Home ახალი ამბები მსოფლიო ევროპაში ბუნებრივი აირის დეფიციტი ევროს “იდეალურ შტორმში” ჩაძირავს

ევროპაში ბუნებრივი აირის დეფიციტი ევროს “იდეალურ შტორმში” ჩაძირავს

63

უკრაინის კრიზისმა გააშიშვლა ევროპის სერიოზული დამოკიდებულება რუსულ ბუნებრივ აირზე. ამ დღეებში დოლარის კურსი გაუთანაბრდა ევროპული ვალუტის კურსს. გერმანული გამოცემა Frankfurter Allgemaine წერს, რომ, თუ რუსეთი საერთოდ შეწყვეტს ბუნებრივი აირის მიწოდებას, მაშინ ევრო, გაზეთის აზრით, “იდეალურ შტორმშიაღმოჩნდება.

თითქმის 20 წლის განმავლობაში ევროს კურსი მეტი იყო დოლარის კურსზე, მაგრამ 12 ივლისს ამას ბოლო მოეღო და დოლარი ევროს გაუთანაბრდა. ევროპული ვალუტის დასუსტება დაიწყო ევროპის ცენტრალური ბანკის გაუბედავი მოქმედებებით, ამერიკის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ კი ინფლაციის ფონზე კარგად იმოქმედა.

ფინანსების ექსპერტ დირკ კლენჩის აზრით, ევროს კურსის დაცემის ძირითადი მიზეზი დოლარის კურსის გამყარებაა გლობალური რესეციის შიშის ფონე.

Commerzbank-ის ანალიტიკოსი ულრიხ ლაიხტმანი კი მიიჩნევს, რომ ბუნებრივი აირის დეფიციტით გამოწვეული საგანგებო ვითარების შემთხვევაში ევროპაში შეიძლება დაიწყოს ინფლაციური რეცესია.

“ასეთი სცენარი იდეალური შტორმი იქნება ევროპისთვის, ევროპის ცენტრალური ბანკი კი უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება”, _ განაცხადა ლაიხტინმა.

ლუკა მაისურაძე

https://russian.rt.com/inotv/2022-07-13/FAZ-nehvatka-gaza-v-Evrope

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here