Home ახალი ამბები მსოფლიო ევროპაში ელექტროენერგიისა და კომუნალური გადასახადების ქვითრების დაწვა დაიწყეს

ევროპაში ელექტროენერგიისა და კომუნალური გადასახადების ქვითრების დაწვა დაიწყეს

103

ევროპაში მკვეთრად გაძლიერდა მოძრაობა, რომლის წარმომადგენლებიც ელექტროენერგიისა და კომუნალური გადასახადების ქვითრებს წვავენ. მოძრაობა აღინიშნა გერმანიაში, ინგლისში, იტალიასა და სხვა ქვეყნებში.   

ევროპის ქვეყნები შეეჯახნენ რეკორდულ ინფლაციას, ფასების მატებას ბუნებრივ აირზე, საკვებსა და ბენზინზე, ამიტომ შეშფოთებით ელოდებიან მოახლოებულ ზამთარს. ზოგიერთი სახელმწიფო მოხელე მოქალაქეებს ურჩევს, ცხელი შხაპის მიღების ნაცვლად ტანი ჩვრით გაიწმინდონ. სხვები ოფისში ჩაიდნების შეცვლისა და საყელოების გაღეღვისკენ მოუწოდებენ.

ესპანეთში საშინელი სიცხის შედეგად რამდენიმე ათასი ადამიანი დაიღუპა; ასეთი ამინდში ოფისებში კონდიციონერის გარეშე ჯდომა შეუძლებელი იყო, მაგრამ ყველა კაფესა და ოფისში აკრძალეს გაცივებაზე კონდიციონერის ჩართვა 27 გრადუსზე ზემოთ.

ფიტნესინდუსტრია დახურვის პირას აღმოჩნდა. დაწესდა ჯარიმა 22 საათის შემდეგ ვიტრინების განათებაზე. ზამთარში ოთახების გათბობა დაუშვებელია 19 გრადუსზე ზემოთ. გაიზარდა კომუნალური გადასახადების ტარიფები. მოიმატა ბენზინის ფასმა.

ამ ყველაფრის შემდეგ საპროტესტო მოძრაობის კიდევ უფრო გაძლიერებას ელოდებიან.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here