფრთხობელებს თხზავდნენ. და ყოველ ჯერზე ევროპელი ლიდერები აცხადებენ, რომ ყველაფერი დასრულდება, “ყველანი მოვკვდებით”.

რომის “დაცემაზე” კი ჯერ კიდევ კატონუფროსი ჩიოდა _ მის პერიოდში რომი გამარჯვებას გამარჯვებაზე აღწევდა, დაცემაზე საერთოდ არ იყო ლაპარაკი, მაგრამ კატონი ჩიოდა, რომ ობივატელი დაკავებული იყო მხოლოდ მომხმარებლობით, ცხოვრობდა ფუფუნებაში, ფრონტზე არ მიდიოდა. ეს ჩივილი, უბრალოდ, მილიტარიზმის შედეგი იყო, კატონი ოცნებობდა, პირისაგან მიწისა აღეგავა კართაგენი და ასე მოახერხა თავისი აუდიტორიის მობილიზაცია. საზოგადოდ, თავი არ უნდა მოვიტყუოთ: დაცემისა და კოლაფსის შესახებ ფორმულა _ ეს არის ძველი რიტორიკის ერთეული, რომლიდანაც ჩვეულებრივ, იწყება სამხედრო პროპაგანდა, ყველაფრის მილიტარიზაცია და ხრახნების მოჭერა. ის მოწმობს, რომ ევროპა ყურადღებას იკრებს და პრობლემების მოგვარებას იწყებს. თუმცა, ამ პრობლემებს, ჩვეულებრივ სხვების ხარჯზე აგვარებს. სასტიკი ექსპანსია კოლონების დაპყრობით სრულიად მსოფლიოში, ადგილობრივი მოსახლეობის ხოცვაჟლეტა, ძარცვა _ აი, ევროპული ცივილიზაციის ერთადერთი ანტიკრიზისული რეცეპტი და მნიშვნელობა არ აქვს, ხორციელდება ის ღია კოლონიური ომებით თუ ნეოკოლონიალიზმისმსუბუქი მექანიზმებით”.

ყურადღება მიაპყარით, როგორი რადიკალური გახდა ბოლო პერიოდში ევროკავშირის მმართველი წრეების რიტორიკა. ყველა მოითხოვსრუსეთზე გამარჯვებას”, ომს უკანასკნელ უკრაინელამდე, გაუთავებელ მსხვერპლს მამულისთვის. ბიურგერების მორიდებულ კითხვებზე, რა სიხშირით უნდა ჭამონ და დაიბანონ, დაახლოებით ასე პასუხობენ: “შეწყვიტეთ ლაპარაკი მწყობრში!” სადღაც გაქრა ადამიანის ყველა დემოკრატიული უფლება და თავისუფლება. ბიურგერების დემონსტრაციებს მიზანმიმართული სისასტიკით არბევენ, თითქოს სპეციალურად უნდათ მათი შეშინება. ამას დაუმატეთ დრაკონული ანტიპანდემიური ზომები, უამრავი ჯარიმა. პლუს დაუფარავი ცენზურა _ ის გამოიხატება არა მხოლოდ რუსული მასმედიის ჩახშობაში, არამედ იმაშიც, რომ ევროპულ მასმედიაში მკაცრად იფილტრება  კონტენტი. საზოგადოდ, იქ დიქტატურაა. ოღონდ დიქტატორი არ ჰყავთ. ნებისყოფიანი და ქარიზმული სუბიექტი, რომელიც დამშეულ ბიურგერებს აღმოსავლეთის ფრონტზე გაგზავნის. ჩვეულებრივ, ასე მთავრდება ხოლმე წუწუნი “ევროპული იმპერიის დაცემაზე”.

როცა ევროპული ელიტები წუწუნებენ თავიანთ დაისზე _ ეს ძალიან სახიფათოა. სწორედ ამ მომენტში იწყებენ ისინი ირგვლივ მიმოხედვას და ფიქრობენ, ვინ გამოფატრონ თავიანთი პრობლემების გადასაჭრელად. შემთხვევითი არ არის, რომ “ევროპის დაცემის” ავტორმა ოსვალდ შპენგლერმა სიცოცხლის ბოლოს ხმა ადოლფ ჰიტლერს მისცა.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here