Home ახალი ამბები მსოფლიო ევროპაში ენერგეტიკული კრიზისის შედეგებს იმკიან

ევროპაში ენერგეტიკული კრიზისის შედეგებს იმკიან

113

ეკონომიკური პრობლემების ფონზე დიდი ბრიტანეთის პოლიციაცხელი ზამთრისთვის”, ანუ დანაშაულების რაოდენობის მკვეთრი მატების წინააღმდეგ საბრძოლველად ემზადება. ამის შესახებ მომზადდა სპეციალური ცირკულარი, რომელიც The Timesის ჟურნალისტებს ჩაუვარდათ ხელში. ლაპარაკია მაღაზიების ძარცვაზე, ქსელურ თაღლითობაზე და, საერთოდ, ყველა სახის დანაშაულზე, რომელიც დაკავშირებულია ბრიტანული ოჯახებისა და ცალკეული პირებისფინანსურ მოწყვლადობასთან”. დანაშაული ზამთრის ცივ დღეებში, პოლიციის აზრით, მკვეთრად მოიმატებს.

გერმანული “შპიგელი” წერს, რომ ჩეხეთში გამართულ მასშტაბურ საპროტესტო აქციაზე უკრაინისთვის დახმარების შემცირება მოითხოვეს.

“პრაღაში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციაზე. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლება დაადანაშაულეს, რომ უკრაინის ინტერესებს უფრო სერიოზულად ეკიდება, ვიდრე საკუთარი ხალხის”, _ ნათქვამია სტატიაში.

პოლიციის განცხადებით, პრაღის ვაცლავის მოედანზე 70 ათასი ადამიანი შეიკრიბა პროტესტის გამოსახატავად მაღალი ინფლაციის გამო, რომელიც გამოწვეულია ენერგომატარებლების გაძვირებით. აქციაზე მივიდნენ ანტივაქსერები და მიგრანტების მიღების მოწინააღმდეგენიც (ჩეხეთმა უკრაინიდან 400 000 ლტოლვილი მიიღო). დემონსტრანტებმა მთავრობა დაადანაშაულეს, რომ უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში სანქციებით ეხმარება, მაგრამ არაფერს აკეთებს იმ ჩეხებისთვის, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში არიან გათბობის საფასურის მომატების გამო.

დემონსტრანტებმა პრემიერმინისტრ პეტრე ფიალასა  და მისი კაბინეტის გადადგომა მოითხოვეს. ფიალამ კი განაცხადა, რომ პროტესტი “ექსტრემისტული პოზიციების მქონე პრორუსი პირების მიერ იყო ორგანიზებული”.

არაერთგვაროვანი განწყობაა ავსტრიაშიც, სადაც საზოგადოებრივი აზრი სანქციების გაუქმებისკენ იხრება, _ ნათქვამია გაზეთ Die Welt-ის წერილში.

გამოცემა იმოწმებს ცოტა ხნის წინათ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს და ამტკიცებს, რომ დღეს ავსტრიის მოსახლეობის 40 პროცენტი მხარს უჭერს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმებას. საზოგადოების განწყობის ასეთი ცვლილების მიზეზად ენერგომატარებლების გაძვირება და მაღალი ინფლაცია სახელდება.

Die Welt-ის მონაცემებით, მოიმატა ავსტრიის თავისუფლების პარტიისადმი მხარდაჭერამ, რომელიც “რუსეთთან პატივსაცემი დიალოგის” გამართვის მოთხოვნით გამოდის. გამოცემა წერს, რომ მოიმატა შემთხვევების რაოდენობამ, როდესაც მმართველი კოალიციის წარმომადგენლები უარს ამბობენ ანტირუსულ რიტორიკაზე.

ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here