Home ახალი ამბები მსოფლიო Reuters: ევროკავშირის არაერთმა ქვეყანამ დიპლომატიური დემარში მოაწყო მაკრონის სიტყვების შემდეგ რუსეთისთვის გარანტიების...

Reuters: ევროკავშირის არაერთმა ქვეყანამ დიპლომატიური დემარში მოაწყო მაკრონის სიტყვების შემდეგ რუსეთისთვის გარანტიების შესახებ

168
ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ბოლო განცხადებებმა რუსეთის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია ევროპის კონტინენტზე. ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ (ჩეხეთმა, ლატვიამ, ლიტვამ, პოლონეთმა, სლოვაკეთმა და ესტონეთმა) შეშფოთება გამოთქვეს და საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილობითი დემარში წარუდგინეს. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

შეგახსენებთ, რომ მაკრონმა გამოთქვა მოსაზრება, რომ მომავალი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა უნდა ითვალისწინებდეს გარანტიებს რუსეთისთვის. ეს საკითხი სამშვიდობო დისკუსიის ნაწილი იქნება, როცა კიევი და მოსკოვი მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდებიან.

ამასთან, საფრანგეთის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის კონფლიქტის მოგვარების სხვა ვარიანტებს ვერ ხედავს. ერთადერთი გზა მოლაპარაკებაა.

„ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დავიცვათ ჩვენი მოკავშირეები და ნატო-ს წევრი ქვეყნები“, – მიიჩნევს პოლიტიკოსი.

მაკრონის განცხადებების კომენტირებისას Die Welt-ის მკითხველებმა აღნიშნეს, რომ მისი პოლიტიკა უფრო შორსმჭვრეტელია, ვიდრე გერმანელი ოფიციალური პირების. საფრანგეთი აჩვენებს დიპლომატიური კულტურის არსებობას, ხოლო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბურბოკი „ატარებს სახელმწიფო დეპარტამენტის ინტერესებს“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here