Home ახალი ამბები მსოფლიო ევროკავშირმა უკრაინას დახმარება შეუმცირა

ევროკავშირმა უკრაინას დახმარება შეუმცირა

55

ეკონომიკაში სერიოზული პრობლემების გამო ევროკავშირი უკრაინას მხოლოდ მილიარდ ევროს გამოუყოფს დაგეგმილი 9 მილიარდის ნაცვლად, _ წერს Bloomberg.

დიდი დახმარება, რომელსაც ევროკავშირი უკრაინას მაისში დაჰპირდა, როგორც ჩანს, უკანა პლანზე გადადის, იმიტომ, რომ გაერთიანება სერიოზული პრობლემების წინაშე დგას, _ ნათქვამია სტატიაში.

2 თვის წინათ ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინას 9 მლნ ევროს დაჰპირდა სასწრაფო კრედიტის სახით, მაგრამ ევროკავშირი მხოლოდ ამ თანხის მეცხრედის გამოყოფას შეძლებს.

უკრაინის კრიზისის ეკონომიკური შედეგები ევროკავშირის ქვეყნებს დააწვებათ. მათი მთავრობები ხვდებიან, რომ ბოლო თვეებში კიევს დახმარება შეუმცირდება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ენერგომატარებლები უფრო გაძვირდება და დეფიციტური გახდება, _ აღნიშნულია “ბლუმბერგის” მასალაში.

ამას გარდა, ევროკომისიის წინადადება _ დააფინანსონ უკრაინის აღდგენის გეგმის დიდი ნაწილი, რომელსაც უკრაინა 750 მლნდ დოლარად აფასებს, კავშირის ზოგიერთი წევრის უკმაყოფილებას იწვევს.

პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთისთვის სანქციების დაწესებამ მძლავრად დაარტყა მსოფლიო ეკონომიკას და ამჟამინდელი მოვლენები წერტილს დაუსვამს დასავლეთის გლობალურ დომინაციას.

გიორგი გაჩეჩილაძე

https://ria.ru/20220715/ukraina-1802616284.html

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here