Home ახალი ამბები მსოფლიო ევროპა ევროში დაეჭვებას იწყებს

ევროპა ევროში დაეჭვებას იწყებს

ევროკავშირის ბიუჯეტის დონორი ქვეყნები შეიძლება ეროვნულ ვალუტას დაუბრუნდნენ

104

გაერთიანებულ ევროპაში მასობრივი პროტესტი იწყება, იმატებს მოსახლეობის უკმაყოფილება ადგილობრივი ხელისუფლებების პროამერიკული პოლიტიკის გამო  ამ პრობლემის გადაჭრა ევროპელებს აუცილებლად მოუწევთ. ევროპის ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში სოციალური აფეთქებისგან თავის დაღწევის ერთერთი ვარიანტია ეროვნულ ვალუტებთან დაბრუნება. ამასთანავე, რა თქმა უნდა, დაინგრევა საერთო კონტინენტური ბაზარი, თუმცა ეს პროცესი უკვე დაწყებულია.

ჩეხეთი ახალი ჰუსისტური ომების ზღურბლზეა _ პრაღის ქუჩებში ასი ათასი ადამიანი გამოვიდა პოზიციის გამოსახატავად, რომ სურთ სითბოში ცხოვრება, მუშაობა და არ ძვირდებოდეს საკვები პროდუქტები.

ჯერჯერობით ოპოზიციამ ვერ მოახერხა ხელისუფლებისთვის უნდობლობის ვოტუმის გამოცხადება, მაგრამ მმართველი ძალის უპირატესობა ძალიან მცირეა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩეხეთში ეკონომიკური ვითარება არც ისე ცუდია და ამის მიზეზი ადგილობრივი ვალუტაა. კრონა ევროსთან შედარებით ძალიან იაფია და პრინციპში, სწორედ ეს აძლევდა გამართულად მომუშავე ჩეხეთის ეკონომიკას კარგ პოტენციალს უფრო ძვირ ევროზონისასთან შედარებით, მაგრამ ახლა ბუნებრივი აირის გაძვირების გამო ჩეხეთის ეკონომიკას პრობლემები შეექმნა.

იმ შემთხვევაში, თუ ჩეხეთის ხელისუფლების სათავეში უფრო ზომიერი პოლიტიკოსები მოვლენ, ცისფერი საწვავის მიწოდება შეიძლება განახლდეს, ევროვალუტის გარდა, რუბლებსა და კრონებში. ჩეხებს აქვთ ისეთი რაღაცები, რაც შეიძლება გაუცვალოს რუსებს ენერგომატარებლებში. ასეთ შემთხვევაში ქვეყანას მოუწევს ევროკავშირის პროგრამებზე უარის თქმა და საკუთარი სახსრებით ცხოვრება. სხვათა შორის, საკუთარი სახსრებით ცხოვრების სწავლა ბევრს მოუწევს.

ევროპაში ეკონომიკური ვითარების გაუარესება წარმოქმნის სოციალურპოლიტიკურ უთანხმოებას ევროკავშირში. ასეთ ვითარებაში ზოგიერთი ქვეყნისთვის შეიძლება სასარგებლო იყოს ევროზე უარის თქმა და ეროვნულ ვალუტაზე დაბრუნება. ასეთი ქვეყნებია: იტალია, საბერძნეთი, ესპანეთი და პორტუგალია. ეკონომიკური ვითარების გაუარესებისა და სოციალური უკმაყოფილების ზრდის ფონზე ხელისუფლების სათავეში შეიძლება მოვიდნენ პოპულისტები, რომლებიც გამოვლენ სოციალური ხარჯების გაზრდის, ევროზონიდან გასვლისა და ეროვნულ ვალუტასთან დაბრუნების ინიციატივით”, _ განაცხადა “სოვკომბანკის” ანალიტიკოსმა მიხეილ კირილოვმა.

მაგრამ სოციალური ხარჯების გაზრდა შეუძლებელია _ ფული არ არის. საერთოდ, არ არის. ყველა მსგავსი პროგრამა და არა მხოლოდ, ფინანსდებოდა ევროკავშირის ხაზინიდან. ანუ დონორი ქვეყნების ხარჯზე _ საფრანგეთისა და გერმანიის. მათ კი შეუძლიათ, უარი თქვან ფულის გადარიცხვაზე “ჩამორჩენილთა” დასახმარებლად.

ჯერჯერობით უცნობია, რა მოხდება პირველად _ დაფინანსების შეწყვეტა თუ ადგილობრივი ხელისუფლებები იტყვიან უარს დამღუპველ კურსზე ბრიუსელის კილვატერში.

ერთი მხრივ, არის მუქთახორობა, შეგიძლია არ იმუშაო და კარგად იცხოვრო, რითაც, დაკავებულია კიდეც “ევროპის რბილი მუცლის ქვედა ნაწილი” (უინსტონ ჩერჩილი).

მეორე მხრივ, აუცილებელია ევროკავშირის (ვაშინგტონისაც) ხელისუფლების მავნე განკარგულებების შესრულება და საკუთარი ხელით ააგო სახრჩობელა.

საბერძნეთში სულს ღაფავს  ტურისტული ინდუსტრია, იტალიაშიც, სხვათა შორის, არც ესპანელები და ნახევარკუნძულზე მათი მეზობელი  პორტუგალიელები არიან კარგ დღეში. შეჩერებულია ბევრი საქონლის შეტანა რუსეთში, წარმოებაც გაჩერების პირასაა _ ენერგომატარებლებს არა მხოლოდ ოქროს ფასი დაედო, არამედ შეიძლება საერთოდ ვეღარ მიიღონ.

წარმოვიდგინოთ, რომ იტალია დაუბრუნდა ძველ ფულს, ეს რთულია, მაგრამ შესაძლებელი. მოხდება ქვეყნის დაბრუნება 1980-იან წლებში. მძლავრი ინფლაციით, კუპიურებზე უამრავი ნულით და ცხოვრების დონის დაქვეითებით. მიუხედავად ამისა, ქვეყანა გადარჩება. მისი პროდუქტი, რომლის კონკურენტუნარიანობა ამაღლდება ეკონომიკური საზღვრების დახურვისა და იაფი ვალუტის წყალობით, იპოვის მყიდველებს. ეს ეხება, როგორც “ფიატის” ავტომობილებს, ისე სხვა ადგილობრივი კონცერნების პროდუქციას, ბევრი იყიდის ცნობილი ფირმების ფეხსაცმელსა და ტანსაცმელს. სოციალური მუქთამჭამელობაც აღარ იქნება და ქვეყანა დაწყნარდება, მაგრამ იმასთან შედარებით, რაც დღეს ევროპას ემუქრება, ეს არაფერია. ამ გზით წასვლის შემთხვევაში უნდა გადაწყდეს არა მხოლოდ ევროკავშირის, არამედ ნატოს საკითხიც და, ეს როგორ უნდა მოხდეს, გაურკვეველია. პლუს, უნდა დაიბეჭდოს ახალი ძველი ბანკნოტები. ეს კი ძვირი სიამოვნებაა.

 სხვათა შორის, გერმანელებისთვის მარკასთან დაბრუნება ადვილი იქნება. 20 წლის წინათ, როცა ევრო შემოიღეს, მარკები, უბრალოდ, ამოიღეს მიმოქცევიდან, გადაითვალეს და საწყობებში შეინახეს.  როგორც ჩანს ეს ბანკნოტები დღესაც დაკონსერვებულია.

ანტირუსულმა სანქციებმა გაცილებით მეტად დაარტყა თვით ევროპელებს და სერიოზულად ვერ დააზარალა რუსეთის ეკონომიკა. ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება კრიტიკულს უახლოვდება, მატულობს ინფლაცია და ნელდება ეკონომიკური ზრდა. მოცემული პროცესების გაღრმავება ევროპის ქვეყნების ხელისუფლებებს სამრეწველო საწარმოების დახურვითა და შრომის ბაზარზე უმუშევრების არმიის გაჩენით ემუქრება.

ვითარების ასეთი განვითარების შემთხვევაში, ევროკავშირი შეიძლება დაიშალოს იმ სახელმწიფოებად, რომლებიც შეძლებენ შექმნილ პრობლემებთან გამკლავებას თავიანთი მარაგებისა და მათ ხარჯზე, ვინც უკვე ვეღარ შეძლებს კრიზისიდან გამოსვლას მხოლოდ საკუთარი რესურსებით. ასეთი ქვეყნები გახდებიან აუტსაიდერები. ფინანსურად უფრო ძლიერმა სახელმწიფოებმა, ისეთებმა, როგორებიცაა გერმანია, საფრანგეთი, ჰოლანდია, ბელგია და ზოგიერთი სხვა, შეიძლება შექმნან ახალი კავშირი, ხოლო ის სახელმწიფოები, რომლებსაც სჭირდებათ დახმარება, ჩამოაყალიბებენ ახალ გაერთიანებას ოდესღაც ერთიანი სივრცის მოგლეჯილ ნაწილზე”, _ ასეთია ეკონომისტ მიხეილ ხაზინის პროგნოზი.

იტალიაში გააქტიურდა პარტია Italexit, რომელიც ევროკავშირიდან და ნატოდან გასვლის მოთხოვნით გამოდის. 25 სექტემბერს ქვეყანაში უნდა გაიმართოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები და, ჩანს, მისი შედეგები უკვე წინასწარ ცნობილია, მაგრამ Italexit-ის ლიდერი ჯანლუიჯი  პარაგონე იმედოვნებს, რომ მისი პარტია გადალახავს 3%-იან ბარიერს და პარლამენტში შევა.

.. ლტოლვილების ნაკადის შეწყვეტა, ჯანმოს მოღვაწეობის აკრძალვა მისი თაღლითური კორონავირუსით, უარის თქმა რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე და ვაშინგტონის კურსის მხადაჭერაზე, ეკონომიკის განვითარება და დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა  ეროვნული ინტერესების თვალსაზრისით გონივრული პროგრამაა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს პარტია ItalBrex-ისთვის ხელის შეშლას, პარაგონე დანებებას არ აპირებს…

ჩეხეთში ადგილობრივი ხელისუფლების ყვირილის მიუხედავად, დემონსტრანტებს შორის პრორუსულად განწყობილი მოქალაქეები არ ყოფილან. იქ რუსები არ უყვართ, მაგრამ ბანდერელები, რომელთა გამოც ცხოვრება გაურთულდათ, საკმაოდ სძულთ.

ლუკა მაისურაძე

https://svpressa.ru/economy/article/345070/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here